Home ახალი ამბები მსოფლიო Fox News-ის მკითხველებს ეჭვი ეპარებათ ბაიდენის გონებრივ შესაძლებლობებში

Fox News-ის მკითხველებს ეჭვი ეპარებათ ბაიდენის გონებრივ შესაძლებლობებში

91
Fox News-ის მკითხველებს ეჭვი ეპარებათ ბაიდენის გონებრივ შესაძლებლობებში

ტელეარხ Fox Newsის ახალი ამბების პორტალის მომხმარებლებმა კომენტარები გამოაქვეყნეს ინფორმაციაზე, რომლის თანახმად რუსულმა გამანადგურებელმა აშშის სამხედროსაჰაერო ძალების სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 გამოიჭირა და გასაქანი არ მისცა წყნარი ოკეანის თავზე. მომხმარებელთა აზრით, ეს ინციდენტი აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მორიგი პროვოკაციაა.

Fox News-ის ახალი ამბების პორტალის მომხმარებლთა აზრით, აშშ-ს გაუმართლა, რომ, ამ პროვოკაციების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს აკონტროლებს.

“ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ პუტინს შეუძლია, თავი გააკონტროლოს, ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტის პროვოკაციების მიუხედავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი ყველაფერს მიუტევებს ბაიდენს, რომელსაც სურს, პუტინი განტევების ვაცად აქციოს, მაგრამ ეს არ გამოუვა. ჩვენ ომის გზას ვადგავართ”, _ წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

“ვერ ვიხსენებ, რომ ასეთი ნეგატიური დიპლომატიისთვის ოდესმე მიემართოს ტრამპის ადმინისტრაციას. ჩემთვის ნათელია, რომ გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით, ბაიდენს არ შეუძლია მართოს საქმეები რუსეთთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან. ეს ძალიან სახიფათოა”, _ დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here