Home ახალი ამბები თბილისის 14 ქუჩაზე, მიკროავტობუსები მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გააჩერებენ

თბილისის 14 ქუჩაზე, მიკროავტობუსები მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გააჩერებენ

1332

პირველი  მარტიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ.

 

შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საკითხი განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარმოადგინა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება. მუმლაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ხაზზე 300-მდე სამარშუტო ტაქსი მოძრაობს.

ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხდება ყვითელი ფერის დატანა, რათა მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა გააჩერონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here