Home ახალი ამბები საქართველო გიორგი გახოკიძე: მხოლოდ ორი ერი ვიცი, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ქართველს ნორმალურად ეპყრობიან....

გიორგი გახოკიძე: მხოლოდ ორი ერი ვიცი, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ქართველს ნორმალურად ეპყრობიან. ერთი, თქვენ წარმოიდგინეთ, არიან რუსები, მეორე _ ინგუშები

1157
გიორგი გახოკიძე

რამდენიმე დღის წინათ ბათუმის პორტში შევიდა საკრუიზო გემი, რომელზეც სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც იმყოფებოდნენ. ამ ფაქტმა დესტრუქციული ძალები გაავეშა _ ყოველგვარ ზღვარს გადავიდა აგრესია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისკენ იყო მიმართული. საბოლოოდ, საკრუიზო კომპანია Astoria Grandeბათუმი წლის განმავლობაში დაგეგმილი ყველა მიმართულებიდან ამოიღო, რაც დიდ მიღწევად ჩათვალეს საქართველოს მტრებმა.

მეგობარი მყავს ტაქსის მძღოლი, რამდენიმე დღის წინათ გაგიჟებულმა დამირეკა და ასეთი რამ მითხრა: “აეროპორტიდან არაბები წამოვიყვანე. მისამართი ვკითხე, სად უნდოდათ მისვლა, მიპასუხეს _ არაბულ ქუჩაზეო. კინაღამ გადავირიე, ასეთი ქუჩა ჩვენ არ გვაქვს-მეთქი, _ ვუთხარი. სადღაც დარეკეს და ზუსტი მისამართი იკითხეს, აღმოჩნდა, რომ დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მიდიოდნენ. აღმაშენებელს თურმე არაბული ქუჩა ჰქვია დღეს”…

ქვეყანაში, სადაც არაბები და ბანგლადეშელები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, დაკანონებული აქვთ მიწები, სახლები, აწარმოებენ ბიზნესს, თურმე რუსია ყველაზე საშიში… ისე, რუსზე თავდასხმა მართლაც საშიშია, რადგან მათი ქვეყნის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს, რომ დაიცავს თავისი ქვეყნის მოქალაქეს ყველგან, სადაც საჭირო იქნება.

ზღვარგადასულ რუსოფობიას ეხმიანება თავის ფეისბუკპოსტში პროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი):

_ სომხეთსაც აქვს ჩვენი მიწები მითვისებული და აზერბაიჯანსაც, ასევე თურქეთს. ახსოვს ეს ვინმეს? მხოლოდ რუსეთი გვახსენდება, რუსეთზე აპელირება ტრენდად იქცა, უფრო ზუსტად, აქციეს ტრენდად. აქ, საქართველოში, სკოლებში ასწავლიან აზერბაიჯანულსაც და სომხურსაც, ავკრძალოთ? დიდუბეში იტალიური სკოლაა, უკრაინელებსაც თავიანთ ენაზე გაუხსნეს სკოლა… იურიდიულად ყველა ეთნოსს აქვს უფლება, გახსნას თავისი კერძო სკოლა. ისე, რუსეთშიც არის ქართული სკოლა, იტალიაშიც და აშშ-შიც… იქნებ რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველიდან დამისახელოთ ერთი მაინც, ვინც რუსეთში მოხუცს უვლის? _ ასეთი არ არსებობს. და რა ხდება ევროპაში?

მეუღლე “ევროპებშია” და რა გაძაღლებული ყოფაა იქ და როგორ ეპყრობიან ქართველ ქალებს, სხვა დროს შემიძლია გესაუბროთ, თუ სურვილი ექნება ვინმეს… კადრები მაქვს, როგორ ელიან სამსახურს თვეობით, როგორ უწევთ ეკლესიის კართან მათხოვრობა უსახსროდ და უმუშევრად დარჩენილებს… ცალკე თემაა ისევ ქართველისგან დაჩაგრული და გამეტებული ქართველი… რა თქმა უნდა, ზოგიერთს უმართლებს კიდეც “ევროპებში”, მაგრამ ასეთი ცოტაა. ყველგან ზედ გადაგივლიან, სადაც უცხო ხარ. მე ერთადერთი ადგილი ვიცი მსოფლიოში, სადაც უცხოს საუცხოოდ ექცევიან – ეს საქართველოა! არც ერთი ერი არ ეპყრობა უცხოს ისე კითილმოსურნედ, როგორც ქართველი.

მხოლოდ ორი ერი ვიცი, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ქართველს ნორმალურად ეპყრობიან. ერთი, თქვენ წარმოიდგინეთ, არიან რუსები, მეორე _ ინგუშები. ჩვენ ინგუშებს ძალიან ვუყვარვართ. მათ წინაშე დიდი დამსახურება გვაქვს და ეს სიყვარული ბუნებრივია… თუ უნდა აიკრძალოს რომელიმე ენაზე საუბარი ჩვენს ქვეყანაში, მაშინ უნდა აიკრძალოს ყველასთვის და მხოლოდ საგნად უნდა ისწავლებოდეს. უმეცრება და ღალატია, მხოლოდ რუსეთს აღიარებდე ოკუპანტად და სხვებს მეგობარს უწოდებდე. რა, ე.წ. მეგობრის სტატუსის მქონე უკრაინამ არ გამოუსვა ყელში დანა საქართველოს? თუ მეშლება რამე?

იქნებ მითხრათ ჩვენ მიმართ უკრაინის მეგობრობის დამამტკიცებელი ერთი ფაქტი მაინც და არაფერს ვიტყვი. სიცრუეა ყველაფერი, რასაც ამბობდნენ აფხაზეთში უკრაინელების “ვაჟკაცობაზე”. აფხაზეთის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ეს ტყუილი იყო…

მართალია, ომში ყველა რიგითი მოქალაქე საბრალო და განწირულია, თანავუგრძნობ მათ, მაგრამ უკრაინიდან არ დამიწყია ეს თანაგრძნობა… ჩემი თანაგრძნობა იმ ქვეყნებიდან იწყება, რომლებიც ტერორისტულ სახელმწიფოებად მონათლეს _ სირია, ლიბია, ავღანეთი, ერაყი და ა.შ.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here