Home ახალი ამბები “გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მუსლიმთა თემს წარმოადგენენ ფეხებზე იკიდებენ საქართველოს კანონმდებლობას”

“გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მუსლიმთა თემს წარმოადგენენ ფეხებზე იკიდებენ საქართველოს კანონმდებლობას”

1282

კიდევ ერთი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში – მუსლიმი თემი საქართველოს წინააღმდეგ. ქობულეთში მუსლიმურ სასწავლებელზე ღორის თავის დაკიდების შემდეგ საქმე, ევროსასამართლომდე მივიდა.

2014 წელს მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაწყებული დაპირისპირებაც დღემდე გრძელდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდი giorgi IV-ი ვცრელ პოსტს აქვეყნებს:

ყველა ასეთი დაწესებულება საქართველოში სადაც ქართველ ბავშვებს გაუგებარი ხალხი გაუგებარი იდეოლოგიით ზრდის არის სასწრაფოდ დასახური !

პირველ რიგში ეს არ არის პანსეონი. ეს არის ე.წ. “თურქული მედრესე” რომელსაც არაფერი საერთო პანსეონთან არ გააჩნია. ასეთი უკონტროლო მედრესეები სამწუხაროდ ათობით არის მაღალმთიან აჭარაში , ბათუმში და გურიაში. ჯამში საქართველოში 30 ზე მეტი ესეთი “დაწესებულებაა” სადაც 300 ზე მეტი ქართველი ბავშვი სწავლობს.

მეორე და უმთავრესი – ეს არის არალიცენზირებული და სრულიად უკონტროლო დაწესებულებები, ასეთ დაწესებულების ფუნქციონირებას უნდა ცალსახად ჯანდაცვის სამინიტროს ლიცენზია წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისგება.
ჯანდაცვის სამინიტრო არაფერს აკეთებს!!!

გაურვეველი ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ მუსლიმთა თემს წარმოადგენენ ფეხებზე იკიდებენ საქართველო კანონმდებლობას, შუაგულ საქართველოში სრულიად უკანონოდ ხსნიან თურქულ მედრესეს, სადაც უნდა აცხოვრონ და “აღზარდონ” ქართველი ბავშვები ( უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან ) აღმზრდელების ვინაობა დაუდგენელია – არანაირი ლიცენზია, კონტროლი და არავინ იცის რას ასწავლიან ბავშვებს და რას უნერგავენ თავში.

ეს არის სრული განუკითხაობა და ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობა.
1) არანაირი ლიზენცია და კონტროლი ვინ და რა იდეოლოგიით ზრდიან ჩვენ ბავშვებს.
2) გაუგებარია საიდან ფინანსდება ეს სახლები
3) სრული იგნორი საქართველოს კანონმდებლობის და ამის რელიგიის სახელით შეფარვა.

საქართველოს ესეთი გაუგებარი , უკონტროლო პანსეონები არ სჭირდება, ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თაობა ჩვენი ტრადიციების და ჩვენი ისტორიის შესაბამისად.

ვინც არ ემორჩილება კანონს ყველანი ციხეში.

იმედია ამ ერთუჯრედიან დამნაშავეებს გამოაბუნძულებს სტრაზბურგის სასამართლო”,- აღნიშნულია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონი, რომელიც 3 წლის წინ აშენდა, ჯერ კიდევ დაკეტილია.

საქართველოში სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებით რელიგიური დისკრიმინაციის მოტივი დადგინდა, მაგრამ მუსლიმები და უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი“ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის გამო ჩივიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here