Home ახალი ამბები საქართველო ევრაზიული პროექტის მომავალი: ქართველი და რუსი პოლიტოლოგების განხილვა

ევრაზიული პროექტის მომავალი: ქართველი და რუსი პოლიტოლოგების განხილვა

ევრაზიული პროექტის მომავალი: ქართველი და რუსი პოლიტოლოგების განხილვა

გაიმართა ევრაზიული პროექტისა და სკვითური მოძრაობის პირველი განხილვა გამოჩენილ და აღიარებულ რუს ფილოსოფოსთან, პოლიტოლოგთან, მწერალთან, საზოგადო მოღვაწესთან, ლევ გუმილიოვის ცენტრის დირექტორთან – პაველ ზარიფულინთან, რომელიც მომხსენებლად მოსკოვიდან წარსდგა. მას კითხვებს უსვამდნენ და თავიანთ შენიშვნებს უზიარებდნენ ქართველი სპეციალისტები – პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, აგრეთვე ახალგაზრდული ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა ონლაინ-რეჟიმში, ევრაზიის ინსტიტუტის (თბილისი) ბაზაზე.

საქართველოს საზოგადოებრიობისა და პოლიტიკური ელიტების ევროპითა და დასავლური ცივილიზაციით იმედგაცრუების ფონზე, ევრაზიული იდეები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ევრაზიულობა პერსპექტივაში საქართველოსთვის შეიძლება, ძირითადი ორიენტირი გახდეს, ვინაიდან საქართველო ახდენს ტრადიციონალიზმისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის გამყარების აქცენტირებას. პაველ ზარიფულინი ქართველ კოლეგებს იმის გარკვევაში დაეხმარა, თუ რას წარმოადგენს ევრაზიული პროექტი რუსეთის გადასახედიდან და რამდენად არის იგი იმ ქვეყნებისა და ხალხების ინტერესში, რომლებიც უწინ საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდნენ.

რუსი სპეციალისტის ღრმა ცოდნამ, თემის ფლობამ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებში ცოცხალი ინტერესი გამოიწვია. პაველ ზარიფულინმა, როგორც ძველი სკვითების ისტორიისა და კულტურის მთავარმა პოპულარიზატორმა, დაწვრილებით მოუთხრო მათ, რა არის „სკვითობა“ და რით არის იგი აქტუალური იმ ხალხებისთვის, რომლებიც (განსხვავებით ევრაზიის ბევრი ხალხისაგან) არ მიეკუთვნებიან სკვითების შთამომავალთა რიცხვს ან თავი ასეთებად არ მიაჩნიათ.

ზარიფულინის თქმით, თანამედროვეობის სკვითობა წარმოადგენს არა ეთნიკურ განსაზღვრებას, არამედ „ევრაზიულობის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებულ ვარიანტს, ევრაზიულობა 2.0.-ს“. თანამედროვე „სკვითებთან“ გაერთიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის, სხვა კონტინენტებიდან, რადგან „სკვითობა ცოცხალი პასიონარულის მოდელია; სკვითები, სხვათა შორის, ისევე, როგორც ქართველები და სამხრეთის სხვა ხალხები, იყვნენ სინათლის, მზის ხალხი, თავიანთ ნაკეთობებს ისინი ძირითადად ოქროსგან ამზადებდნენ“ – აღნიშნა რუსმა ისტორიკოსმა. სკვითების, ისტორიულად ამ რეალური მოვლენის, ასეთი მეტაფორული აღქმა, როგორც სინათლისა და სიკეთის ძალისა, რომელიც ებრძვის ბნელი ძალის, ბოროტების გავრცელებას, გასაგები და მისაღები ხდება თანამედროვე ადამიანისთვის.

მრგვალ მაგიდაზე განხილულ იქნა ახალი ევრაზიელობის ფუნქცია ნაციონალიზმისა და ლიბერალიზმის დამღუპველი ფორმების გადასალახად, რომლებიც, ზარიფულინის მიხედვით, „ერთმანეთთან ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ისინი საკუთარ თავს თვითონვე ანადგურებენ“.

ბუნებრივია, განხილულ იქნა ასევე ზოგიერთი ასპექტი, რომლებიც ექსპერტულ საზოგადოებას ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტში აინტერესებს. პ. ზარიფულინმა აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა არაერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის, მათ შორის, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მიმართულების, განხორციელებისათვის.

ქვემოთ გთავაზობთ ფოტომასალასა და ღონისძიების ვიდეოჩანაწერის ნაწილს:

00:00:00 – Об СНГ и отношении российских полит. элит к Евразийству; 00:05:38 – Отношение духовных авторитетов Православия и Ислама к евразийству; 00:13:38 – Возможно ли преодоление национализма и нац. конфликтов через Евразийство? Что общего между советским социализмом, христианским консерватизмом и евразийством? 00:27:15 – Империя и евразийство. Союз, Федерация, Конфедерация; 00:34:05 – Вопрос Т. Гагнидзе: Как Грузия может соприкасаться с Евразийским проектом? 00:39:12 – Вопрос и критические замечания А. Русецкого. Предложение термина “мета-евразийство” с тем, чтобы евразийство не было чисто российским явлением. Кто противостоит скифтсву и почему в Грузии это проблематично? 00:47:24 – Ответ А. Русецкому: Что такое “скифство”; 00:59:40: Вопрос Э. Кухианидзе о раздедлении и конфликтах между народами на Кавказе и ответ на него; 01:12:55 – “Олигархи должны стать скифами”; 01:14:50 – Вопрос Г. Курцикидзе: Где в настоящее время находятся Грузия и Россия по теории пассионарности Л. Н. Гумилёва?

წყარო: NEWS FRONT

ევრაზიული პროექტის მომავალი: ქართველი და რუსი პოლიტოლოგების განხილვა
ევრაზიული პროექტის მომავალი: ქართველი და რუსი პოლიტოლოგების განხილვა
ევრაზიული პროექტის მომავალი: ქართველი და რუსი პოლიტოლოგების განხილვა

1 COMMENT

  1. თითქმის ოთხი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებში პოლიტიკური თვითგამორკვევისა და ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხებზე საუბრებმა და კამათმა შიშის ბარიერი გადალახა და კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. თავად ვარ ამ პროცესების მომსწრე და მონაწილე, ამიტომ მენდეთ:
    ასე რომ, სიფრთხილე აუცილებელი იყო. საბჭოთა კავშირის მოქალაქეები შიშის სინდრომის დამარცხებას ნაბიჯ-ნაბიჯ ახერხებდნენ და უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებში იმატა დემონსტრაცია/მიტინგების რაოდენობამაც და მონაწილეთა რიცხოვნობამაც. იქ წამოჭრილი საკითხები თავიდან მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ეხებოდა, შემდეგ კი – უკვე საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოწოდებებმა იმძლავრა. „კრემლი“ ცდილობდა, მრავალრიცხოვანი აგენტურის საშუალებით ემართა ეს პროცესები: რა დასამალია, რომ თავად ე.წ. არაფორმალურ ორგანიზაციებში კა-გე-ბეს აგენტები მრავლად მოქმედებდნენ და ხშირად ყველაზე რადიკალური და არარეალურ/მაქსიმალისტური ლოზუნგებით და მოქმედებებით ისინი გამოირჩეოდნენ. კრემლის გეგმა ამგვარი იყო: ჯერ პროვოკაციების გზით გაეჩაღებინა „ცხელი წერტილები“, შემდეგ – სამხედრო ძალის გამოყენებით სისხლში ჩაეხშო, ხოლო საგანგებო ვითარების გამოცხადების საბაბით, რუსეთის ფედერაციის რეგიონებიდან გადასროლილი სამხედრო ნაწილები და შინაგანი ჯარის დანაყოფები, სხვადასხვა სტატუსით, „ცხელ წერტილებში“ განუსაზღვრელი ვადით დაეტოვებინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here