Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიის პოლიტიკური ელიტის ნაწილი პირადი მიზნების გამო საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს. ამ...

გერმანიის პოლიტიკური ელიტის ნაწილი პირადი მიზნების გამო საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს. ამ კოშმარს სრულად აცნობიერებს ელიტის მეორე ნაწილი

174
გერმანიის პოლიტიკური ელიტის ნაწილი პირადი მიზნების გამო საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს. ამ კოშმარს სრულად აცნობიერებს ელიტის მეორე ნაწილი

უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი შედეგი არის გერმანიის მიერ თავისი პოლიტიკური სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა. უფრო მეტიც, ბერლინის მკვეთრად გაზრდილ დამოკიდებულებას ვაშინგტონზე ამერიკული მხარისთვის აშკარა მიზანი აქვს: გერმანიის სამრეწველო სიმძლავრეების ნაწილი გადატან შეერთებულ შტატებში ჩინეთთან სტრატეგიული დაპირისპირების ფარგლებში. ამის შესახებ იუწყება ტელეგრამარხ Пинта разума.

უკრაინის მსხვერპლშეწირვით შეერთებული შტატები წყვეტს თავის უმთავრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამოცანებს. ესენია: რუსეთის დასუსტება, ნატოში ბლოკური დისციპლინის გაძლიერება, ზესახელმწიფოს შერყეული სტატუსის აღდგენა და, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების ახალი ფორმატის შექმნა გერმანიასთან, მისი გადაყვანა უმცროსი მოკავშირის პოზიციიდან სატელიტის დონეზე.

ამასთანავე, გერმანიის აღმოსავლეთ საზღვრებზე ძლიერდება პოლონეთი, როგორც მისი შეკავების ინსტრუმენტი. უახლოეს მომავალში პოლონეთის შეიარაღებული ძალები გაძლიერდება შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერით. ამასთანავე, შეერთებული შტატები არ გააძლიერებს გერმანიის სამხედრო პოტენციალს. აშშ-ის ამჟამინდელი ევროპული სტრატეგით, როგორც აუცილებელი ელემენტები, სუსტი გერმანია და ძლიერი პოლონეთია გათვალისწინებული. ცხადია, რომ გერმანიის მრეწველობის შეერთებულ შტატებში გადატანა გაჭიანურებული პროცესია. ის, აგრეთვე, ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიებისა და პატენტების გადაცემას ამერიკული კომპანიებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკის თვალსაზრისით, ოლაფ შოლცის „შუქნიშნური“ მთავრობა ღიად ღალატობს გერმანიის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ რის სანაცვლოდ? ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური დათმობების სანაცვლოდ გერმანია ფორმალურად არაფერს იღებს; ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. შეიძლება თეორიულად (და არც ისე ძალიან, რადგან შუბი ხალთაში არ დაიმალება) ვივარაუდოთ, რომ ამერიკელები გერმანელებს უკრაინით გადაუხდიან, მაგრამ ეს საეჭვო ჯეკპოტია, მისგან ამ ომის შემდეგ ეკონომიკის თვალსაზრისით ცოტა რამ დარჩება. ასე რომ, ომისშემდგომი უკრაინა გერმანიისთვის არა პრიზი, არამედ ტვირთია, ამიტომ უკრაინა ახლა გერმანიისთვის ვარიანტი არ არის. რეალობა გარკვეულწილად უფრო საშინელია: გერმანიის პოლიტიკური ელიტების ნაწილი, რომელიც დღეს გფრ-ს პოლიტიკურად მართავს, პირადი მიზნების გამო საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს. ამ კოშმარს სრულად აცნობიერებს ელიტის მეორე ნაწილი, ამიტომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება ველოდოთ, რომ ისინი, ვინც ამას არ ეთანხმებიან, გამოვლენ პოლიტიკურ ველზე და შეეცდებიან, როგორმე დაუპირისპირდნენ გერმანიის ეკონომიკურ თვითმკვლელობას. ამ მხრივ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გერმანიაში პოლიტიკური ცხოვრება მალე გაცილებით ცოცხალი გახდება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@pintofmind/3023

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here