Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: ვინც რუსეთის ისტორია ცოტა მაინც იცის, შეუძლია არა ერთი შემთხვევის...

მიხეილ ჟღენტი: ვინც რუსეთის ისტორია ცოტა მაინც იცის, შეუძლია არა ერთი შემთხვევის გახსენება, რით მთავრდება მოსკოვის მოთმინების გამოცდა. არის ასეთი გამოთქმა: “ნუ გააღვიძებ მძინარე დათვს”…

“მანქანების რეექსპორტის აკრძალვა სერიოზული დარტმაა, როგორც საქართველოს ბიუჯეტზე, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანზე”

995
მიხეილ ჟღენტი: ვინც რუსეთის ისტორია ცოტა მაინც იცის, შეუძლია არა ერთი შემთხვევის გახსენება, რით მთავრდება მოსკოვის მოთმინების გამოცდა. არის ასეთი გამოთქმა: “ნუ გააღვიძებ მძინარე დათვს”...

პლატფორმის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის”, “პრიმაკოვის სახელობის ცენტრის”, “ევრაზიის ინსტიტუტისა” და სხვათა ძალისხმევით სასიკეთო გარღვევა მოხდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. გარდა იმისა, რომ აღდგა ავიამიმოსვლა და უვიზო რეჟიმი, ბოლო შეხვედრებზე ერთობლივი ბიზნესების შექმნასა და სოფლის მეურნეობის აღორძნების საქმეში დახმარებაზეც ისაუბრეს, ასევე, ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაფუძნებაზეც, მაგრამ რუსი სტუმრების მიმართ ქართველთა გარკვეული ნაწილის აგრესია, რომელიც დაუსჯელი დარჩა, ალბათ, რუსეთის გაღიაზიანებას გამოიწვევს. უკვე გამოთქვეს მოსაზრება, რომ რუსებმა საქართველოში ფული არ უნდა დახარჯონ…

დესტრუქციული ძალების მიერ მართული ადამიანების მხრიდან რუსი ტურისტების შეურაცხყოფას სტუმრების მხრიდანაც მოჰყვა აგრესია, საბოლოოდ საკრუიზო მარშრუტიდან ბათუმი საერთოდ ამოიღეს, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის გარკვეული თანხის დაკარგვას ნიშნავს.

ეს ამბავი გაცივებული არ იყო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ კიდევ ერთ სანქციას შეუერთდა _ 1 აგვისტოდან შეიზღუდა ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი საქართველოდან რუსეთში. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. საქართველოს მთავრობის განცხადების მიუხედავად, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა, ეს მაინც მოხდა. “ამერიკული ავტომობილების რუსეთში ექსპორტის აკრძალვით დაახლოებით 60 მლნ დოლარის შემოსავალს ვკარგავთ”, _ აცხადებს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია…

ვისი დავალებით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, ნუთუ მართლა აქ მყოფი დესტრუქციული ძალების შიშით ხდება ისე, რომ ქართველი და საქართველო წაგებული დარჩეს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” წევრი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება.

_ ის, რაც ბათუმში მოხდა, სამწუხაროდ, არც პირველია და ვეჭვობ, არც ბოლო იქნება. ეს ლიბერალური ოპოზიციის კარგად აპრობირებული მექანიზმია, რომელიც მიმართულია საქართველში დესტაბილიზაციის, ეკონომიკური ზრდისა და, რაც მთავარია, რუსეთთან დაპირისპირებისკენ. გავიხსენოთ თუნდაც ე.წ. გავრილოვის ღამე, როდესაც ოპოზიციის პროვოკაციამ ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა ტურიზმით დაკავებულ ოჯახებსა და კერძო სტრუქტურებს. ოპოზიცია ყოველდღიურად ცდილობს, დააზიანოს ქართულ-რუსული ისედაც მყიფე ურთიერთობა. ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” ინიციატივით დაწყებული საქმიანობა კონკრეტული შედეგებით დასრულდა და კიდევ ბევრი სასიკეთო ინიციატივა განიხილება. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ეს იდეა, ჯერ კიდევ 2022 წლის 7 დეკემბერს “სოლიდარობა მშვიდოვისათვისა” და რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გაჩნდა. მოგვიანებით ამ უნივერსიტეტის დაარსების შესახებ იდეის არსებობა დაადასტურა რუსეთის სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა მიხეილ ბერულავამ 2023 წლის 15 მაისს “სოლიდარობა მშვიდობისათვის” მიერ ორგანიზებულ დასკვნით შეხვედრაზე. დავაკონკრეტებ, რომ საუბარი იყო ამ იდეის განსახორციელებლად სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. არავითარი კონკრეტიკა არ ყოფილა, არანაირ დაფინანსებაზე არ გვისაუბრია, მით უფრო, არ გვისაუბრია შენობის მოძიებასა და უნივერსიტეტის სამართლებრივ ფორმაზე. ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მაისშივე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება ტურისტების მიმართ უდიერ მოპყობას, ეჭვგარეშეა, რომ ეს რუსეთში გაღიზიანებას გამოიწვევდა, მაგრამ მოსკოვში კარგად ესმით, ვის მიერ იყო ორგანიზებული და დაფინანსებული მსგავსი პროვოკაცია, რომელიც მხოლოდ ქართველების, კერძოდ, ტურისტული ბიზნესის წინააღმდეგ იყო მიმართული. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების მკაცრ რეაგირებას პროვოკატორების საქციელზე. სააკაშვილის დროს მსგავსი რამ ვინმეს რომ გაებედა, მრავალწლიანი პატიმრობა არ ასცდებოდა და ჯანმრთელობის როგორი მდომარეობით გამოვიდოდა ციხიდან, ეს კიდევ სხვა საკითხია… სამწუხაროა, რომ ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკა და პერსპექტივა ეწირება პროვოკატორების დაუსჯელობას, ეს მათ ახალი დანაშაულებისკენ უბიძგებს.

_ პრემიერი ღარიბაშვილი ერთი შეხედვით თითქოს სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს, მაგრამ გასაოცარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მას შემდეგ ამოქმედდა, რაც გაცხადდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებიან… თუ სანქციებთან მიერთებას არა, მაშ, რას ნიშნავს, საბანკო ანგარიშების დაყადაღება, რუსული ბანკის და ახლა უკვე ავტომანქანების ბიზნესის აკრძალვა, რომელიც მართლაც სერიოზული დარტყმა იქმება ამ ბიზნენისა და ქვეყნის შემოსავლებისთვის?

_ საბანკო სფეროში სანქციებზე მიერთება ახალი არ არის, ხოლო მანქანების რეექსპორტის აკრძალვა _ ეს უკვე სერიოზული დარტმაა, როგორც საქართვლოს ბიუჯეტზე, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანზე. გაჩნდება მეტი უკმაყოფილო ადამიანი, ეს ხელისუფლების მიმართ აგრესიას გაზრდის.

ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწიოს და მოხდეს ის, რაც ლიბერალურ პარტიებს საშუალებას მისცემთ, შეეცადონ მმართველი პარტიის ძალისმიერი ფორმით შეცვლას, ამას უკვე თვითონაც არ მალავენ. ისინი ამბობენ: “ოცნებას” არჩევნების გზით ვერ დავამარცხებთ, არადა, რეჟიმი შესაცვლელიაო. ალბათ, ჯერ კიდევ დარჩა ცოტა დრო, რომ ხელისუფლებამ იმოქმედოს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და საუთარი თავის გადარჩენაზეც იზრუნოს, თუმცა ისიც არ დაგვავიწყდეს, რა წნეხს განიცდის ხელისუფლება აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთისგან, მაგრამ ესეც არ ამართლებს მას. იცით, რატომ? სჯობს, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს ხელისუფლება და უთხრას ჩვენს მოსახლეობას, რაც ხდება. ჩვენ კი ვხვდებით, მაგრამ საჯაროდ ნათქვამი სხვაა. მე ძალიან უკმაყოფილო ვარ!

_ თითქოს წინ ვდგამდით ნაბიჯს, რუსეთთან ურთიერთობა გვარდებოდა, სახალხო დიპლომატებს ხელს არ გიშლიდნენ შეხვედრებში, მაგრამ ზურგს უკან სხვაგვარად მოქმედებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ვის დავალებას ასრულებენ, ნუთუ მართლა ე.წ. ოპოზიციის ეშინიათ?

_ ბოლო 18 თვეა, საქართვლოს ხელისუფლება პრაგმატული და ქვეყნისთვის უსაფრთხო პოლიტიკის გატარებას ცდილობს. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს პირველი მცდელობაა საკუთარი ინტერესების გატარებისა და არა გადამთიელის ჭკუაზე სიარულის. სავარაუდოდ, ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის მცირე, მაგრამ მყიფე წინსვა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებში გვაქვს და რომელიც ძალიან აღიზიანებს კოლექტიურ დასავლეთს. არ არის გასაკვირი, რომ ამ ფონზე, აშშ-ის წნეხი ათმაგად იზრდება. აშშ და მისი მარიონეტები ცაიტნოტში არიან და ცდილობენ, ეს შემოდგომა იყოს გადამწყვეტი _ 2024 წლამდე არ უნდა მივიდეს “ოცნება” ამ მდგომარეობით, ესაა მათი გეგმა, რადგან იციან, რომ არჩევნებში ე.წ. ლიბერალური პარტიები გაცილებით ნაკლებ ხმას მიიღებენ, მათი მიზანი ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლაა. მით უფრო, რომ 2024 წლის ბოლოს, თუ დიდი ევროპული ომი არ დაიწყო, უკრაინაში თითქმის ყველაფერი გარკვეული იქნება, თანაც არა ისე, უკრაინის გამარჯვებას რომ წინასწარმეტყველებენ…

2012 წელს რა შემადგენლობით შევიდა “ოცნება” პარლამენტში? “რესპუბლიკელებიც” საკმარისია იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები გაჩენილიყო. ისე, ახია “ოცნებაზე”, რაც “რესპუბლიკელებმა” და სხვა ლიბერალურმა პესონაჟებმა მოგვიანეთ აკადრეს “ოცნების” ლიდერებს. ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტი “ოცნებაში” შეიძლება დღესაც გრძელდება და დეპუტატებს შორის შესაძლოა, არიან ისეთებიც, რომლებიც განიცდიან “ნაციონალების” მხრიდან შანტაჟს ან ძველ მეგობრობას უფრთხილდებიან. მთავრი ის არის, რომ “ოცნების” მომხრეების რიგებში იმედგაცრუება იზრდება. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ღარიბაშვილი მაქსიმუმს აკეთებს მოცემულ ვითარებაში და ძალიან იმედგაცრუებული და გულნატკენი დავრჩები, თუ ისიც მოექცევა გავლენის ქვეშ და იმოქმდებს მისი ამომრჩევლის სურვილების საპირიპიროდ. დრო ძალიან ცოტა რჩება, ხოლო პოლიტიკური დაპირისპირების ტემპერატურა მატულობს.

_ რუსეთი შორიდან უყურებს ქართველთა ზღვარგადასულ აგრესიას, მაგრამ დიდხანს გაგრძელდება ასე? არ არის საშიში ჩვენთვის ცეცხლთან თამაში?

_ ყველასათვის ცნობილია რუსეთის უსაზღვრო მოთმინება და, ვინც რუსეთის ისტორია ცოტა მაინც იცის, არაერთი შემთხვევა შეუძლია გაიხსენოს, რით მთავრდება მოსკოვის მოთმინების გამოცდა. არის ასეთი გამოთქმა: “ნუ გააღვიძებ მძინარე დათვს”…

შორს წასვლა არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს უკრაინის მაგალითი, როდესაც წლების განმავლობაში კოლექტიურ დასავლეთსა და თვითონ უკრაინას არაერთხელ აფრთხილებდა გარდაუვალი კატასტროფის შესახებ. მიდიოდა ყველანაირ დათმობაზე, მაგრამ, რაც მეტ ლოიალობას იჩენდა, მით იზრდებოდა პროვოკაციები რუსეთის მიმართ. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა დონბასის კრიზისის მოგვარებას. დაიდო საერთაშორისო ხელშეკრულებები, არაერთი შეთანხმებისა და დაპირების მიუხედავად, რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ამასაც ითმენდა რუსეთი, სანამ უკრაინის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის რეალური საფრთხე არ გაჩნდა.

რატომ გავაკეთე ამხელა ექსკურსი უახლოესი წარსულში? თუ სხვის შეცდომებს არ გავითვალისწინებთ, საკუთარი ძალიან ძვირად დაგვიჯდება. დასავლეთმა იმდენი მოახერხა, რომ მოსკოვს საბოლოოდ გაუხსნა ხელები და, ხვალ რა მოხდება, რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი, არავინ იცის. არავის ვუსურვებ რუსეთთან თამაშს და მით უფრო მის მოტყუებას. სააკაშვილმა მოატყუა პუტინი და, რაც მივიღეთ, ვნახეთ. ეს არამხოლოდ სახიფათო, არამედ კატასტროფის მომტანიცაა. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით იქ, მოსკოვში, გაგებით ეკიდებიან იმ რეალობას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. საკუთარ თავსა და ქვეყნის მომავალზე მოფიქრალ ყველა ადამიანს მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. ჩვენი ქვეყანა ახალ რყევებს ვეღარ გაუძლებს. იმედს ვიტოვებ, რომ უფალი გაგვინათებს გონებას და ამ განსაცდელს მშვიდობიანად გავივლით…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here