განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის სექტორში, აღინიშნა თურქეთში გაზის რეგიონალური ჰაბის შექმნის პრიორიტეტული მნიშვნელობა და ატომურ ელექტროსადგურ “Akkuyu“-ს მშენებლობა;
საუბარი შეეხო უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებას. რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დასავლეთის სახელმწიფოების დესტრუქციულ როლზე, კიევის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით მომარაგებაზე, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაზე;
ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა შუამავლობისთვის კონფლიქტის მოგვარებაში, პუტინმა დაადასტურა რუსეთის ღიაობა დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევი შეასრულებს მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიებს;
რუსეთის ფედერაციამ ხაზი გაუსვა მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში კეთილსინდისიერი ინტეგრირებული მიდგომისა და ყველა ბარიერის მოხსნის აუცილებლობას რუსული ექსპორტისთვის;
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში კონტაქტების განვითარება ხელს შეუწყობს სირიაში სიტუაციის გაუმჯობესებას, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ლტოლვილთა პრობლემის მოგვარებას და საერთაშორისო ტერორისტულ სტრუქტურებთან ბრძოლას.