Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგული ტრიბუნალის შესახებ

ფრანგული ტრიბუნალის შესახებ

ტრიბუნალს ყოველთვის გამარჯვებულები აწყობენ დამარცხებულებისთვის, თანაც მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაიმარჯვებენ

96

საფრანგეთის ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე რუსეთს წინააღმდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო,“ _ განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

პოლიტიკური ბლოგერისა და ჟურნალისტის, იური პოდოლიაკას, კომენტარი:

_ ტრიბუნალს ყოველთვის გამარჯვებულები აწყობენ დამარცხებულებისთვის, თანაც მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაიმარჯვებენ. ის კი, ვინც ივიწყებს ამ მარტივ ჭეშმარიტებას, სულელია; თუმცა მესმის, ვიღაცას ძალიან უნდა, უჩვენოს თავის ამომრჩეველს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და უკვე ტრიბუნალზე ფიქრობს.

ჟურნალისტ მიხეილ ონუფრიენკოს კომენტარი:

_ ახლა იმაზე კი არ ვისაუბრებ, კონფლიქტის დამარცხებული მხარის მიერ შექმნილი ტრიბუნალი რამდენად სასაცილოა, არამედ ლოგიკასა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.   რუსეთი ჯერ არავის გაუსამართლებია. ეს მარიონეტული ტრიბუნალი ჯერ კიდევ იქმნება, ევროპაში კი უბრალო ადამიანებს უკვე აპატიმრებენ, აჯარიმებენ, ართმევენ მოქალაქის უფლებებს `რუსეთის კრიმინალური საქმიანობის~ მხარდაჭერისთვის. დამნაშავე ჯერ დასჯილი არ არის, მაგრამ დამნაშავის მხარდაჭერისთვის დასჯილები უკვე არიან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინოვაციური ევროდემოკრატიის ახალ საოცარ სამყაროში.

P.S. სხვათა შორის, ჰიტლერის რეჟიმის გარეწრობის მიუხედავად, მესამე რაიხის დანაშაულების დიდი უმრავლესობა ჩადენილი იყოგათავისუფლების“, „დემოკრატიის ხელშეწყობისადაჭეშმარიტი ღირებულებებისლოზუნგებით. უფრო მეტიც, თუ ჰიტლერი მოიგებდა ამ ომს, ის გაასამართლებდა სტალინს, ჩერჩილსა და რუზველტს (ან მათგან მას, ვინც ცოცხალი მიაღწევდა სასამართლომდე), მაგრამ ის დამარცხდა და სამართლიანი სასამართლოს შიშით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამიტომ მისი დამქაშები გაასამართლეს. ისინი, ვინც დღესდემოკრატიისდაცვის ნიღბით აბრუნებს ნაციზმს, კარგად უნდა დაფიქრდნენ თავიანთი ქმედებების შედეგებზე, რომელსაც მალე შეიძლება ეწოდოს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. გამარჯვებული მხარე, რა თქმა უნდა

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here