Home ახალი ამბები მსოფლიო ZDF: გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აგრძელებენ თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას რუსეთისგან...

ZDF: გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აგრძელებენ თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას რუსეთისგან ბელგიის გავლით

84
გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აგრძელებენ თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას რუსეთისგან ბელგიის გავლით

გერმანული ტელეარხის ZDF-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ლურჯი საწვავი რუსეთიდან ჯერ ბელგიაში მიდის, შემდეგ კი, თხევადი ბუნებრივი აირი, გერმანიაში გადის. მიწოდების მოცულობა დაახლოებით ხუთი მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში (ეს არის გერმანიის გაზის მთლიანი მოთხოვნის დაახლოებით 6 პროცენტი).

ენერგეტიკული კომპანიის ICIS-ის მონაცემებით, ევროპას თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 13 პროცენტი რუსეთიდან შემოაქვს (თუ მხედველობაში მივიღებთ მთელი თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობას, რომელსაც ევროპის ქვეყნები საზღვარგარეთ ყიდულობენ).

ლურჯი საწვავის უმეტეს ნაწილს საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბელგია ყიდულობენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული გემი “Hoegh Esperanza” უახლოეს დღეებში ნიგერიიდან გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ვილჰელმშავენის პორტში შევა. ეს ლურჯი საწვავი საკმარისი იქნება „50 ათასი საცხოვრისის უზრუნველსაყოფად ერთი წლის განმავლობაში“.

17 დეკემბერს კი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საზეიმოდ გახსნის ქვეყნის თხევადი ბუნებრივი აირის პირველ ტერმინალს ვილჰელმშავენში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here