Home ახალი ამბები საქართველო იმიტომ!

იმიტომ!

357
-იმიტომ ,- ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, შეკითხვას, - რატომ არ მოსწონს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის სათაური

კანონი გინდა მიიღე, გინდა, ნუ მიიღებ, საგიჟეთში არაფერი იცვლება, საგიჟეთი საგიჟეთად რჩება. ცხოვრებაზე დაკვირვებული და გაკვირვებული აინშტაინი მხრებს იჩეჩდა და ასე ამბობდა: „შეკითხვა, რომელსაც ჩიხში შევყავარ: მე ვარ გიჟი თუ  ჩემ ირგვლივ ყველა გაგიჟდა?!”

სიგიჟე კაცობრიობის თანამგზავრი მოვლენაა, თუმცა სიგიჟესაც გააჩნია. ყველაზე გენიალური შემოქმედება ზოგჯერ სიგიჟესთანაა გაიგივებული და ხელოვანისთვის ეს ზოგჯერ უმაღლესი შეფასებაა, თუმცა ეს მაინც არ არის ის, რასაც ნამდვილი სიგიჟე ჰქვია. ეს შელამაზებული, გაკეთილშობილებული და, თუ შეიძლება ასე ითქვას, განებივრებული სიგიჟეა, რომელსაც თაყვანს ვცემთ, ვეფერებით, ველოლიავებით… „რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოვედ წვიმადა?!” (ვაჟა); სიკვდილის გზა არა არის ვარდისფერ გზის გარდა!” (გალაკტიონი); „გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული, მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო გადახრით შუქმიბინდული!” (ტატო). მთლად ნორმალური ადამიანები ვერ მეტყველებენ ასე და ვერ შედიან ამგვარ ხილვებში. ჩვეულებრივისგან განსხვავებული უნდა იყოს ადამიანი, რომ წვიმად მოსვლა ესურვილებოდეს, სიკვდილის გზა ვარდისფრად ესახებოდეს და ოქროსფერი მთვარე ლოცვისგან დაღლილ უმანკო სულს ახსენებდეს. არა, არ არიან ისინი ჩვეულებრივი ადამიანები. ისინი განსხვავდებიან ნორმალური უმრავლესობისგან. რას ნიშნავს განსხვავება ნორმალურისგან? – სიგიჟეს, რა თქმა უნდა! ვინც ნორმალური არ არის, ის სხვა ვერავინ იქნება, თუ არა გიჟი, ანუ არანორმალური, ვინაიდან ნორმალურის დიალექტიკური საპირისპირო მხოლოდ გიჟია. აქ იწყება გაუგებრობა. დიდი ხელოვანის სიგიჟე შემოქმედებითი მწვერვალის მიღწევის გამო ნორმალურობის საზომებიდან გასვლას ნიშნავს, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ჩვეულებრივ სიგიჟესთან, შეურაცხადობასთან, გონების დაბინდვასთან, რომელთა უკიდურესი ფორმების გამოვლენას, ოცდაათი წელიწადია, უყურებს ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგიჟებულა.

ყველა გიჟს მისი ლოგიკა აქვს!” –  ამას შექსპირი ამბობს. ვერ შეედავები, ნამდვილად ასეა. ასეთ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ, ადამიანი როდესაც აზროვნებს, მსჯელობს, კამათობს, აზრი უნდა იყოს მისი და არა ლოგიკა. აზრი კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, ლოგიკა კი საერთოა. აზროვნება ადამიანის ნიჭი, შესაძლებლობა და თვისებაა, ლოგიკა კი აზროვნების წესია. ადამიანი, რასაც უნდა ამტკიცებდეს, სანამ ლოგიკის კანონებს ემორჩილება, აზროვნებს, მაგრამ, როდესაც იგი საერთო ლოგიკას, ანუ აზროვნების წესს ზურგს აქცევს და საკუთარილოგიკითიწყებსაზროვნებას“, სიგიჟეც იქ იწყება; არა შემოქმედებითი, არამედ ნამდვილი სიგიჟე (აზროვნების მოშლა და რეალობის დაკარგვა), რომელიც ყველაზე დიდია იმ საშინელებათა შორის, რომლებიც ადამიანს შეიძლება დაემართოს.

ახლა რა პროცესებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარეობს, ნამდვილი სიგიჟე, ანუ აზროვნების მოშლა და რეალობის დაკარგვაა. მაგალითად: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის მიერ დასმულ შეკითხვას, – რატომ? ასე პასუხობს:იმიტომ! ეს ერთი სიტყვა ყველაზე მეტად მიესადაგება და ასახავს დასავლეთისმეხუთე კოლონისზნეობისა და ცნობიერების სავალალო მდგომარეობას. ვერც ერთი სხვა სიტყვა ვერ შეძლებდა, ასე ზუსტად, ასე ზედმიწევნით დაეხასიათებინა და ეჩვენებინა სიგიჟის ის დონე, რომელმაც მათ დარია ხელი. არსებობს ლოგიკური შეკითხვა: რატომ? და არსებობს ამ შეკითხვაზე გაცემული ყოვლად აბსურდული (ლოგიკურსა და ცნობიერს დაპირისპირებული) პასუხი:  იმიტომ!  რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ რითმის ასოციაციას იწვევს, აზრის შემცველი  არ არის. თანაც აქ მხოლოდ რითმაში არ არის საქმე. ცინიზმია მთავარი. ეს პასუხი  ნიშნავს იმას, რომ მოპაექრე კამათზე დემონსტრაციულ უარს ამბობს. დასმულ შეკითხვას პასუხს არ სცემს, რადგან დარწმუნებულია, რომ პოლემიკაში ჩართვის გარეშეც გაიმარჯვებს. მას, საკუთარი თავის იმედი კი არა, სხვისი იმედი აქვს; სიმართლის იმედი კი არ აქვს, ძალადობის იმედი აქვს; ლოგიკის იმედი კი არ აქვს, გავლენის იმედი აქვს. მე არ მაქვს პასუხი შეკითხვებზე, მაგრამ მაინც გავიმარჯვებ, რადგან უზნეო და უპატიოსნო ვარ, თავხედი და მოძალადე ვარ, ჩემ უკან კი ის ძალები დგანან, რომლებიც ჩემი ამ თავხედობის გამარჯვებას უზრუნველყოფენ! აი, რა არის ჩაქსოვილი და როგორი შინაარსის მატარებელია ეს პასუხი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, არც არის პასუხი, მხოლოდ გამოჯავრებაა, მხოლოდ ნიშნის მოგება და უზრდელობაა.

საიდან მოდის ეს ყველაფერი? ნუ იფიქრებთ, რომ ეს ქართული მოვლენაა. კი, უზრდელობა და თავხედობა ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს პოლიტიკური იმიტომ მაინც გარედან (დასავლეთიდან) არის შემოტანილი. ეს, ერთი შეხედვით, ქართული იმიტომ” წამსვე ფრანგულ თავხედობად იქცევა, როდესაც ვიგებთ, რომ საფრანგეთშიც მიიღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი”, რაც, სხვათა შორის, პრეზიდენტის პარტიის ინიციატივა იყო, მაგრამ საფრანგეთში ამ კანონის მიღების შემდეგაც ბატონი მაკრონი საქართველოში ანალოგიური (თანაც გაცილებით რბილი) კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს. ამას მხოლოდ ორმაგი სტანდარტი არ ჰქვია, ამას ორმაგი უზნეობა და ორმაგი ვირიშვილობა ჰქვია. ანალოგიურ პასუხს იმსახურებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელმაც ემანუელ მაკრონზე უარესი იკადრა: „ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთი განვითარების გამო, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან”. რატომ, კამალა, რატომ? (არ მიპასუხო ახლა: იმიტომ!) ამერიკაში ხომ გაქვთ ეს კანონი?! იგი თუ ისე ცუდია, როგორც თქვენ ხატავთ, იქ რატომ არ აყენებ საკითხს მისი გაუქმების შესახებ, ან მაკრონს რატომ არ მისწერე საყვედურით სავსე წერილი?! ის, რაც თქვენთან და საფრანგეთში (მრავალ სხვა ქვეყანაში) დემოკრატიულია, საქართველოში რატომ არის საშიში, დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი და მიუღებელი მოვლენა?! იმიტომ?

ერთი სიტყვით, ეს იმიტომ და ეს საზოგადო სიგიჟე დასავლეთიდან შემოვიდა. დასავლეთში აცხადებენ: „ჩვენ უკრაინას შორი მანძილის საარტილერიო სისტემებს მივაწვდით, მაგრამ დაბომბავენ თუ არა ისინი რუსეთის ტერიტორიას, ეს მათ ჩვენგან დამოუკიდებლად გადაწყვიტონ”. განა ეს სიგიჟე არ არის?! პრეზიდენტ პუტინის პასუხი ასეთი იყო: სანამ რუსეთის ქალაქების დაბომბვას დაიწყებენ, გაიხსენონ, რომ ევროპაში მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოებია!” მიხვდით ხომ, რასაც ნიშნავს ეს ნათქვამი?! მსოფლიოში საშინელი სიტუაციაა შექმნილი. დასავლეთმა შორს შეტოპა. ისე შორს, რომ უკან ნაპირი აღარ ჩანს! ეს საშიში მოვლენაა. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს: ევროპისთვის ყველაზე დიდი საშიშროება ევროკავშირის ხელმძღვანელობაა!” რატომ? ალბათ, ეს შეკითხვა გაუჩნდებათ ევროპელებს. ამ შეკითხვაზე შეიძლებოდა ქართული სტანდარტით გაგვეცა პასუხი: იმიტომ! მაგრამ, მოდი, ნუ მოვიქცევით ასე. მცირე განმარტება მაინც მოვაყოლოთ ორბანის განცხადებას, თუ რატომ არის ასე. იმიტომ, რომ დასავლეთის პოლიტიკურმა ელიტამ რეალობა დაკარგა და, შექსპირის თქმისა არ იყოს, საკუთარი „ლოგიკით” „აზროვნებს”, რომელიც სრული სიგიჟე და შეურაცხადობაა. მეტი სიგიჟე რა უნდა იყოს, როდესაც უზარმაზარი სამრეწველო პოტენციალის მქონე გერმანია, რომელიც მთლიანად რუსულ ბუნებრივ აირზე  იყო ჩამოკიდებული, სახლში მიყვანილ მილებს („ჩრდილოეთის ნაკადი” და „ჩრდილოეთის ნაკადი-2″), ამერიკელებთან ერთად, საკუთარი ხელით აფეთქებს და ამერიკული ბუნებრივი აირის   სამჯერ ძვირად შესყიდვაზე გადადის, რაც თვითმკვლელობის ტოლფასია. რა დავარქვათ თუ არა სიგიჟე, როდესაც ამერიკული ინტერესების გასატარებლად გერმანია თვითმკვლელობაზე მიდის? მხოლოდ გერმანია არ იქცევა ასე, მთელი ევროკავშირი ამ დღეშია. განა უკრაინა ამერიკული ინტერესების გასატარებლად არ წავიდა თვითმკვლელობაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით?! რა ჰქვია ამას, თუ არა სრული სიგიჟე?! საქართველოში გიჟი „პატრიოტების” მეტი რა გვინახავს, მაგრამ ეს მოვლენა ახლა ზენიტშია. გასაგებია, რომ ამერიკელი ბატონებისგან დაფინანსების ახალ ტალღას ელიან, ქართველი ბატონებისგან კი კიდევ ერთი ვადით გადეპუტატებას, მაგრამ ასეთი გაგიჟება, რასაც ვუყურებთ, მაინც მეტისმეტია. ეს არ უნდა იყოს ხელოვნური მოგიჟიანება თავისა, აქ ნამდვილ, ფესვმაგარ და მამალ სიგიჟესთან გვაქვს საქმე.

რეგვენთა პატრიოტიზმმა ოცდათხუთმეტი წელიწადი შეიწირა; ორი მილიონი მოქალაქეც შეიწირა (ხუთნახევარი მილიონიდან სამნახევარ მილიონამდე შევმცირდით); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც შეიწირა; ეკონომიკა, სამრეწველო პოტენციალი, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის მთელი სისტემები შეიწირა; ერის ფსიქიკური ჯანმრთელობაც შეიწირა რეგვენთა პატრიოტიზმმა. რომ არა რეგვნული აღტყინება ფსევდოპატრიოტიზმით, რომ არა სულელური და გაუთავებელი ძახილი: გაუმარრრ… ჯოს, რომ არა შლეგური ფრიალი ჯერ ნოე ჟორდანიას, ახლა კი მიხეილ სააკაშვილის დროშებისა, რომ არა რუსოფობიის ნიაღვარი ქართული ტელეეკრანებიდან, ჩვენ აუცილებლად ვიპოვიდით იმ ოპტიმალურ ადგილს მსოფლიო გეოპოლიტიკურ სისტემაში, სადაც გაცილებით ნაკლები დანაკარგებითა და გაცილებით მეტი პერსპექტივით ვიქნებოდით წარმოდგენილი, ვიდრე დღეს ვართ.

ვიღაცამ შეიძლება მკითხოს: რატომ აკავშირებთ პატრიოტიზმს (თუნდაც ფსევდოს და რეგვნულს) იმ სავალალო შედეგებთან, რომლეbიც ბოლო ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში მივიღეთ? ამ შეკითხვას ნაწილობრივ (გაკვრით), რამდენადაც ეს მცირე მოცულობის სტატიაში მოხერხდებოდა, ვფიქრობ,  ვუპასუხე, თუმცა დასავლეთიდან შემოტანილი და საქართველოში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად თუ მოვიქცეოდი, შემეძლო იმ ერთი ჯადოსნური სიტყვითაც მეპასუხა: იმიტომ!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here