Home ახალი ამბები საქართველო მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, იმაზე შავი იუმორი და შავი ანეკდოტი არსებობდეს, ვიდრე...

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, იმაზე შავი იუმორი და შავი ანეკდოტი არსებობდეს, ვიდრე ის, რომ ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რაღაცას „აკეთებს“

62

„ეს ძალიან ბოროტი იუმორია, მაგრამ რას ვიზამთ“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ადეიშვილის ევროპის საბჭოში ყოფნის შესახებ დასმულ კითხვას.

მამუკა მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლება ჯალათს მიიჩნევს ადამიანის უფლებების დამცველად.

„ყველამ იცით, შავი იუმორი რასაც ნიშნავს. არ შეიძლება, იმაზე შავი იუმორი და შავი ანეკდოტი არსებობდეს, ვიდრე ის, რომ ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რაღაცას „აკეთებს“. ამაზე არავის გაეცინება, რადგან სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ, არა მხოლოდ ბრალდებითა და განაჩენებით, არამედ ქმედებით, საზოგადოებრივი აზრით, მტკიცებულებებით, ერთ ქვეყანაში ჯალათი მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს „იცავს“. ეს ძალიან ბოროტი იუმორია, მაგრამ რას ვიზამთ. დღეს ჩვენ ამაზე კამათს და დამატებით განცხადებების კეთებას არ ვაპირებთ. ახლა უკრაინელი ხალხი ოკუპანტის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის იბრძვის და საქმის გარჩევა იმაზე, რომ ჯალათი ადამიანის უფლებებს „იცავს“ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ამის გარჩევას დღეს აზრი არ აქვს, თუმცა, ხვალ და ზეგ, ალბათ, ჩვენ ამაზე საუბრები გვექნება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here