Home ახალი ამბები მსოფლიო ღია წერილი ევროპის საბჭოს წევრებს

ღია წერილი ევროპის საბჭოს წევრებს

რუსეთის სახალხო არტისტის, რუსეთის შრომის გმირის, კინორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვისგან

216

გამოცემა rg.ru გამოაქვეყნა რუსეთის სახალხო არტისტის, კინორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ღია წერილი, რომლითაც მან ევროპის საბჭოს წევრებს მიმართა:

“ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 16 დეკემბრის #2022/2476 გადაწყვეტილებით, რომელიც ცვლის ევროკავშირის #269/2014 გადაწყვეტილებას შემზღუდავი ზომების შესახებ ქმედებების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, მე შემიყვანეს ევროკავშირის სასანქციო სიაში. აღნიშნულ სიაში ჩემი შეყვანის დასასაბუთებლად გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„ნიკიტა მიხალკოვი _ რუსი კინორეჟისორი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, თავის საჯარო განცხადებებში აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ის 2014 წლიდან აქტიურად ავრცელებდა კრემლის პროპაგანდისტულ განცხადებებს უკრაინის შესახებ. მან მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიასა და დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. მან გაამართლა რუსეთის აგრესიული ომი, მიმართული დონბასის დაცვისკენ უკრაინის სავარაუდო დანაშაულებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მან უკრაინელები დაადანაშაულა ე.წ. რუსოფობიაში და ამტკიცებდა, რომ ორ ქვეყანას შორის “კონფლიქტი” გარდაუვალი იყო. მან უკრაინულ ენას უწოდა “კატასტროფა” რუსეთისთვის, რადგან ის თითქოს გამოხატავს სიძულვილს ქვეყნის მიმართ და ავრცელებს რუსოფობიას. მიხალკოვმა მოუწოდა დონბასის სკოლებში უკრაინული ენის სწავლების აკრძალვისკენ. მან მხარი დაუჭირა კრემლის ცრუ განცხადებას უკრაინაში ბიოლოგიური იარაღისა და ჰეროიზებული რუსი სამხედრო ტყვეების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში. 2022 წელს კრემლში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მას მიენიჭა შრომის გმირის წოდება და წარმოთქვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მხარდამჭერი სიტყვა”.

მე, ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვი, კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, “ოსკარის”, ვენეციის კინოფესტივალის ორიოქროს ლომის”, კანის კინოფესტივალის გრან პრისა და მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელი, ამას ვწერ მხოლოდ იმის ხაზგასასმელად, რომ მე არ ვარ არც პოლიტიკოსი, არც მაღალჩინოსანი და არც სახელმწიფო მოსამსახურე. მე ვარ რუსი მხატვარი, ძველი რუსული გვარის წარმომადგენელი და ამიტომ ევროკავშირის სასანქციო სიაში ჩემი შეყვანის თაობაზე საჭიროდ მიმაჩნია, ვთქვა შემდეგი:

პირველ რიგში, გთხოვთ, არ მიიჩნიოთ ჩემი წერილი ჩემ მიმართ გამოცხადებული სანქციებისგან თავის დაღწევის მცდელობად, რადგან ეს სანქციები გამომიცხადეს იმ ადამიანებმა, რომელთა სიტყვების ან ქმედებების ნდობა არ შეიძლება. საკმარისია, გავიხსენოთ გერმანიის ექს-კანცლერის, ქალბატონ მერკელის, უკრაინის ექს-პრეზიდენტ პოროშენკოსა და საფრანგეთის ექს-პრეზიდენტ ოლანდის აღიარებები, რომ მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებული ყველა გრძელვადიანი მოლაპარაკება ცინიკური ტყუილი იყო დროის მოსაგებად და უკრაინის ლამაზ მიწაზე არაადამიანური რუსოფობიისა და სასტიკი ნაციზმის გასავრცელებლად. ან გაიხსენეთ, როგორ დაუჭირა მხარი ცივილიზებულმა მსოფლიომ კიევის რეჟიმის მიერ უკრაინის რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის მშობლიურ რუსულ ენაზე ლაპარაკისა და აზროვნების აკრძალვას. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტის შესახებ სიტყვიერი დაპირებების ფეხქვეშ გათელვით გარს შემოერტყნენ ჩვენს ქვეყანას, რომელმაც შეასრულა ყველა შეთანხმება შეიარაღების შემცირების, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან ჩვენი ჯარების გაყვანის, ბერლინის კედლის დანგრევისა და ეროვნული სამხედროსამრეწველო კომპლექსის თითქმის სრულიად განადგურების შესახებ და ა.შ. ნატო მჭიდროდ მოუახლოვდა ჩემი ქვეყნის საზღვრებს, მაგრამ არ მინდა ამის განხილვა. ეს ძალიან აშკარაა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც და, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც აკეთებთ, საყოველთაო ტყუილისა და ჩრდილოატლანტიკური ექსპანსიის თანმიმდევრული გაგრძელებაა. მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ. თქვენ, ვინც თავს ცივილიზებულ დემოკრატიულ საზოგადოებად თვლით, სანქციებს უწესებთ ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში, სამშობლოში, მშობლიურ ენაზე გამოთქვამს თავის თვალსაზრისს. 11 წელია, მიმყავს გადაცემაბესოგონი”  ტელეარხროსია-24”-ისEეთერში  და ამ 11 წლის განმავლობაში არასოდეს შემიცვლია ჩემი თვალსაზრისი არც ერთ საკვანძო საკითხზე, რომლებიც წამოვაყენე. მხოლოდ გასულ წელს ჩემი 16 გადაცემა 229 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მხოლოდ ეს მონაცემები ადასტურებს იმას, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენს გადაცემებში, რაც აღელვებს რუსეთში მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას. არ იცით, რას ლაპარაკობთ, და კრემლის პროპაგანდისტად მაცხადებთ. ოღონდ ცნობისთვის, თუ გაინტერესებთ: არც არხიდან და არც სახელმწიფოდან არც ერთ კაპიკს არ ვიღებ და გადაცემას ჩემი ხარჯებით ვაკეთებ. მეტიც, „ექსპერიმენტის სიწმინდისთვის“ ჩემს პროგრამას არ წყვეტს რეკლამა, რომელიც, მერწმუნეთ, ასეთი რაოდენობის ნახვით, შეიძლება ჩემთვის სერიოზული შემოსავლის წყარო გახდეს. ჩემს გადაცემას ცენზურას არავინ უწესებს. ორშაბათს მას სვამენ პარასკევის დილის პროგრამაში, ხოლო არხი ჩვენს “ბესოგონს” მხოლოდ ხუთშაბათის გვიან საღამოს იღებს. გადაცემის შესახებ, სახელწოდების გარდა, არავინ არაფერი იცის, შესაბამისად, მის შინაარსზე გავლენის მოხდენას ვერავინ შეძლებს. შემიძლია ვივარაუდო, რომ თქვენი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, სახელდობრ, ჩემი გადაცემების ნახვის შემდეგ წარმოიქმნა და, სახელდობრ, იმიტომ, რომ ისინი თავიანთი სიმართლითა და დამოუკიდებლობით ეხმარებიან ხალხს სიმართლის დადგენაში. არ დავმალავ _ ეს მახარებს, მაგრამ, თუ ეს ასეა, შეუძლებელია, არ მოგესმინათ და არ გენახათ, რამდენჯერ მოგიწოდეთბესოგონშითქვენში სიმართლის გრძნობის გაღვიძებისკენ და შემოგთავაზეთ, ფართოდ გახელილი თვალებით შეგეხედათ კიევის რეჟიმის მიერ მოკლული ბავშვებისთვის, ოდესის პროფკავშირების სახლში გამომწვარი ადამიანებისთვის, სამხედრო ტყვეების დახვრეტისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და დამცირებისთვის – ყველაფრისთვის, რაც იყო თქვენი ცრუ პოლიტიკისა და თქვენ მიერვე ხელმოწერილი მინსკის შეთანხმებების ღალატის შედეგი.

თქვენ მიწესებთ სანქციებს, სხვა საკითხებთან ერთად, იმისთვისაც, რომ მხარი დავუჭირე კრემლის თითქოსდა ცრუ განცხადებას ბიოლოგიური იარაღის შესახებ, მაგრამ რატომ არ უწესებთ სანქციებს ქალბატონ ნულანდს, რომელმაც საჯაროდ აღიარა ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობა უკრაინაში, რაც დადასტურდა დოკუმენტური კადრებითა და დოკუმენტებით, რომლებიც ვაჩვენეთ ჩვენს პროგრამაში?!

რუსეთთან ყირიმის კვლავ შეერთებას თქვენ ანექსიას უწოდებთ და არ გსურთ, აღიაროთ, რომ ფაშისტური გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მკვლელობის მცდელობით მზადდებოდა და დატრიალდებოდა კიდეც სისხლიანი კალო ყირიმში; არ გსურთ, დაიჯეროთ და აღიაროთ, რომ ყირიმის მცხოვრებთა 90%-ზე მეტმა გასროლისა და ძალადობის გარეშე მისცა ხმა რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას. თქვენ უარყოფთ ჩვენს მტკიცებას უკრაინაში ნაციზმის გაღვიძების შესახებ და მორჩილად ეთანხმებით გერმანიის რაიხის გამანადგურებელი საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების ნგრევას, ქუჩებისთვის დიდი მწერლების სახელების გადარქმევას და ბანდერას, შუხევიჩისა და ჰიტლერის სხვა დამქაშების სახელების მინიჭებას, რომლებიც მხოლოდ ვოლინის ხოცვა-ჟლეტისთვის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების დახოცვისთვის სამუდამოდ უნდა იყვნენ დაწყევლილნი. ყველა ამ ფაქტზე არ მინდა შეჩერება და დაწვრილებით განხილვა, რადგან ჩემს გადაცემებში ყველაფერი ნახეთ. ასე რომ არ ყოფილიყო, სანქციებს არ დამიწესებდით, მაგრამ თქვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი არ ნახოთ და, რაც მთავარია, არ მისცეთ სხვებს ამის ნახვის საშუალება _ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის დაბრმავებული თქვენი პროპაგანდით და  არ ასრულებს ვაშინგტონის მიერ თქვენთვის დასახულ ამოცანებს. ეს სიმართლე თქვენთვის საშიშია, იმიტომ, რომ მიმდინარე წლის 1-დან 8 იანვრამდე პერიოდში ჩვენი გადაცემის განმეორება 53 მილიონმა ადამიანმა ნახა. და ეს არის რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირისა, რომელმაც სანქციები დამიწესა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი საქმიანობის აღიარებისთვის, რადგან, აღიარების გარდა, სხვაგვარად ვერ ავხსნი თქვენს შიშს სიმართლის მიმართ, რომელიც ადრე თუ გვიან გამოიწვევს საერთაშორისო ტრიბუნალს იმ ქვეყნებისა და ხალხებისგან, რომლებიც დღეს ჩვენს გამარჯვებას ელოდებიან, მაგრამ ამის საჯაროდ გამოხატვის არც ძალა აქვთ და არც საშუალება. თქვენ გავიწყდებათ, რომ ჩრდილო-დასავლეთის გარდა არის სამხრეთ-აღმოსავლეთი, აგრეთვე, აფრიკა და ლათინური ამერიკა. ამერიკული ბირთვული ქოლგის ქვეშ კომფორტული ცხოვრებით მიძინებული ცივილიზებული ევროპა, რომელმაც ოდესღაც კადაფის არ მოუსმინა და მოკლა, გაიღვიძებს მილიონობით ჩვეულებრივი ხალხის წინაშე, რომლებიც გამოერკვევიან ამ დავიდარაბიდან და ეტყვიანარა”- ხმამაღლა და მკაფიოდ, როგორც დღეს ჩვენი პრეზიდენტი გეუბნებათ _ ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, რომელიც დგას თქვენი თვალთმაქცობის დამანგრეველი ცუნამის გზაზე, მაგრამ მასთან ერთად უზარმაზარი რუსეთის ხალხების დიდი უმრავლესობაც ამ “არას” გეუბნებათ.

მშვენივრად მესმის, რომ ჩემი ამ წერილის შესახებ მათგან, ვისაც ის ეხება, ცოტა თუ შეიტყობს, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი დაწერა.

შეისმინეთ ჩვენიარა”, სანამ დრო გაქვთ.

ნიკიტა მიხალკოვი”.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://rg.ru/2023/01/16/otkrytoe-pismo-chlenam-soveta-evropejskogo-soiuza-ot-narodnogo-artista-rossii-geroia-truda-rossii-kinorezhissera-nikity-mihalkova.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here