პოლონეთის პოზიცია ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების კვოტებზე უკრაინისთვის “ეკონომიკური გენოციდი” იქნება, _ განაცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ.
“მიმაჩნია, რომ ეს (პოლონეთის პოზიცია _ რედ.) სინამდვილეში ეკონომიკური გენოციდი და დაუფარავი დაცინვაა უკრაინის ეკონომიკაზე. ეს ახრჩობს ჩვენს ვაჭრობას ევროპის კავშირთან”, _ განაცხადა კაჩკამ.