ნატომ სრულიად დაკარგა კოორდინაცია ალიანსის შიგნით, მიმდინარეობს ორგანიზაციის “ტვინის სიკვდილი”, _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
“ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, არის ნატოს ტვინის სიკვდილი. ჩვენ არ გვაქვს კოორდინაცია სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის.
ჩვენი ინტერესების სფეროში ვხედავთ შეუთანხმებელ აგრესიულ მოქმედებებს ნატოს კიდევ ერთი წევრის _ თურქეთის _ მხრიდან”.
მაკრონმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, როგორც დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ძალაზე, სხვაგვარად ის ვერ გააკონტროლებს თავის ბედს.
გფრ-ის კანცლერი ანგელა მერკელი არ დაეთანხმა მაკრონს.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა შემდეგი: საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები იწყებენ იმის აღქმას, რომ ვაშინგტონს სურს, მათი არა დაცვა, არამედ გამოყენება ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებისთვის.