გიორგი ხარიბეგაშვილი: რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება დაგვიანებულიც არის

    “დასავლეთთან დაშორებამ საქართველო ორი წლის წინათ ომს გადაარჩინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ქვეყანაში არაბულ-თურქული გავლენების მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთს შეუმჩნეველი დარჩება და თავის ბერკეტებს არ აამოქმედებს”

    გიორგი ხარიბეგაშვილი

    საინტერესოდ დაიწყო 2026 წელი _ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელიდან ამ ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მის მეუღლე სილია ფლორესისთან ერთად გაიტაცა და აშშ-ში გადაიყვანა. ირანში დიდი არეულობაა… როგორც ამბობენ, მსოფლიოში ახალი წესრიგი ყალიბდება.

    საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები გახარებული არიან მსოფლიოში განვითარებული პროცესებით; თვლიან, რომ რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება…

    ვინ მოიგებს მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესში და ვინ დარჩება წაგებული? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:

    _ რაც დრო გადის, ერთპოლუსიანი სამყაროს დემონტაჟი და მის ფონზე გეოგრაფიული სიახლოვის ნიშნით განსაზღვრული მრავალპოლუსიანი სამყარო კონკრეტულ შინაარსს იძენს. ამ ეტაპზე იკვეთება სამი პოლუსი, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე პოლუსის დამატების პერსპექტივით, ესენია: ჩინეთი _ აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის საზღვაო გზებზე; რუსეთი _ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიასა და პოტენციურად აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით; ამერიკის შეერთებული შტატები _ დასავლეთ ნახევარსფეროში, მას დიდი ბრიტანეთი და, შესაძლოა, კონტინენტური დასავლეთ ევროპაც დაემატოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, შევდივართ, იმპერიების ეპოქაში, სადაც პირველი ათწლეულები მოხმარდება მათ შორის არსებული “ნაცრისფერი ზონების” განაწილებას. მოსალოდნელია, რომ ეს იმპერიები ერთმანეთს გაურიგდნენ და &ქუოტ;სადავო ტერიტორიები&ქუოტ; გაცვალონ გეოგრაფიული სიახლოვისა და ცივილიზაციური კუთვნილების მიხედვით. მაგალითად, თუ აშშ თავს დაესხმება გრენლანდიას ან ვენესუელას, იქ რუსეთი და ჩინეთი მხოლოდ &ქუოტ;შეშფოთებებით&ქუოტ; შემოიფარგლებიან, იმ იმედით, რომ, როცა რუსეთი უკრაინის, ჩინეთი კი ტაივანის &ქუოტ;შეერთებას&ქუოტ; გადაწყვეტს, აშშ-ისგანაც იგივე &ქუოტ;თვალის დახუჭვა&ქუოტ; მიიღოს…

    _ რუსეთს დასცინიან, ამბობენ, რომ აშშ-მა გაანადგურა რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები _ ვენესუელა და ირანი…

    _ რუსეთის მიერ ვენესუელის &ქუოტ;მფარველობა&ქუოტ; არის ცივი ომისდროინდელი პარადიგმის ნარჩენი, როცა მხარდაჭერა განისაზღვრებოდა იდეოლოგიური მიკუთვნებულობით. მაგალითად, სსრკ მხარს უჭერდა კუბას, იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიულად ის აშშ-ის &ქუოტ;გარე ეზოდ&ქუოტ; უფრო შეიძლებოდა ჩათვლილიყო. ცხადია, დღეს ასეთი იდეოლოგიური ერთობა აღარ არსებობს და მადუროს მხარდაჭერა პუტინის მხრიდანაც წინა საუკუნის მიდგომების ინერცია იყო. ცხადია, რუსეთს სხვა რეაქცია ექნება, თუ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა მკვეთრად პროდასავლურ ან პროჩინურ თუ პროარაბულ გზას დაადგება, მით უფრო, თუ მათთან სამხედრო ალიანსებში შესვლას დააპირებს. მართალია, დასავლეთთან დაშორებამ საქართველო ორი წლის წინათ ომს გადაარჩინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ არაბულ-თურქული გავლენების მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთს შეუმჩნეველი დარჩება და თავის ბერკეტებს არ აამოქმედებს.

    _ ბევრს წერენ იმაზე, რომ საქართველომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. არის კი ახლა ამის დრო?

    _ რუსეთთან მოლაპარაკების დრო დაგვიანებულიც არის. ალბათ, ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, თუ საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრებოდა, მას შემდეგ, რაც ამერიკის ელჩმა, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათგან მოითხოვა პოზიციის გამოხატვა, როცა რუსეთი ხარკოვის ოლქს ტოვებდა. აი, იმ მომენტში რომ დაგვეწყო მოლაპარაკებები, საქართველოს პოზიცია მორალურად ძლიერი იქნებოდა. ახლა კი, როცა რუსეთის წინსვლა შეუჩერებელია, მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზადყოფნას რუსეთში აღიქვამენ, როგორც &ქუოტ;სუსტის&ქუოტ; პოზიციიდან გადადგმულ ნაბიჯს. სახალხო დიპლომატია მუშაობს და ამას რუსეთში კარგად ხედავენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ჯერჯერობითY ვერ ახერხებს. ამას აუცილებლად მოჰყვება ტრაგიკული ნაბიჯები და მერე თითის გაშვერა “პროდასავლელებისკენ” უაზრო იქნება. ის, რომ კოლექტიური ბაია პატარაიებისა და ინგა გრიგოლიების გეშინია, არის არა ამ ლიბეროზავრების ბრალი, არამედ ხელისუფლების, რომელიც მზადაა, ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ კი ვიღაცამ არ დასცინოს და &ქუოტ;ბნელად&ქუოტ; არ მიიჩნიოს.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here