Home ახალი ამბები საქართველო გივი მიქანაძე: იმის მაგივრად, რომ „სამართლიანი არჩევნები“ საჯაროდ გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს,...

გივი მიქანაძე: იმის მაგივრად, რომ „სამართლიანი არჩევნები“ საჯაროდ გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლითაც მან ნეიტრალიტეტი დაკარგა, პირიქით, აცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციაზე ზეწოლა ხდება – ეს აბსურდია

88

იმის მაგივრად, რომ „სამართლიანი არჩევნები“ საჯაროდ გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლითაც მან ნეიტრალიტეტი დაკარგა, პირიქით, აცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციაზე ზეწოლა ხდება – ეს აბსურდია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ.

„ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები, შენიშვნები, წინადადებები კანონმდებლობის შემდგომ დახვეწასთან, მხოლოდ ერთი პირობით – ეს უნდა შეესაბამებოდეს იმ დასკვნებს და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც თავის დასკვნებში ასახა ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ.

საკმაოდ ბევრი დღე გავიდა პირველი შეხვედრიდან და ვხედავთ, რომ იმის მაგივრად, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლითაც მან ნეიტრალიტეტი დაკარგა, პირიქით, ისინი აცხადებენ, რომ თურმე ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ამ ორგანიზაციაზე ზეწოლა ხდება – ეს აბსურდია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მმართველი პარტია „სამართლიანი არჩევნებისგან“ პასუხს კითხვაზე – ემიჯნებიან თუ არა მოთხოვნებს, რომელიც მათი მონაწილეობით, ქუჩიდან გაისმა, ამ დრომდე ელოდება. მათი განმარტებით, „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ მოთხოვნებს თუ გაემიჯნება, ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფში დაიშვება.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here