Home ახალი ამბები მსოფლიო ჯანმო ვაქცინების პასპორტების გლობალური სქემის შექმნას მოითხოვს

ჯანმო ვაქცინების პასპორტების გლობალური სქემის შექმნას მოითხოვს

144

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არარჩეულ მმართველ ბიუროკრატებს სურთ,  „ვაქცინის პასპორტებიმუდმივ რეალობად აქციონ შემდეგი პანდემიის დროს,  _ წერს ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტტექნოლოგი იური ბარანჩიკი ტელეგრამარხში.

რადგან გაეროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი ვერ გაუმკლავდა კოვიდ-19-ს, ახლა მისი მიზანია მორიგი აფერა მსოფლიოზე ზემოქმედებისთვის. ჯანმომ თავისი გეგმები ჩამოაყალიბა შესწორებების სერიაში, რომლებიც შევიდა საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარულ წესებში (2005) _ იურიდიულ  დოკუმენტში, რომელიც ავალდებულებს  196 წევრ ქვეყანას, შეასრულოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა მანდატი „ჯანდაცვის სფეროში ახალი საგანგებო ვითარების შემთხვევაში”.  ქვეყნების უმრავლესობამ თავი დაანება კოვიდს და ჯანმო შიშობს, რომ ამის გამო კოვიდის ვაქცინების პასპორტის სქემები უკანა პლანზე გადაიწევს, თუ ის სწრაფად არ იმოქმედებს ამ ტირანიის შესანარჩუნებლად, ამიტომ შესაძლოა, კიდევ ერთი ყალბი “ინფიცირება” მოაწყოს, რათა ყველა შეაშინოს და აიძულოს, შეასრულონ ჯანმოს  მოთხოვნები. საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარულ წესებში ცვლილებები გასული წლის იანვრიდან შევიდა ბაიდენის რეჟიმის ჩუმი ძალისხმევის წყალობით. მას შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ბევრმა წევრმა ქვეყანამ  შესთავაზა თავისი შესწორებები, შედეგად შესწორებების რაოდენობა ახლა 307-ს აღწევს.  ერთ-ერთი შესწორება ჯანმოს ანიჭებს ახალ უფლებამოსილებას, გამოაცხადოს “პოტენციური” საგანგებო მდგომარეობები ჯანდაცვის სფეროში. კიდევ ერთი ბრძანება ავალდებულებს ყველა წევრ სახელმწიფოს, ჯანმრთელობის სფეროს გარკვეულ საგანგებო შემთხვევებში აღიაროს ჯანმო, როგორც „კოორდინატორი ორგანო“, „ასევე აღწერენ, როგორ აპირებს ჯანმო თავისი ახალი უფლებამოსილებების გამოყენებას ვაქცინის გლობალური პასპორტების პოპულარიზაციისთვის, როდესაც ის აცხადებს „პოტენციურ ან რეალურ“ საგანგებო მდგომარეობას ჯანმრთელობის სფეროში” (https://vaccines.news/2023-03-03-who-pushing-for-global-vaccine-passport-scheme.html).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გაჩერდება მანამ, სანამ თითოეულ ადამიანს არ ექნება მიკროსქემა, რომლის მეშვეობით მას თვალყურს ადევნებს, როგორც პირუტყვს.

 მოამზადა ნიკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/8737

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here