უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა ხერსონში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 200-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, – განაცხადა ხერსონის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის დამოუკიდებელმა მრჩეველმა ალექსანდრე მალკევიჩმა.
მალკევიჩის თქმით, სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ხერსონში უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 100 ადამიანი მოკლეს, ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად აკავებენ, უკვე 200 ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული, – იუწყება TASS.
ადრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხერსონში ნავების მფლობელის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ევაკუაციის დროს მოსახლეობას ეხმარებოდა ნავებით დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ხერსონსა და მის შემოგარენში უკრაინული ჯარების კონცენტრაციის ადგილს უტევდნენ, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ განხორციელებულა.
საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გამომძიებლები შეამოწმებენ მონაცემებს ხერსონში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ, რომლებსაც წმენდის დროს უკრაინელი სადამსჯელო რაზმები ახორციელებენ.
იმავდროულად, უკრაინაში გადაწყვიტეს ხერსონის მაცხოვრებლების “ნებაყოფლობით” ევაკუაცია.