თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, დასავლეთში არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურთ, _ წერს “სპუტნიკ გრუზია”
“ესენი არიან ნატოს წევრი ქვეყნები, ვგულისხმობ არა მხოლოდ აშშ-ს, აგრეთვე, ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობდა უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმების საბოტაჟს. ეს არ იყო აშშ, ამას უკვე ევროპული სახელმწიფოები აკეთებდნენ!” _ განუცხადა ჩავუშოღლუმ ტელეარხ Haber Global-ს.
ლუკა მაისურაძე