Home ახალი ამბები საქართველო ლევან ადეიშვილი: პუტინმა თავის გამოსვლაში, უკრაინასთან კი არა, დასავლეთთან კონფლიქტზე ისაუბრა და...

ლევან ადეიშვილი: პუტინმა თავის გამოსვლაში, უკრაინასთან კი არა, დასავლეთთან კონფლიქტზე ისაუბრა და ეს ასეცაა. უკრაინელები ამ კონფლიქტში, როგორც საზარბაზნე ხორცი, ისე მონაწილეობენ, უკრაინა საომარი ტერიტორიაა

“უიმედოდ დაავადებული ამერიკანისტის გარდა, ყველასთვის ნათელია, ვინ ააფეთქა “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენი, ვის ხელში გადავიდა ცალკე ნორვეგიის მილსადენით ბუნებრივი აირის ბერკეტი და ვინ ისარგებლებს თხევადი გაზის მიყიდვით ევროპისთვის _ ესაა აშშ”

334

ამა წლის 30 სექტემბერს მსოფლიოს ყურადღება მოსკოვისკენ იყო მიპყრობილი _ კრემლში გაიმართა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთში გაერთიანების ცერემონია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა მიმართული იყო .. კოლექტიური დასავლეთისკენ, მას თითქმის არ უხსენებია უკრაინა. ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა საქართველოში თითქმის ყველა ექსპერტმა შეაფასა, როგორც საშიში

რატომ მიმართა ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ აშშსა და დასავლეთს; რატომ შეფასდა მისი გამოსვლა, როგორც საშიში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტოლოგი ლევან ადეიშვილი გვესაუბრება.

_ 30 სექტემბერს პუტინმა თავის გამოსვლაში, უკრაინასთან კი არა, დასავლეთთან კონფლიქტზე ისაუბრა და ეს ასეცაა. ამ კონფლიქტში უკრაინელები, როგორც საშუალება, როგორც საზარბაზნე ხორცი, ისე მონაწილეობენ, უკრაინა საომარი ტერიტორიაა, იქ უნდა გადაწყდეს აშშ-ის, როგორც ერთპიროვნული ჟანდარმის, და მსოფლიოს ერთპოლუსიანობის ბედი.

აშშ-ის იმპერია ცდილობს, წინ აღუდგეს სსრკ-ის ნანგრევებზე იმპერიის აღდგენას რუსეთის სახით _ ვინც ფლობს უკრაინას, ფლობს ევრაზიას და შეუძლია, მსოფლიო ბატონობაზე თუ არა, მეორე პოლუსობაზე განაცხადოს პრეტენზია; მით უმეტეს მაშინ, როდესაც უზომოდ გაძლიერებული ჩინეთი საქმეს არა რუსეთს, არამედ აშშ-ს ურთულებს.

ასე რომ, პუტინი რეალურ ვითარებაზე ლაპარაკობდა, როდესაც, უკრაინას კი არა, დასავლეთს და აშშ-ს ახსენებდა…

_ სპეციალისტთა აზრით, განგებ დააზიანეს ,,ჩრდილოეთის ნაკადისმილსადენები, რომლებითაც ევროპა ბუნებრივი აირით მარაგდებოდა. ვის აძლევდა ხელს მილსადენის დაზიანება _ რუსეთს თუ სხვა სახელმწიფოს?

_ რა არგუმენტია რუსეთის წინააღმდეგ, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მან ააფეთქა ეს მილსადენი და ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა ევროპა?

“ჩრდილოეთის ნაკადის” დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით გადაკეტვის შემთხვევაში რუსეთს მოუწევდა ჯარიმის გადახდა, მაგრამ არც ფორსმაჟორი არ ათავისუფლებს მას ჯარიმისაგან. რუსეთს ევროპაზე ზემოქმედება ისედაც შეეძლო; შეეძლო სხვა მიზეზების მოძებნა, როგორიც იყო, მაგალითად, ტურბინის გაუმართაობა… რაც შეეხება ჯარიმას, ამდენი სანქციების პირობებში ჯარიმით დაშინება, უბრალოდ, სასაცილოა. რაც მთავარია, როდის უფრო რაციონალურია ბუნებრივი აირით შანტაჟი: როცა დასაშანტაჟებელმა იცის, რომ დათმობის შემთხვევაში ეგრევე გაუღებენ ონკანს თუ როცა მილსადენის აღდგენას ავარიის მიზეზის გამო თვეები სჭირდება?

გარდა ამისა, ყველა არგუმენტი ბათილდება იმ ფონზე, რაც ომამდე ილაპარაკა ბაიდენმა, უბრალოდ, არ იარსებებს ეს “ჩრდილოეთის ნაკადიო”… ამასთანავე, რატომღაც “ავიწყდებათ” 1983 წელს აშშ-ის ცსს-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს) მიერ ნიკარაგუასთან ნავთობსადენის აფეთქება.

უიმედოდ დაავადებული ამერიკანისტის გარდა, ყველასთვის ნათელია, ვინ ააფეთქაჩრდილოეთის ნაკადისმილსადენი, ვის ხელში გადავიდა ცალკე ნორვეგიის მილსადენით ბუნებრივი აირის ბერკეტი და ვინ ისარგებლებს თხევადი გაზის მიყიდვით ევროპისთვის _ ესაა აშშ.

_ რუსეთის პრეზიდენტი 30 სექტემბერს სიტყვით გამოსვლაში შეუვალი იყო

_ პუტინი თავის გამოსვაში მართლაც შეუვალი იყო. ეს გახლდათ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან დასავლეთისა და ამერიკის გამოწვევა, დემონსტაციულად ხელთათმნის გადაგდება. სხვა გამოსავალი უკვე არც დაუტოვა რუსეთს დასავლეთმა აშშ-ის თამადობით, როცა ჯერ უარი უთხრა თუნდაც ისეთივე მოთხოვნაზე, როგორიც აშშ-ს ჰქონდა კარიბის კრიზისისას.

დიდ ბირთვულ სახელმწიფოებს აქვთ უსაფრთხოების თავიანთი კონცეფცია, რომლებშიც არ შედის საზღვრის გასწვრივ მეტოქე ძალის ბაზების და, მით უმეტეს, ბირთვულქობინიანი რაკეტების განლაგების დაშვება. თავის დროზე ბირთვული ომის საფრთხის გამო უკან დაიხია ბნელმა ნიკიტა ხრუშჩოვმა და აღარ განალაგა რაკეტები კუბაზე. აი, დემოკრატიულმა და მსოფლიო უსაფრთხოებაზე ,,მზრუნველმაერთადერთმა პოლუსმა აშშმა უკრაინისთვის ნატოში მიღების დაპირებითა და პერსპექტივაში უკრაინარუსეთის საზღვართან ბირთვული რაკეტების განლაგებით გარდაუვალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა რუსეთი და უარი უთხრა მას მოთხოვნაზე _ არ განელაგებინათ მის საზღვართან რაკეტები. ამ ფონზე ხრუშჩოვთან შედარებით ფრიად მავნებლად გამოიყურება ბაიდენი.

უკრაინის ნატოში გაწევრება არც მაშინ იყო მტკიცედ გადაწყვეტილი, სანამ  კონფლიქტი დაიწყებოდა. ამერიკელებმა, როგორც იტყვიან, კბილი მოუსინჯეს, თუ რუსეთი გადაყლაპავდა, დაიხევდა უკან დასავლეთის “ძლიერების” გამო და დათმობდა, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, ძალიან კარგი; თუ არა, დაიწყებოდა კონფლიქტი უკრაინაში. მათ გათვლილი ჰქონდათ ყველაფერი _ მოამარაგებდნენ უკრაინას იარაღით და კონფლიქტიც გაჭიანურდებოდა, რომელსაც, ამერიკელთა გათვლებით, რუსეთი ვერ გაუძლებდა დაწესებული სანქციების გამო.

ნატოში უკრაინის მიღების თემა დღეს უკვე ჩაკარგულია, რადგან გეგმა რუსეთის დაშლაა იმ შემთხვევაში, თუ ომს წააგებს. უკრაინის ნატოში მიღება არც დასავლეთისთვისაა მნიშვნელოვანი თემა. ომის დასრულებამდე ამაზე არავინ საუბრობს, არაა აქტუალური, ყველაფერი ომის ბედზეა დამოკიდებული.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა ვერ იმუშვა და რიკოშეტით თვითონ ევროპა დააზარალა, ომით რუსეთმა ჯერჯერობით 4 ოლქი მიიერთა. დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც გამალებით აწვდის შეიარაღებას უკრაინას, რუსეთი სრული შემადგენლობით არ იბრძვის, არც ცოცხალი ძალით და არც სამხედრო ტექნიკით.

რუსეთისთვის, ბირთვული გიგანტისთვის, ეს ომი სამკვდრო-სასიცოცხლოა.

დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას იმ იმედით, რომ ხანგრძლივ ომს ვერ გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა და დასუსტებული ადვილი დასაყოლიებელი იქნება. ვფიქრობ, ეს ომი რუსეთის მხრიდან ყველა ძალის ჩართვით დამთავრდება ან ტაქტიკური მუხტის გასროლით.

_ ქართველი .. ექსპერტები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეც არ არის კარგად. რა გვაქვს სასწრაფოდ გასაკეთებელი, კარგად რომ ვიყოთ?

_ ქართველი ექსპერტების უდიდეს უმრავლესობაზე, ერთი-ორის გამოკლებით, ძალიან ცუდი აზრის ვარ… საქართველოს ხელისუფლებას უკავია საუკეთესო პოზიცია _ არ ებმება ომში და არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, როგორც რომელიმე მხარის მხარდამჭერი.

რა უკეთესია საქართველოსთვის? პარალელს გავავლებ _ გასულ საუკუნეში დასავლეთმა არჩევანი ბოლშევიზმსა და ფაშიზმს შორის ბოლშევიზმზე გააკეთა. დამარცხდა ფაშიზმი. ეს იყო რაციონალური გადაწყვეტილება და მართლაც, ყოვლად საშიში და ბოლომდე გაუთვლელი მომავლის მაგივრად, რომელიც დადგებოდა ფაშიზმის გამარჯვებით, მივიღეთ მეტ-ნაკლები სტაბილურობა.

დღეს ფაშიზმი რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში კი არ არის, როგორც იმხანად გერმანიასა და იტალიაში იყო, არამედ მსოფლიოშია და სწორედ ესაა საშიში, რადგან თავისი თავის წინააღმდეგ არ წავლენ, ვერ წავლენ…

აშშის გამარჯვება ნიშნავს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ერთპოლუსიანობას, გლობალისტთა გეგმების ამოქმედებას და ნეოლიბერალური ფაშიზმის ჩართვასოქროს მილიარდისახალი წესრიგის დასამყარებლად, რომელიც საშინელ შედეგებს მოუტანს მსოფლიოს. რუსეთის გამარჯვება ვერ აქცევს ამ სახელმწიფოს ერთპიროვნულ ლიდერად და ის ვერ შეძლებსცუდის ჩადენას”.

შეიქმნება ახალი ორი პოლუსი _ რუსეთი და ჩინეთი, მაგრამ აშშ მაინც დარჩება მთავარ პოლუსად. ეს მოცემულობა აიძულებთ, შემუშავდეს ახალი წესები და დამყარდება ისევ მეტ-ნაკლები სტაბილურობა. კაცობრიობას მიეცემა შანსი და ეგებ ავიდეს აზროვნების უფრო მაღალ საფეხურზე, სადაც ომები და ძალა არ იქნება გადამწყვეტი არგუმენტი.

გლობალისტურ სამყაროში პატარა ერების ადგილი არ იქნება, ეს უნდა შევიგნოთ და რუსეთისადმი სიძულვილით არ მივიღოთ არარაციონალური გადაწყვეტილებები.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here