Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე: როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა, თუ როგორ უნდა...

ირაკლი კობახიძე: როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ

96

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში პიტერ აკერმანის ვიზიტს, ბაკურიანის შეკრებასა და ბოლო დროს გამართულ აქციებზე განვითარებულ მოვლენებს შორის კავშირზე ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ვერავითარი ტრენინგი ვერ გამოიწვევს რევოლუციის წარმატებით მოწყობას.

„ბაკურიანში ჩამოსული იყო რევოლუციების ცნობილი ექსპერტი, ბატონი აკერმანი და ისინი [რადიკალური ოპოზიცია] დაატრენინგა, თუმცა, ისინი ერთ რამეს უშვებენ მხედველობიდან – რომ ამ ყველაფერს სჭირდება ერთი რამ, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ზურგს ხალხის მხარდაჭერა არ გიმაგრებს, ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის – როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი ზურგს არ გიმაგრებს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამას მხედველობიდან უშვებენ და, აქედან გამომდინარე, თავად იყენებენ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც გუშინ ჩაიყენეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here