Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე:  ხელისუფლებამაც და დეგენერატმა ოპოზიციამაც ფასების მატების პრობლემაზე ისაუბრონ და მისი...

გულბაათ რცხილაძე:  ხელისუფლებამაც და დეგენერატმა ოპოზიციამაც ფასების მატების პრობლემაზე ისაუბრონ და მისი მოგვარების გზებზე იზრუნონ  

“ჩვენი თავისთვის ვერ მოგვივლია და აფხაზეთსა და ბიჭვინთაზე ვიჭიმებით?!”

264

რუსეთი განაგრძობს მიზანმიმართულ ზეწოლას აფხაზებზე, რათა სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში შავ ზღვაზე, ბიჭვინთის ულამაზესი ყურის მიმდებარედ, 184 ჰექტარი მიწა _ ბიჭვინთის ნაკრძალის ტერიტორია, რომლის უმეტესი ნაწილი რელიქტურ და ენდემურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია. ამ ტერიტორიას საბჭოთა კავშირის დაშლისა და თბილისის მიერ აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს. ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარი, რომელიც ლიძავას გზატკეცილზე მდებარეობს, ბეტონის კედლითა და მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული, ყველგან დგას ვიდეოსათვალთვალო სისტემები, რომლებსაც რუსი ოკუპანტები ენგურის ხიდსა და ცხინვალის რეგიონშიც იყენებენ. აფხაზები, უკვე ათწლეულებია, აქ ცხვირს ვერ ყოფენ, მათთვის აკრძალულია სანაპიროზე შესვლა და ბანაობა. რუსეთი სეპარატისტებისგან ამ ტერიტორიაზე მდებარე სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკისა და დამხმარე ნაგებობების სამუდამო დაკანონებას მოითხოვს.

სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია ამ მოთხოვნას უკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სურვილს, ხშირად დაისვენოს ოკუპირებულ აფხაზეთში”, _ ამ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მეინსტრიმული მედია და დესტრუქციული ოპოზიცია.

რა ხდება სინამდვილეში ბიჭვინთაში?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ ბიჭვინთის ტურისტული ბაზისთვის ჩვენ, ქართველებს, 1992 წელს უნდა მიგვეხედა _ რუსებისთვის უნდა გადაგვეცა და მოვლაპარაკებოდით მანამ, სანამ ჩვენი იყო დე ფაქტო და დე იურე.

_ რატომ უნდა გადაგვეცა ბიჭვინთის ტურბაზა რუსეთისთვის და რაზე უნდა მოვლაპარაკებოდით?

_ იმაზე უნდა მოვლაპარაკებოდით, რომ ქართველები ვიქნებოდით მეიჯარეები, გადაგვიხდიდნენ ფულს და ჩვენ, ტერიტორიის გარდა, დავეპატრონებოდით შემოსავლებსაც. ბიჭვინთისნაირი რამდენიმე ტურბაზაა აფხაზეთში და, თავის დროზე ჭკვიანურად რომ მოვქცეულიყავით, ყველაფრის მეპატრონე ჩვენ ვიქნებოდით.

დღეს აფხაზეთი განვითარებას ცდილობს. აფხაზების დამოუკიდებლობა შეუძლებელია, ამას ხვდებიან, ამიტომ ცდილობენ რუსეთის საშუალებით განვითარებას, სწორედ ამ პროცესს უკავშირდება ბიჭვინთის ტურბაზის იჯარით გადაცემა რუსეთისთვის. რამდენიმე დღის წინათ აფხაზეთის პრეზიდენტ რუსლან ბჟანიასთან შეხვედრაზე აფხაზებისთვის პატივსაცემი ადამიანები მივიდნენ და განაცხადეს, ბიჭვინთის ტურბაზა რუსეთისთვის გადაეცათ. ეს მათ ასე ახსნეს: რადგან რუსეთი მხარს გვიჭერს, ჩვენც შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთო… ეს არის და ეს.

_ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები _ სოხუმში ხალხმა გააპროტესტა ბიჭვინთის გადაცემის საკითხი და იქ ქართული დროშაც კი გამოჩნდარის გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები დახმარებას გვთხოვენ?

_ ვფიქრობ, კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ფეიკი იყო. არანაირ ნაბიჯს აფხაზეთიდან საქართველოს მიმართულებით თავისით არავინ გადმოდგამს, ეს ყველამ გაიგოს. თავხედობასაც აქვს საზღვარი. ჩვენი თავისთვის ვერ მოგვივლია და აფხაზეთსა და ბიჭვინთაზე ვიჭიმებით?!

ბიჭვინთაში არის დასასვენებელი კომპლექსი. დიდი ხანია, რუსეთსა და აფხაზებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხშირად დავა-კამათიც, როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებზე, პირველ რიგში კი, რუს სამხედროებზე ქონების გაფორმება. აფხაზები ძალიან მწვავედ რეაგირებენ უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაცემაზე, მათ პათოლოგიური შიში აქვთ ტერიტორიების დაკარგვისა და უცხო ხალხის ჩასახლების, რადგან ყოველთვის უმცირესობაში იყვნენ. აფხაზებს არ სურთ თავიანთ მიწაზე უცხო ქვეყნების წარმომადგენლების დასახლება, უფრთხილდებიან ყველაფერს, ქართველებისგან განსხვავებით: საზღვაო აკვატორიას, ბუნებრივ რესურსებსა და .. აფხაზები იჯარით გაასხვისებენ შენობებს, რაც შემოსავალია, მაგრამ არ დაუშვებენ გასხვისებას, რაც ჯანსაღი ეკონომიკაა და არავისთვის არ არის დამღუპველი. ასე რომ, საქართველოდან განგაშის ატეხვას, როგორც იციან ხოლმე _ “არ ვაღიარებთ”, “ძალა არ აქვსდა .., აზრი არ აქვს

საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გადადგას ნაბიჯები რუსეთის მიმართულებით. ჩვენმა მთავრობამ პრაგმატულად თუ არ იაზროვნა და რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ იყვირა, ომში არ ჩავებითო, შორს ვერ წავალთ. არავის აინტერესებს, შენ “რაში არ ჩაები” და ცოტა ხანში რუსებსაც დაავიწყდებათ; რამე კარგი თუ გააკეთე, შემდეგი ნაბიჯიც გადადგი!

მოსკოვის მიმართულებით სასწრაფოდ უნდა გადაიდგას დიპლომატიური ნაბიჯები. ხომ ვხედავთ, რომ კარასინიაბაშიძის შეხვედრებიც ვეღარ ხერხდება?! აუცილებელია საზოგადოებრივი დიპლომატიის ჩართვა. ამის ნაცვლად, რუსეთიდან მოქალაქეების ჩამოსვლასაც კი უშლიან ხელს, ისეთი ხალხის ჩამოსვლაზე ვლაპარაკობ, რომლებიც კრემლთან დაახლოებულნი არიან. არადა, მთავრობა თვითონ უნდა ეპატიჟებოდეს მათ. ასევე, უნდა ეპატიჟებოდეს სალაპარაკოდ აქ, საქართველოში,  მცხოვრებ ისეთ ადამიანებს, როგორებიც ჩვენ ვართ, ვისაც რუსეთთან ურთიერთობა გვაქვს რაღაც ფორმით. მთავრობა კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, აქა-იქ გაჩენილი პოლიტიკური ე.წ. ცეცხლი როგორმე  ჩააქროს.

ბიჭვინთა კი არა, იმაზე ილაპარაკონ, აქ რაც ხდება _ საკვები პროდუქტები კატასტროფულად გაძვირებულია, ხორცს ვერ ყიდულობს ხალხიბენზინის ფასს გადახედონ, ნახონ, რა ხდება ქვეყანაში. ამ ხელისუფლებამაც და დეგენერატმა ოპოზიციამაც ფასების მატების პრობლემაზე ისაუბრონ და მისი მოგვარების გზებზე იზრუნონ. ბიჭვინთასთან რა ხელი აქვს ან ოპოზიციას, ან ხელისუფლებას?! ბიჭვინთის შესახებ როცა საუბრობენ, ღარიბაშვილისთვის მარტივია პასუხების გაცემა ოპოზიციის “სატოპკეებზე”, რადგან მართლაც არაფერ შუაშია ღარიბაშვილი. აფხაზეთი ღარიბაშვილს არ დაუკარგავს, შესაბამისად, მისი პასუხიც შეკითხვაზე _ რა ვქნათ, ბიჭვინთას გვართმევენ, სწორია? _ აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს!

ძალიან გთხოვთ, წინ წამოწიოთ თემა, რომელიც სერიოზულად მისახედია. რამდენიმე დღის წინათ უკრაინიდან რომელიღაც ქართველი, ე.წ. მებრძოლი, იარაღით ხელში “ალტ-ინფოს” წარმომადგენელს ემუქრებოდა, რომელსაც თურმე რაღაც დაუწერია სოციალურ ქსელში. ჩემთვის საინტერესო არ არის, ვინ რა დაწერა, საინტერესოა, როგორ ბედავს მუქარას და დედის გინებას ის პირი უკრაინიდან? მუქარა ტერორიზმის ნიშნებს არ შეიცავს?! ის ხომ ვიღაცისგან არის შეგულიანებული იქ და საქართველოს მოქალაქეს ემუქრება… ეს ბანდიტიზმი უნდა აღიკვეთოს, რუსეთის საგამოძიებო სამსახური კი არ უნდა მუშაობდეს ასეთ საკითხებზე, არამედ საქართველოს პროკურატურა. ასეთი საკითხებია მოსაგვარებელი და არა ის, ბიჭვინთის ტურბაზაში რუსი გენერალი იჯდება თუ აფხაზი სეპარატისტი.

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წლის ბოლომდე რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა უნდა აღდგეს, არის თუ არა მოსალოდნელი კიდევ სხვა ნაბიჯის გადადგმა მეზობელ ქვეყანასთან? რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გაზარდა, საქართველო არ შეიყვანა

_ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა სარეზერვო ვარიანტად რჩება. თუკი ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნება ორ ქვეყანას შორის, რომ დათბება ურთიერთობა, უვიზო მიმოსვლის დოკუმენტს ხელი მოეწერება. დღეს რუსებს არ აქვთ უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე ხელის მოწერის საფუძველი და, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა მოაწერონ ხელი?! საქართველოს მთავრობა რუსეთთან მტრულ პოზიციაზე რჩება. ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ იმის ეშინიათ, რომ ხორბალი ვერ შემოვა და კიდევ… რაც სიმდიდრე დააგროვეს, რუსეთმა არ დაუფანტოს… ჩვენი მთავრობა არ ფიქრობს რეალურ პოლიტიკაზე, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასა და სტრატეგიაზე.

რუსეთი ზედმეტად ლოიალურია ჩვენი ქვეყნის მიმართ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე კვირის წინათ “ცაში აიყვანა” საქართველო, მაგრამ ჩვენგან არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, მიუხედავად მათი ლოიალობისა.

ხელისუფლებამ ხელი უნდა გაანძრიოს, ბიძინა ივანიშვილი გმირი არ არის _ ეს უნდა გავიგოთ!

ბიჭვინთის გარშემო კი აჟიოტაჟი ატეხეს მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთს მოუძებნონ სუსტი წერტილი კავკასიაში, რადგან საქართველო საომარ კამპანიაში ვერ ჩართეს. ახლა ცდილობენ, თითიდან გამოწოვილი პრობლემით მასმედიის დახმარებით გააბუქონ აფხაზეთში შექმნილი ვითარება. აფხაზეთში სულ გამოდის ხალხი პროტესტით და თავშივე აგიხსენით რატომაც. ასე რომ, აფხაზეთში არ ველოდები რუსეთის წინააღმდეგ ბუნტს, არც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიას. ბიჭვინთის საკითხი არ არის სტრატეგიული, ეს არის ქონებრივი დავა, ლოკალური თემა და საკითხი, რომელიც დარეგულირდება რუსეთსა და აფხაზეთს შორის, მათ აქვთ ურთიერთობა ერთმენთთან _ ეკონომიკურიც, სამხედროც და მორიგდებიან, სამწუხაროდ, ჩვენ გარეშე. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ შორიდან დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here