Home ახალი ამბები საქართველო მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია

მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია

მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ვიზიტმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქართველ მორწმუნეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ მედიაში დიდი კრიტიკა გამოითქვა. მორწმუნეთა ერთი ჯგუფი, პოლიტიკურ მოძრაობა „მძლეველის“ წევრები, შეიკრიბნენ ღია ცის ქვეშ და მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს პლაკატებით, რომლებზეც გამოსახული იყვნენ პატრიარქები ილია II და კირილი, პატრიარქი ილია პრეზიდენტ პუტინთან ერთად, კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი სასულიერო პირები და ბართლომეოსის პორტრეტი წარწერით: „ბართლომეოსი – გაყიდული აგენტი!“.

ეს არ არის პირველი ასეთი საპროტესტო აქცია საქართველოში. შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლებში ქართველმა მღვდლებმა და ბერებმა ღია ცის ქვეშ ლოცვა გამართეს ევროკავშირის დიპლომატიური მისიის წინ და მოუწოდეს ევროპელ დიპლომატებს, ყურადღება მიექციათ უკრაინაში კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიისა და სინდისის პატიმრების – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მძიმე მდგომარეობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტმა“ შემდეგ პრეზიდენტის სასახლის წინ გამართა აქცია, უკრაინელი მორწმუნეებისა და ეკლესიის მესვეურებისადმი სოლიდარობის ნიშნად და დაგმო ბართლომეოსის მწვალებლური ქმედებები. ასევე თურქეთის საელჩოსთან გაიმართა მიტინგი, რომლის დროსაც ყურადღება მიიპყრეს „აშშ სპეცსამსახურების აგენტის“ ბართლომეოსის დივერსიულ საქმიანობაზე არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგაც.

ღია ცის ქვეშ ჩუმი აქციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც ღონისძიების ორგანიზატორმა, ლაშა ლომიძემ განაცხადა:

«ამ მძიმე დღეებში ნათლად დაინახა მთელმა მსოფლიომ რომ ქართველი ერი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ერთგული რჩება ქრისტესი. ჩვენი პატრიარქის უმთავრესი მიზანი ჩვენ ყველას ერთხორც და ერთსულ ყოფნა იყო ქრისტეში. იგი დაიტირა არა მარტო ქართველმა ერმა, არამედ – მთელმა საქრისტიანომ; ასევე, მუსლიმმა მორწმუნე თემმა.

მინდა შევეხო კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ჩამოსვლას. ბართლომეს “მოღვაწეობის” შესახებ კარგად ვიცით, ვინაიდან ის გახლავთ მწვალებელი სქიზმატიკოსი, რომელმაც ხელყო რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა, რამაც ძმათაშორისი უთანხმოება მხოლოდ გააღრმავა. ამ დროს, ჩვენი მას-მედია უგულებელჰყოფს იმ ფაქტს, რომ რუსულმა მართლამადიდებლურმა ეკლესიამ გამოგზავნა მრავალრიცხოვანი დელეგაცია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის სამძიმრის წერილი ჩამოიტანა, ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის სახელზე დაწერილი.

ქართველობას, თუნდაც ახლა, პატრიარქ ილია II-ის მეოხებით, გვეძლევა შესაძლებლობა, დავიწყოთ დიალოგი რუსეთის მთავრობასთან. ვინაიდან შემთხვევით არ დაგვაკავშირა ღმერთმა ორი მართლმადიდებელი ერი. ამის მომხრე იყო მუდამ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. თუნდაც რად ღირს მისი პოზიცია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობასა და ურღვევობასთან დაკავშირებით.

ჩვენს მთავრობას მოუწევს ნაბიჯ-ნაბიჯ იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც მოემსახურება ქართველი ერის ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას».

წყარო: NEWS FRONT

მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია
მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია
მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია
მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია
მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია
მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here