Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად...

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა, მაგრამ ეს არ კეთდება, რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა

62

ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ: ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ, არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან 2 თემაზე: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა. ასევე, პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე კითხვა, ერთია, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ ეს საკითხები როგორც კი საჯარო ხდება, ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here