ჩინური სახელმწიფო გამოცემა Global Times– ი წერს, რომ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა თავიანთი იარაღის პოლიგონად აქციეს.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში აშშ უკრაინას 6 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღებით დაეხმარა, ამასთანავე, უკრაინა რეგულარულად იღებს იაფფასიან შექებას დასავლეთისგან, მაგრამ მას უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ აქვს.
“უკრაინაში კონფლიქტის ხანგრძლივობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამასთანავე, ამ კრიზისს დასასრული არ უჩანს, ქვეყანა კი იქცა ხორცსაკეპ მანქანად, რომელიც მხოლოდ რუსეთის დასასუსტებლადაა მოწოდებული. ყველაზე აბსურდული კი არის ის, რომ ამ კონფლიქტის ინიციატორი სამართლიანობისა და მშვიდობის დამცველის განსახიერებად გადაიქცა”, _ წერენ სტატიის ავტორები.
ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ უკრაინას კიდევ 3 მლრდ დოლარით დაეხმარება.
გიორგი გაჩეჩილაძე