Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელი ჟურნალისტი ჰერში: ასაფეთქებელი ნივთიერებები „ჩრდილოეთ ნაკადის“ ქვეშ ამერიკელმა მყვინთავებმა დადეს

ამერიკელი ჟურნალისტი ჰერში: ასაფეთქებელი ნივთიერებები „ჩრდილოეთ ნაკადის“ ქვეშ ამერიკელმა მყვინთავებმა დადეს

112
ამერიკელი ჟურნალისტი ჰერში: ასაფეთქებელი ნივთიერებები „ჩრდილოეთ ნაკადის“ ქვეშ ამერიკელმა მყვინთავებმა დადეს

ამერიკელმა ჟურნალისტმა-გამომძიებელმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა სეიმურ ჰერშმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენების ქვეშ ამერიკელმა მყვინთავებმა დადეს ნატოწვრთნების საფარქვეშ. მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება ნორვეგიელებმა გაააქტიურეს.

ის წერს, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების მყვინთავებმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის Baltops 22 წვრთნების დროს დადეს დისტანციურად გასააქტიურებული ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჰერშის სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზსადენებზე დივერსიის განხორციელება გადაწყვიტა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ცხრათვიანი საიდუმლო დისკუსიების შემდეგ.

მანამდე გერმანიის გენერალურმა პროკურორმა პიტერ ფრანკმა განაცხადა, რომ გერმანიას არ გააჩნია მტკიცებულება, რომ რუსეთი მონაწილეობდა Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენების აფეთქებაში.

გაზეთი The Times-ი წერდა, რომ გერმანელი ექსპერტები, რომლებიც იკვლევენ გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებს, არ გამორიცხავენ, რომ ისინი შეიძლება განხორციელებულიყო დასავლეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ.

2022 წლის 26 სექტემბერს Nord Stream 2 AG-მა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა Nord Stream 2 გაზსადენზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here