Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე: პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება

მიხეილ სარჯველაძე: პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება

121

პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ სენაკის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„თავისთავად, პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში, ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება. როგორ შეიძლება, ოპოზიციას ხელისუფლებაზე პრეტენზია ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ის არჩევნებში არ მონაწილეობს. ასეთი პარადოქსული დამოკიდებულებები აქვთ, მაგრამ ფაქტი ის არის, მე მგონია, რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი ეს დესტრუქცია, ბოლო დროის განმავლობაში, ქართული საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა და მათ შორის, ამის გამოც, უზარმაზარი რეპუტაციული დაღმასვლა აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სენაკის საკრებულოშია წარმოდგენილი, შუალედურ არჩევნებს არ უერთდება.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here