Home ახალი ამბები მსოფლიო ილონ მასკი: რუსეთი ყირიმის დასაცავად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ილონ მასკი: რუსეთი ყირიმის დასაცავად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

121

ცნობილმა მეწარმემ, კორპორაციების _ SpaceXსა და Tesla _ შემქმნელმა ილონ მასკმა დასავლეთი გააფრთხილა: თუკი რუსეთის ხელისუფლება ყირიმზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით, _ წერს pravda.ru.

ბიზნესმენის თქმით, მოსკოვი ყირიმის ნახევარკუნძულს სამხედრო-საზღვაო ბაზად აღიქვამს. მასკმა ყირიმი სტრატეგიული მნიშვნელობით ჰავაის კუნძულებს შეადარა.

“ასეთი სცენარის შემთხვევაში რუსეთი ვერ მიიღებს ყირიმს, თქვენ კი შეძლებთ, თავი ინუგეშოთ ამ აზრით და უყუროთ სოკოს მსგავს ღრუბელს”, _ აღნიშნა მასკმა.

უფრო ადრე მან განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია, 30 წუთში გაანადგუროს დასავლეთის ქვეყნები.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here