რადიკალური ოპოზიციის გეგმები არის მთავრობის შეცვლა, რადიკალური პროცესები, აქციები, რაც არის აბსოლუტურად აცდენილი იმ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც ევროკავშირმა გამოგვიგზავნა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„სწორედ ეს არის პრობლემა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასდროს დაამთხვია ვერც საზოგადოების დღის წესრიგს და ვერც ევროკავშირის დღის წესრიგს თავისი ინტერესები“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.