Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი – გაუგებარია, ევროკავშირი გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ კანონში ცვლილებებს ჩვენგან...

გურამ მაჭარაშვილი – გაუგებარია, ევროკავშირი გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ კანონში ცვლილებებს ჩვენგან რატომ ითხოვს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეს ცვლილება არ არის

44

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ კანონში ცვლილებები, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერს.

როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არგუმენტები, რატომ უნდა მიიღოს ქვეყანამ მსგავსი ცვლილებები კანონში.

„ვერაფერი არგუმენტი მოვისმინე, რატომ უნდა მივიღოთ ეს ცვლილება. გარდა ერთისა ახსენეთ, რომ შეიძლება, ამ ცვლილებამ დახმარება გაგვიწიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არის ცვლილება და თუ ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს ისეთ ცვლილებას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ არის და ეს არის პირობა ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაშინ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ ეს რას ნიშნავს. ვისი ვალი გვაქვს, რომ ამ ცვლილებებს ვიღებთ? ვიცით, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუცია, პროკურატურა ამით ზიანს იღებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ არის ეს ცვლილება და ჩვენ გვთხოვენ მიღებას, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეს რამდენად სამართლიანია? სამართლებრივი არგუმენტი აქ არ გვაქვს და პრაქტიკაში ყველა ამბობს, რომ ეს დამაზიანებელია დამოუკიდებელი ინსტიტუციისთვის – პროკურატურისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ არის ეს ცვლილება და გაუგებარია, რატომ ითხოვს ევროკავშირი ამას ჩვენგან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილება არ არის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, თუმცა კომპრომისზე მიდიან.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here