Home ახალი ამბები საქართველო მამუკა მდინარაძე: ქალბატონ ჯინ შაჰინს თვეების განმავლობაში სიტყვა არ უთქვამს საქართველოზე, არც...

მამუკა მდინარაძე: ქალბატონ ჯინ შაჰინს თვეების განმავლობაში სიტყვა არ უთქვამს საქართველოზე, არც ცუდი, არც კარგი და ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროპის გაფართოების კომისარმა ძალიან პოზიტიური განცხადებები გააკეთა

70

ქალბატონ ჯინ შაჰინს თვეების განმავლობაში სიტყვა არ უთქვამს საქართველოზე არც ცუდი და არც კარგი და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროპის გაფართოების კომისარმა გააკეთა ძალიან პოზიტიური განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გუშინ გააკეთა საქართველოსთვის პოზიტიური განცხადებები და გზავნილები და სამწუხაროდ, დღეს ამას მყისიერი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და დღეს კი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის მხრიდან, რეალობას აცდენილია, რაც სამწუხაროა.

მდინარაძის განმარტებით, ჯინ შაჰინს თვეების განმავლობაში სიტყვა არ უთქვამს და მხოლოდ

„ეს შეფასება ქალბატონი შაჰინის მხრიდან, ჩემი აზრით, არის პირდაპირ რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ. ევროკომისრის მხრიდან საქართველოს მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები. ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები და ამას სამწუხაროდ დღეს მოჰყვა მცდელობა ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანონ ჩვენი ქვეყანა. თქვენ რომელს ეთანხმებით? პოზიტიურს თუ ნეგატიურს? მე გეტყვით თქვენ ეთანხმებით ნეგატიურს. ასე გაწყობთ და იმიტომ. თქვენი გაპიარებული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ნეგატიურ განწყობას აფიქსირებდნენ იმის მიმართ, რაც საქართველოსთვის კარგია“, – მიმართა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here