გულბაათ რცხილაძე: საქართველოში ზენიტშია ბენდუქიძიზმი, არა მხოლოდ მიწის გაყიდვის, სამყაროს აღქმის მიმართაც…

    “კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად იქცა, რომელსაც ქართველი არ იცავს და უცხოელი პირველივე შესაძლებლობისთანავე ფეხქვეშ თელავს”

    გულბაათ რცხილაძე: საქართველოში ზენიტშია ბენდუქიძიზმი, არა მხოლოდ მიწის გაყიდვის, სამყაროს აღქმის მიმართაც...

    2025 წელი საქართველოსთვის მეტად დაძაბული იყო, დესტრუქციული ძალები ყოველდღე იდგნენ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და არეულობით იმუქრებოდნენ, მათი მხარდამჭერი დასავლეთი კი ხელისუფლებაზე არნახულ წნეხს ახდენდა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერს გაუძლო, რაც დასაფასებელია.

    აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დესტრუქციულ ძალებთან ერთად ხელისუფლებამ საზოგადოების ნაწილი და კონსერვატიული პარტიები გააღიზიანა საქართველოში 6,6-მილიარდიანი არაბული ინვესტიციის განხორციელებაზე დათანხმების გამოსხვა დანარჩენი იგივეა, რაც გასულ წლებში _ საკვები პროდუქტები და წამლები ძვირდება, მოსახლეობა სიღატაკის ზღვარზეა, პენსია მინიმუმიამართალია, პრემიერი კობახიძე გვპირდება, რომ ფასებს დაარეგულირებს, რაც კარგი ამბავია, მაგრამ ამაზე, ალბათ, გაისად ვისაუბრებთ

    2025 წლის პოლიტიკურ მოვლენებს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე შეაფასებს:

    _ ასეთ დროს ყველაზე მეტად მახსენდება ილიას მარადიული სიტყვები: “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

    საქართველოსთვის გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იყო ის, რომ ჩვენი მიწა გაიყიდა. მიწა ჩვენთან ნაწილ-ნაწილ ყოველთვის იყიდებოდა, მაგრამ ახლა თვითონ ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე და მიწით ვაჭრობა დაიწყო.

    საქართველოში ზენიტშია ბენდუქიძიზმი, არა მხოლოდ მიწის გაყიდვის, სამყაროს აღქმის მიმართაც _ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება სინდისის გარდა, თუმცა “ქოცებმა” სინდისიც გაყიდეს.

    საქართველოს ტერიტორიაზე და რეგიონში შემოდის ერთ-ერთი არაბული სახელმწიფო, სავარაუდოდ, აქ მათი წესები გავრცელდება, კარგია, თუ სუვერენინეტსაც არ მისცემენ, ვგულისხმობ იმ ტერიტორიას, რომელზეც არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონები დაგვიცავს უმართავი პროცესებისგან, სატყუარაა, გაშვებული ფერადი ბოლია, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად იქცა, რომელსაც ქართველი არ იცავს და უცხოელი პირველივე შესაძლებლობისთანავე ფეხქვეშ თელავს. ეს არის უმთავრესი, რაც წელს მოხდა.

    _ კარგი არაფერი მომხდარა?

    _ კარგი არაფერი ყოფილა! ტყუილი საუბარი არ მიყვარს, არაბული ინვესტიციით ხელისუფლებამ წერტილი დაუსვა ყველაფერს კარგსა და ქართულს.

    _ მძიმე წელიწადი იყო, დესტრუქციული ძალები გამუდმებით ქუჩაში იდგნენ და რამდენიმეჯერ ჰქონდათ ხელისუფლების დამხობის მცდელობა; ასევე იყო დასავლეთის მძიმე შემოტევებიც, მაგრამ მშვიდობა შევინარჩუნეთ

    _ იცით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც სულ რაღაც ხუთი დღე გვქონდა ომი, დანარჩენ პერიოდში მშვიდობა იყო. რა გაგვიწყალეს ამ მშვიდობით საქმე? დღეს შიმშილით იხოცება ხალხი, გაჭირვებას ვეღარ აუდის ჩვენი მოსახლეობა, რომელ მშვიდობაზე გველაპარაკებიან?!

    ახლა კობახიძემ დაიწყო საუბარი, რომ საკვებ პროდუქტზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი და ძალიან სიძვირეა. ვერ გავიგე, რატომ უკვირთ? წარმოება ჩვენ არ გვაქვს, მიწების გაყიდვით კი ფასები არ დაიკლებს. უცხოელი მოდის და ფასსაც აძვირებს. საქართველოში სტრატეგიული არაფერი კეთდება. ვიღაცამ საჩუქარი მიიღო; მაგალითად, ხაინდრავასნაირები მილიონს აიღებენ და ა.შ.; ვიღაც გამდიდრდება; ვიღაც უფრო გაღარიბდება…

    _ მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა, რომელსაც რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებული კონფლიქტის შემდეგ დასავლეთი ახორციელებს საქართველოზე, ჩვენი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ მიუერთდა, ამან ჩვენი ეკონომიკა გაზარდა

    _ ჩვენი ქვეყანა მიუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ასე რომ არ იყოს, საქართველოში რატომ აღარ არსებობს “ვი-თი-ბი” ბანკი?

    ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მოხდა შარშან. მაგალითად მოვიყვან ბორჯომის ვაგზლის დაწვის ფაქტს, რატომ არ იძიებენ მომხდარს? ასეთი ფაქტი ბევრი იყო 2025 წელს და, ამაზე თუ ვისაუბრებთ, მერე მშვიდობასა და ეკონომიკის აღორძინებაზე საუბარი აღარ გამოგვივა. ვითომ მშვიდობა, თანაც დაყვედრებული, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

    კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზის გარკვევა, შსს რა შუაშია, ვერ გავიგე. ტყულად ეძებენ ამ საქმეში კრიმინალს, ყველაფრის სათავე ბიძინასთან ეძებონ. ტიპმა კანონი შეცვალა, ოქროს ზოდები უნდა შემოვიტანო და ფული არ უნდა გადავიხადოო…

    “დიფ სთეითი” რომ ამოიჩემეს, თავიანთ “დიფ სთეითზე” დაიწყონ საუბარი. ქვეყანაში მაფიოზური მმართველობაა…

    “ნაცებსა” და “ქოცებს” შორის განსხვავება არ არის. კარგსა და ცუდს ვერ გაარჩევ, რადგან ცუდი იმდენია, კარგს ვეღარც ამჩნევ. დაუნახავი არ ვარ, კარგსაც ვხედავ, მაგრამ სასწორზე ვერ დადებ, ისე ცოტაა. დედა გვაქვს ნატირები, მაგრამ რაღაც, ალბათ, კეთდება… ასე რომ, რითიც დავიწყე, იმით დავასრულებ: “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here