Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგული ნაციზმი ბრუნდება

ფრანგული ნაციზმი ბრუნდება

124
ალა პოედი ნაიდიჩი ( მარჯვნივ)

რით განსხვავდება დღევანდელი ევროპული “დემოკრატია”  ჰიტლერის “დემოკრატიისგან”?

“აი თქვენ თანამედროვე საფრანგეთი, სადაც ტელეეთერში სერიოზულად ლაპარაკობენ (მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ მოწვეული სტუმრები), რომ რუსულ კულტურასა და რუსებს ის უნდა გაუკეთონ, რასაც ახლა აკეთებენ კიევში”, _ წერს იური პოდოლიაკა თავის ტელეგრამ-არხზე.

ფრანგულ ტელევიზიაში რუსული კულტურის ცენტრის განადგურებისკენ მოუწოდებენ და რუსებს „ტარაკნებს“ უწოდებენ. ასეთი განცხადებით გამოირჩეოდა ტელეარხ LCI-ის ექსპერტი ალა პოედი ნაიდიჩი რუსოფობიის შესახებ გადაცემაში. ევროპაში ნაციზმი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება. და, თუ ეს არ არის ნაციზმი და დემოკრატიაა… მაშინ რით განსხვავდება დღევანდელი ევროპული “დემოკრატია” ჰიტლერის “დემოკრატიისგან”?

სხვათა შორის, 1945 წლის აპრილ-მაისში რაიხსტაგსა და რაიხსკანცელარიას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე სწორედ ფრანგი ნაცისტები იცავდნენ “ეს-ეს”-ის დივიზია “შარლემანიდან”,  29 აპრილს მათ მიიღეს უკანასკნელი “რკინის ჯვრები” ჰიტლერის ხელიდან, ხოლო იმ  ფრანგების რაოდენობა, რომლებიც 1944 წლის ბოლომდე იბრძოდნენ ჰიტლერის მხარეს, აღემატებოდა იმ ფრანგების რაოდენობას, რომლებიც იბრძოდნენ ჰიტლერის წინააღმდეგ. და, საერთოდ, საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნად მხოლოდ “ამხანაგი სტალინის აზრის” წყალობით გამოცხადდა და მაკრონს ამის შეხსენება ხშირად სჭირდება.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here