მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს იაპონიამ კვლავ განაახლა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი, რომელიც ივნისში შეწყვიტა. თუმცა მიმდინარე წლის ივლისში იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 2021 წლის ივლისის თვის მონაცემთან შედარებით ჯერჯერობით 65%-ითაა შემცირებული.
იაპონელებმა 2021 წლის ივლისთან შედარებით იმპორტი შეამცირეს ისეთ პოზიციებზე, როგორც არის ქვანახშირი (40,1 პროცენტით), მარცვლეული (43,1 პროცენტით). ამასთანავე, 21,7%-ით მოიმატა თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების რუსეთიდან ექსპორტმა.
რაც შეეხება იაპონიიდან რუსეთში ექსპორტს, გასულ წლის ივლისთან შედარებით 154%-ით მოიმატა სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების ექსპორტმა, შემცირდა ავტომობილების ექსპორტი (21,5%-ით).
გიორგი გაჩეჩილაძე