ინგლისის ეკლესიის გენერალურმა სინოდმა ერთი და იგივე სქესის პირების წყვილთა კურთხევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ანგლიკანური ეკლესიის პრესრელიზზე დაყრდნობით “რია ნოვოსტი” იუწყება, _ წერს M24.ru.
დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ჰომოსექსუალ წყვილებს შეუძლიათ ეკლესიაში მისვლა მადლიერების გამოსახატავად, ღმერთთან ურთიერთობისა და ღვთის კურთხევის მისაღებად. ჰომოსექსუალ წყვილთა კურთხევის შესახებ გადაწყვეტილებას სინოდის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ინგლისის ეკლესია მალე დაიწყებს მუშაობას პასტორებისთვის ახალი სახელმძღვანელოსა და ლოცვების შექმნაზე.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ