Home ახალი ამბები საქართველო მახე

მახე

რუსული რკინიგზის ბილეთი თუ ამერიკული ლატარიის ბილეთი?!

515

რამდენიმე დღის წინათ, პარლამენტის შენობაში შესულს, “ტვ პირველისჟურნალისტები დამესხნენ თავს. ვინც ამ ტელეარხის მუშაობის სტილს იცნობს, მიხვდება, თუ რატომ გამოვიყენე სიტყვათავდასხმა“.

– კრემლმა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაგავალათ და პარლამენტში ამიტომ მოხვედით? – ტყვიასავით  დამახალეს “გამანადგურებელი” შეკითხვა.

– ჯერ შემიშვით, შეხვედრებს მოვრჩები და ინტერვიუს შემდეგ მოგცემთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, – ვეუბნები, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, მათ იქვე, იმავე წუთს სურთ ჩემგან მოისმინონ, რომ მე პარლამენტში პუტინის დავალების შესასრულებლად  ვარ მოსული, რათა აფხაზეთის რკინიგზაც ისევე გავხსნათ, როგორც რუსეთს სავიზო რეჟიმი მოვახსნევინეთ და შეჩერებული საავიაციო მიმოსვლა აღვადგენინეთ. ჩემგან, რა თქმა უნდა, ეს პასუხი ვერ მიიღეს, მაგრამ პარლამენტის შენობიდან ჩემ გამოსვლას არ დაელოდნენ, ისე გაუშვეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც თავიანთ მაყურებლებსდეტალურადმოუყვნენ,  რა დავალება მივიღე რუსეთის პრეზიდენტისგან, ვისთან გავმართე კონფიდენციალური შეხვედრები საქართველოს პარლამენტში და, რა თქმა უნდა ისიც, რომ, რაკი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნა და საავიაციო მიმოსვლის აღდგენა შევძელით, აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალსაც აუცილებლად გავხსნით.

ამ საკითხის გარშემო  რაკი ასეთი ალიაქოთი ატეხეს, დღევანდელ სტატიას სწორედ ამ საკითხს დავუთმობ…

დავიწყოთ იმით, რატომ აქვს დასავლეთის “მეხუთე კოლონას” ასეთი პანიკური შიში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნის, საავიაციო მიმოსვლის აღდგენისა და აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის მიმათ, რატომ ეწინააღმდეგებიან ასე გააფთრებით ხალხებს შორის კავშირებს, მიმოსვლას, ურთიერთობებს. ამას რუსეთი რომ აკეთებდეს, ვიფიქრებდით, მას ჩვენთვის ტერიტორიების წართმევა სურს და ასე ამიტომ იქცევაო, მაგრამ პირიქით რომ არის –  რუსეთი ხსნის სავიზო რეჟიმს, საავიაციო მიმოსვლას, აყენებს სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხს, დასავლეთი კი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ეს არ დაუშვას, რა ახსნა აქვს ამას?

მახსენდება სოხუმის დაცემის შემდგომი პერიოდი, როდესაც აფხაზეთის უკვე დევნილი  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილმა საჯაროდ განაცხადა: “აფხაზეთის მაგისტრალზე მატარებელი თუ გამოჩნდება, მთელი შემადგენლობა ჰაერში აიწევა”. თამაზ ნადარეიშვილი, დიდი ხანია, გარდაიცვალა, მაგრამ ტერორისტული სულისკვეთებით გაჟღენთილი მისი ეს განცხადება დღემდე გაისმის საქართველოში. ამ პოზიციის გამხმოვანებლები ე.წ. მედასავლეთე პოლიტიკოსები არიან. მათი ლოგიკით, აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. როდესაც ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე საუბრობენ, გეგონება,  ეს პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს და მას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს,  მაგრამ ასეა? არ არის ასე, პირიქით, არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ყველაფერი გაყინული და გაქვავებულია. პროცესის ეს გაყინულობა და გაქვავებულობა საშიში მოვლენაა, რადგან იგი, ტერიტორიული მთლიანობისგან კი არა, ტერიტორიულ მთლიანობაზე ფიქრისგანაც კი გვაშორებს. პროცესის ეს გაყინულობა და გაქვავებულობა რომელიღაც გარეშე ძალის ინტერესებში შედის და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოა, მაგრამ რომელია ეს ძალა?

ზედაპირული დაკვირვებით ისე ჩანს, თითქოს რუსეთის ინტერესებში შედის ამ გაყინულ-გაქვავებული მდგომარეობის შენარჩუნება, მაგრამ ამ აზრის მომხრეთა ერთი შეხედვით ლოგიკური მსჯელობა სინამდვილეში უაღრესად პრიმიტიულია: “რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ამ ტერიტორიებზე განათავსა სამხედრო ბაზები და ახლა ამ ვითარების ბოლომდე შენარჩუნებას ცდილობს”. ვერაფერს იტყვი. აზრი ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ… სწორი არ არის.

მაშ, რომელი მსჯელობაა სწორი?

საქმე ისაა, რომ რუსეთს საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი და დიდი მიზნები აქვს, ვიდრე მისი ცალკეული ტერიტორიების მისაკუთრებაარუსეთს საქართველოს სახით სტრატეგიული პარტნიორი სჭირდება! რუსეთს მის სამხრეთ საზღვრებთან ისეთი სახელმწიფო სჭირდება, რომელიც საიმედო დასაყრდენი იქნება მისთვის. რუსეთს  არ სჭირდება  ცალკეული ტერიტორიების მითვისებით, ოკუპირებით თუ აღიარებით (სულერთია, რომელ ტერმინს გამოვიყენებთ) განაწყენებული საქართველო, რომელიც მუდმივი მტერი იქნება. დღეს კი სწორედ ასეთი რეალობაა შექმნილი. ეს რეალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი საქართველო რუსეთის მტრული ბანაკის მიმართულებით სვლის აბსურდულობას გააცნობიერებს და მის ამ საბედისწერო “არჩევანზე” უარს იტყვის. სიტყვა “არჩევანი” წინწკლებში იმიტომ ჩავსვი, რომ ეს მიმართულება ჩვენი არჩევანი კი არ არის, გარედან თავსმოხვეული ძალადობის შედეგია. ეს მიმართულება დასავლეთის მიერ წარმოებული გლობალური ანტირუსული კამპანიის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს, თავს ახვევენ რა დასავლური სტრუქტურებისკენ (ნატო, ევროკავშირი) სწრაფვას, რუსეთთან დასაპირისპირებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, პირველი დარტყმის მისაღებად ამზადებენ, ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში ჩაიდინეს. ეს მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას არ ეხება. ასეთივე ხვედრი ელის ყველა იმ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას, რომლებსაც ერთმანეთში ერევათ დამოუკიდებლობა და დასავლეთის კლანჭებში მოქცევა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ თვალსაზრისით ორი ისეთი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს, ბრმაც რომ დაინახავს, ყრუც რომ გაიგონებს და სულელიც რომ მიხვდება – ბელარუსი და უკრაინა.  პირველმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აირჩია, მეორემ – რუსეთთან  მტრობა. შესაბამისად, ბელარუსი აყვავებისა და აღმშენებლობის გზას ადგას, უკრაინა ნადგურდება და ინგრევა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბელარუსი ვერც ტერიტორიით, ვერც ადამიანური რესურსით და ვერც აგრარული ან სამრეწველო პოტენციალით უკრაინას ვერ გაუტოლდება. ბელარუსს, უკრაინისგან განსხვავებით, ზღვაზე გასასვლელიც არ აქვს. ეს ორი სახელმწიფო თავიანთი მონაცემებით განსხვავებული წონითი კატეგორიებია უკრაინის სასარგებლოდ, მაგრამ უკრაინის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური ხელისუფლების სხვადასხვა თაობის გაუთვლელმა და წინდაუხედავმა ახირება-აკვიატებამ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისა ეს ქვეყანა მიწასთან გაასწორა, სისხლსა და ცრემლში ჩაახრჩო და მომავალში მის არსებობას იმ ფორმით და იმ საზღვრებში, რა ფორმითაც და რა საზღვრებშიც არსებობდა, დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. ეს არის თვალნათელი ფაქტი, უტყუარი რეალობა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. ბელარუსის ლიდერის გათვლილმა და წინდახედულმა პოლიტიკამ კი ამ შედარებით ნაკლები პოტენციალის მქონე სახელმწიფოს განვითარების დიდი პერსპექტივა გადაუშალა. ესეც თვალნათელი და უტყუარი რეალობაა. სტაბილური, განვითარებული და აყვავებული ბელარუსი რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად არამხოლოდ მაღალგანვითარებულ, არამედ ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. უკრაინამ დასავლეთისკენ სწრაფვით ბირთვული პოტენციალი დაკარგა, ბელარუსმა კი რუსეთთან პარტნიორობით ბირთვული პოტენციალიც შეიძინა და ბირთვული სახელმწიფოს სტატუსიც. განსხვავებას ხედავთ? დასავლეთთან პარტნიორობა პარტნიორობა კი არ არის, საკუთარი ხალხის სხვის საზარბაზნე ხორცად გადაქცევაა, რუსეთთან პარტნიორობა კი სტაბილურობისა და გარეშე საფრთხეებისგან დაცულობის მყარი გარანტიაა.

მიუხედავად უზარმაზარი სურვილისა, დასავლეთი რუსეთთან ღია ომს ვერ ბედავს, ამიტომ მას სჭირდება ის სახელმწიფოები, რომლებსაც თავზეხელაღებული ხელისუფლების მოყვანის შემთხვევაში რუსეთთან უკანასკნელ მოქალაქემდე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკანასკნელ უკრაინელამდე) აომებენ. გესმით, რა საშინელი მიდგომები აქვს დასავლეთს?! იმავე ხვედრს უმზადებდნენ და დღესაც უმზადებენ საქართველოს. ეს დღესავით ნათელია. რომ არა საქართველოს დღევანდელი მთავრობის ურყევი ნება  საკუთარი ხალხის ინტერესების განუხრელი დაცვისა, ჩვენც სისხლისმღვრელ ომში ვიქნებოდით  ჩართული უკანასკნელ ქართველამდე,  ამიტომ არის ლოგიკური ის თვალსაზრისი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის არარსებობა, ამ პროცესის გაყინულობა და გაქვავებულობა სწორედ დასავლეთის ინტერესებში შედის. სწორედ დასავლეთს ურჩევნია, რომ ეს პროცესი ისე გაყინულ-გაქვავებული იყოს, როგორც დღეს არის. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დასავლეთის მიერ ხელოვნურად დამუხრუჭებულ ამ პროცესს იმპულსს მისცემს და დაძრავს, ომლის შემდეგ ცხოვრება დაიწყება, ორმხრივი ურთიერთობები გაჩნდება, დიალოგის აუცილებლობა დადგება და ურთიერთხელსაყრელი პირობების  ჩამოყალიბებამდე და გადაწყვეტილებების მიღებამდე მისვლის რეალური შანსი მოგვეცემა.  აი, რას გაურბის და რას ემალება დასავლეთი!

აწ განსვენებულ თამაზ ნადარეიშვილის იმ ტერორისტულ ნათქვამს, მაღლა რომ ვახსენე, სხვა ავტორი ჰყავდა ისევე, როგორც რუსეთში საავიაციო მიმოსვლის აღდგენის ან აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის წინააღმდეგ ე.წ. ოპოზიციის (დასავლეთის “მეხუთე კოლონის”) წარმომადგენელთა გაუთავებელ წიოკს. ეს კოლექტიური დასავლეთია. აფხაზებთან და ოსებთან ომები სწორედ დასავლეთის მიერ იყო ინსპირირებული, რადგან ის შედეგი, რომელიც ამ ომებით დადგა, დასავლეთის ინტერესებში შედიოდა. ამ ოპერაციებით დასავლეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსებს მიუგდო, რითაც საქართველოსა და რუსეთს შორის მუდმივი მტრობა ჩამოაგდო და პარტნიორობის ყოველგვარი პერსპექტივა მოსპო. აირას იცავს დასავლეთი, როდესაც იგი სახელმწიფოებს შორის უვიზი რეჟიმისა და თავისუფალი მიმოსვლის წინააღმდეგ გამოდის. დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები კი ისეთივე რუპორები არიან დასავლეთისა, როგორიც თამაზ ნადარეიშვილი და ბევრი მისი თანამოაზრე იყვნენ, ამიტომ არის, რომ, საკითხს მასშტაბურად თუ შევხედავთ, იმ პრიმიტიულ ლოგიკას, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია” ჰქვია, უპირისპირდება დიალექტიკური ლოგიკა, რომელსაც “დასავლეთის ვერაგულმა პოლიტიკამ დაგვღუპა” ჰქვია. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი პრიმიტიულ ლოგიკას უფრო სწვდება, ვიდრე დიალექტიკურ ლოგიკას, რომელიც, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია. ჩვენ შეგვიტყუეს პრიმიტივიზმის მახეში, საიდანაც გამოსვლა ძნელია, ვინაიდან, რაც უფრო მარტივია ხაფანგში გაბმა, მით უფრო ძნელია მისგან თავის დაღწევა.

ნუ შეგაშინებთ საავიაციო მიმოსვლა, ნუ შეგაშინებთ რკინიგზა და მატარებლები, რადგან, როგორც ფრანგი მწერალი და დიპლომატი პოლ მორანი ამბობდა, “რკინიგზის (მატარებლის) ბილეთი უფრო მეტ იმედს გვისახავს, ვიდრე ლატარიის ბილეთი“. ამ ჭკვიანი კაცის მიერ ნათქვამ ლატარიის ბილეთში შეგვიძლია დასავლური იმედები ვიგულისხმოთ, რომლებსაც ყოველთვის დიდი რაოდენობით გვირიგებდნენ, მაგრამ მათ შორის მომგებიანი არც ერთი არ ყოფილა.

ვალერი კვარაცხელია                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here