მიხეილ ჟღენტი: ხელისუფლება ვერ იღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომ მოსკოვთან პირდაპირი და უპირობო დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა

    “ასე თუ განვაგრძობთ, საქართველო შეიძლება, სულ ცოტა, 4 ნაწილად დაიშალოს!”

    მიხეილ ჟღენტი

    ევროპა აღარ გვწყალობს, აშშ ვეღარ გვამჩნევს, რამდენიმე დღის წინათ კი პრეზიდენტმა ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, კავკასია პუტინის ტერიტორიააო. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება თითქოს ადგილზე გაიყინასაქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ქართველი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის აზრი, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩრდილოელი მეზობლისკენ არ იხედება

    რატომ პასიურობსქართული ოცნება”, რატომ არ დგამს ნაბიჯს რუსეთისკენ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისთავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ ასეთი პასიურობისთვის მალე მოგვიწევს პასუხისგება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაავადებულია ამპარტავნობისა და ე.წ. დამოუკიდებლობის ბაცილით. დღეს თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რამის გადამწყვეტია, ძალიან ცდება.

    ხელისუფლებამ, უბრალოდ, არ იცის, რა ქნას. სამწუხაროდ, ლიბერალური ოპოზიციაც ამ მდგომარეობაშია _ არც მან იცის, როგორ მოიქცეს. ისინი ერთმანეთს აზიანებენ და იცით, რით? ორივეს ევროკავშირი და ნატო უნდათ, ორივე პროდასავლურ პარადიგმაშია გაზრდილი. მათი მენტალობა, აზროვნება და სული ნატოკატოშია. აბა, შეხედეთ, ხელისუფლების წარმომადგენელთა საშუალო ასაკს, ალბათ, 38-42 წლისანი არიან. გამოაკელით ე.წ. დამოუკიდებლობის 34 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც კი აზროვნება და გარე სამყაროს შემეცნება დაიწყეს, მხოლოდ დასავლური “ნათელი მომავალი” დაუხატეს. ყველა მათგანი სხაპასხუპით საუბრობს დასავლურ ენებზე. უმრავლესობას ევროპისა და აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები უდევს ჯიბეში და მათ თხოვთ, რომ ამოძრავდნენ?! ვერ ამოძრავდებიან, რადგან ცივი გონებით ვერ იღებენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომ მოსკოვთან პირდაპირი და უპირობო დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა.

    ფლირტი, რომელიც რუსეთთან მიმდინარეობს, გარდაუვალი აუცილებლობაა, თორემ ისე გამოლანძღავდნენ რუსეთს, როგორც დაგიბარებიათ.

    ადამიანურად მესმის მათი. თუ არ იცი ქვეყანა, რომლის წარმომადგენლებთანაც მოგიწევს სასაუბროდ დაჯდომა, არ იცი მისი ისტორია, დანიშნულება და ფუნქცია კაცობრიობის განვითარებაში, მაშინ შენი კერპი კაციჭამია დასავლეთია. ნახეთ, როგორ მოწამლეს საზოგადოება _ ღარიბი რუსეთი და მდიდარი დასავლეთი, ჩელიაბინსკი და პარიზი… დებილიზმს საზღვარი არ აქვს. რუსეთის სიმდიდრე 100-ჯერ აღემატება ევროპისას. რუსეთმა და აშშმა გერმანია დატოვეს იაფი ბუნებრივი აირის გარეშე და რას ვხედავთ? ევროპა კოლაფსშია და მალე მიუხოხდება მოსკოვს!

    როდესაც ვადარებთ რუსეთსა და დასავლეთს, არ დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის კეთილდღეობა მსოფლიოს ძარცვა-გლეჯით არის შექმნილი. ბრიტანეთის მთავრობა ჯერ კიდევ საუკუნის წინათ მიმართავდა თავის ელჩს რუსეთში, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რათა რუსეთთან არ გაეწყვიტა თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანული ფლოტის ძლევამოსილება, რომელიც რუსულ ხე-ტყეზე იდგა, დასრულდებოდა. ახლა გავიაზროთ, ვინ უფრო მდიდარია, დასავლეთი თუ რუსეთი…

    როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხელს აწერს უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის დადანაშაულების რაღაც მარაზმატული სტრუქტურის შექმნას, ჩვენი კარის მეზობლები კი თავს იკავებენ, რის იმედი გაქვს, ყველაზე უსაქმური სამინისტროსმინისტრო”? ეს “მინისტრი” დაუჯდება სერგეი ლავროვს სალაპარაკოდ?

    კავკასია არ არის ჩემი ინტერესების სფეროო, _ განაცხადა ტრამპმა, მაგრამ ზანგეზურის, ე.წ. ტრამპის გზას რა ვუყოთ, აშშ-ის ინვესტიციები რომ იდება და სომხეთი თავის თავს რუსეთისაგან გარანტირებულად დაცულად რომ მიიჩნევს? წილის 30 % სომხეთმა დაიტოვა, დანარჩენი ამერიკისაა. აზერბაიჯანი გვეუბნება, მალე ქართველებს იმ ტრანზიტსაც დაგაკარგვინებთო, და მერე?.. რა გამოდის?

    1. აშშ არ გვცნობს. მშვიდობის კონგრესზეც არ მიგვიწვიეს. ტრამპი წერილს არ გვწერს. კავკასია არ აინტერესებს, ისიც “დიფ სთეითი” და ჩვენი მტერი ყოფილა;

    2. ევრონატოს ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და ბრიტანეთი, ღია ტექსტით გვლანძღავენ და სანქციებით გვემუქრებიან (რამდენჯერ გავაფრთხილე “ოცნება”, ,არ გაპატიებს დასავლეთი ღალატის გულში გავლებას-მეთქი, მაგრამ ბოჭორიშვილი მე მომისმენს?

    3. აზერბაიჯანი და სომხეთი თითს გვიქნევენ. ჯერ ვითომ დავიწყეთ მათი თამაში თურქეთთან ერთად და იქაც გავჩერდით;

    4. ჩინეთის იმედი იყო და აღარაფერი ისმის.

    5. რუსეთთან კიდევ ერთხელ მოვიჭერით თავი და ყირიმში დაბადებული ხალხი არ შემოვუშვით ქვეყანაში.

    რის იმედი გვაქვს?!

    შეიძლება ერთ დღეში დაშალონ ეს ქვეყანა და მერწმუნეთ, არავინ იზრუნებს ჩვენს დაცვაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვრჩით კეკლუცობას, რომელიც ძალიან ძვირი დაგვიჯდება.

    კიდე ერთხელ და უკვე მერამდენედ ვიმეორებ: რუსეთი საქართველოში აღარ დაუშვებს სხვა ძალების ბოგინს და თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, მოსკოვს მობეზრდება ჩვენი ტინგიცობა და იტყვის, თავში ქვა გიხლიათო, აი მერე, ვინ ვის გაასწრებს აქედან, მაგასაც ვნახავთ.

    თქვენი გამოცემის საშუალებით მინდა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას: თავი დაანებეთ რუსეთის მოთმინების გაზომვას!

    21 იანვარს დავბრუდი მოსკოვიდან, სადაც ბატონ თემურ ფიფიასთან ერთად ვიმყოფებოდი. საინტერესო შეხვედრები გვქონდა, იმედის მომცემი, რუსეთი მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის, რაც არაერთხელ დაგვიდასტურა. რაც მთავარია, რუსი ხალხის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ახაგაზრდებშიც კი განუზომლად თბილია. რომ გაიგებდნენ, ქართველები ვიყავით, თვალები უბრწყინავდათ და ცდილობდნენ, მაქსიმალური სიყვარული გამოეხატათ.

    არ ვიცი, საქართველოს რომელ ხელისუფალს, თუ ასე განვაგრძეთ, აუცილებლად მოუწევს ისეთი წერილის მიწერა რუსეთის ხელისუფლებისთვის, როგორიც გიორგი XII- მისწერა, და მერე შეიძლება გვიანი იყოს ვაი-ვიში. ასე თუ განვაგრძობთ, საქართველო, სულ ცოტა, 4 ნაწილად დაიშლება…

    30 წლის წინათაც ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ერი ფიზიკური განადგურების წინაშე თუ დადგებოდა. ჩანს, ისტორია ცუდად ვიცით და დასკვნები ვერ გამოგვაქვს.

    _ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეუერთდა და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიით არ გამოირჩევა, გასული წლის 16 დეკემბერს რუსეთის გასამართლებას მოაწერეს ხელი, რაც, ალბათ, გააღიზიანებდა რუსეთს

    _ სანქციებს რომ არ შევუერთდით, კარგია და მისასალმებელი, მაგრამ, რომ შევერთებოდით და მერე რუსეთსაც სარკისებრი ზომები მიეღო, სად მივდიოდით?

    რუსეთს შუა ზამთარში რომ დაეწყო ბუნებრივი აირის მილსადენზე სარემონტო სამუშაოები, სად მივდიოდით? რუსეთი ასეთ სიბრიყვეზე აღარ ღიზიანდება, უბრალოდ, გაიცინა ჩვენს მრავალვექტორულ პოლიტიკაზე.

    რუსეთთან დიალოგის დაწყების დაგვიანება საქართველოს მომავალს სულ უფრო ამძიმებს!

    რაც შეეხება რუსეთის გაღიზიანებას, იმ ქვეყნის გაღიზიანება, რომელსაც 5-საუკუნოვანი დიპლომატიური სკოლა აქვს, ძნელი, მაგრამ სახიფათოა.

    ეს ქვეყანა გადასარჩენია და არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ. ჩვენ, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ერის წარმომადგენლებმა, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი _ დაიწყოს რუსეთთან დიალოგი.

    კიდევ ვიმეორებ: 1992-93 წლებისა და 2008 წლის ტრაგედიები დასავლეთის მიერ მოყენებული მოუშუშებელი ტკივილია და, ვინც დღეს კიდევ დასავლეთისკენ იყურება, ძალიან დიდ სასჯელს მიიღებს შთამომავლობისგან!

    ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება, რა მახეშიც გაგვაბეს, რომლიდანაც გამოსვლა ცოცხალი თავით არ გვინდა.

    თავს ნუ მოიტყუებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და მის მშვიდობიანად დასრულებაში რუსეთის ფაქტორი არ იყო. დასავლეთი მიხვდა, რომ საქართველოს რუსეთი არ ააფეთქებინებდა, ალბათ, რუსული მხარეც ელოდა შესაბამის მკვეთრ ნაბიჯებს და დღესაც ელის. მერწმუნეთ, კარგად ვიცი რუსეთის ხელისუფლების კულუარებში მიმდინარე პროცესები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, დავიწყოთ ქვეყნის გადარჩენა!

    არა ევროკავშირსა და ნატოს! არა სიცრუეში 35-წლიან ცხოვრებას! გამოვფხიზლდეთ! აშშ და რუსეთი მაინც გაიყოფენ გავლენის სფეროებს და მერე არავინ შეგვეკითხება არც ტერიტორიულ მოწყობას და არც ჩვენს ადგილს ახალ მსოფლიოში, სადაც აღარ არსებობს საერთაშორისო სამართალი და მხოლოდ ძალის სამართალი მკვიდრდება.

    _ საქართველოში უამრავი ადამიანი და ორგანიზაციაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე, მაგრამ, სამწუხაროდ, დაქსაქსულები არიან. რა არის ამის მიზეზი და რატომ ვერ ერთიანდებიან თანამოაზრენი?

    _ ურთულესი თემაა. ძალიან მტკივნეული და ხშირად დამაზიანებელი. არც ისე ბევრნი ვართ, ვინც რეალურად ვხედავთ საქართველოს გადარჩენის ერთადერთ სწორ გზას. არ ვიცი, ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის ბრალია. საქართველოში ყველა ვიბრძვით პირველი ადგილისთვის კვარცხლბეკზე, სადაც შეიძლება ვერც ერთი ვერ მოვხვდეთ. ესაა უდიდესი პრობლემა, რომლის დაძლევის გარეშე შეუძლებელია დიდი მიზნის მიღწევა.

    ბოლო 33 წელიწადი ვიყავი და ვრჩები რიგით ჯარისკაცად ამ ბრძოლაში, მზად ვიყავი და ვარ ქვეყნის გადასარჩენი რეალური პოლიტიკის გატარებისთვის. დღეს ომი მიმდინარეობს და ამ ომში დაქსაქსულობა მტრის წიქვილზე ასხამს წყალს. არ ვიცი, როგორ უნდა მოხერხდეს გაერთიანება, მაგრამ, ეს რომ გარდაუვალია, ფაქტია!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here