Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ქადაგიშვილი – არასწორი მიდგომაა, როცა პრეზიდენტი პრემიერს ამა თუ იმ ქცევაზე...

ირაკლი ქადაგიშვილი – არასწორი მიდგომაა, როცა პრეზიდენტი პრემიერს ამა თუ იმ ქცევაზე მიუთითებს, მხოლოდ პრემიერის გადასაწყვეტია, რა პოზიციონირება ექნება

48

არასწორი მიდგომაა, როცა პრეზიდენტი პრემიერს ამა თუ იმ ქცევაზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, პრემიერს ამა თუ იმ საკითხზე რა პოზიციონირება ექნება.

„პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, პრემიერ-მინისტრი ამა თუ იმ საკითხზე რა პოზიციონირებას მოახდენს. ეს არის მხოლოდ პრემიერის გადასაწყვეტი. სწორედ იმაშია არასწორი მიდგომა, როცა პრეზიდენტი პრემიერს მიუთითებს ამა თუ იმ ქცევაზე, რაც აბსოლუტურად არასწორია. ვერც ერთ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას ვერ დამისახელებთ, რომ ამ ფუნქციების მატარებელი პრეზიდენტი ამ ყველაფრის შეფასებაში შედის. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე პარლამენტში ინტენსიურად ვმუშაობთ, ამ დროს ოპოზიცია დაკავებულია განცხადებებით, რომ შემოდგომაზე არეულობას მოაწყობენ, პარლამენტში პაკეტებს შემოაგდებენ. ეს არ არის მუშაობა, ეს არის ძველი სიმღერის გადამღერება რევოლუციერ თემაზე. თუ პრეზიდენტი დააკვირდებოდა იმას, როგორ მუშაობდა პარლამენტი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ზაფხულში, მაშინ დაინახავდა, რა არის საგნობრივი მუშაობა. ანუ, მუშაობის ევროპული სტილი და არა სამიტინგო განცხადებები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here