გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი პროგნოზით გამოვიდა მედიის წინაშე: თუ რუსეთი სრულად შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, გერმანელები “სახალხო ამბოხებას” (Volksaufstande) მოაწყობენ, _ იუწყება eadaily.com.
ამ დასკვნამდე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადისთვის” საჭირო ტურბინის დაბრუნებაზე კანადის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას მივიდა.
“კანადელებმა თქვეს: “ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს”. ჩვენ ვუპასუხეთ: “შეგვიძლია ეს გავიგოთ, მაგრამ, თუ ჩვენ არ მივიღებთ ბუნებრივი აირის ტურბინას, მაშინ ვერ მივიღებთ ბუნებრივ აირს. ჩვენ, საერთოდ, ვეღარ შევძლებთ უკრაინის დახმარებას, იმიტომ, რომ დაკავებული ვაქნებით სახალხო ამბოხებით”, _ განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე _ მართლა წინასწარმეტყველებს თუ არა სახალხო აჯანყებას გერმანიაში, ბერბოკმა უპასუხა: “შესაძლოა, ცოტა გადავაჭარბე”.
გიორგი გაჩეჩილაძე