ბილბაოს “ატლეტიკის” გულშემატკივრებმა მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ საშინაო მატჩის დროს ტრიბუნაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სსრკ-ის დროშები აიტანეს. შეხვედრა 15 ოქტომბერს სტადიონ “სან მამესზე” გაიმართა და მადრიდელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა.
ბილბაოს გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის დროშები და გამარჯვების დროშა იყო.
ბასკმა გულშემატკივრებმა ეს ტილოები ადრეც გამოიყენეს. ეს მოხდა 2014 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „ატლეტიკსა“ და უკრაინულ „შახტარს“ შორის. მაშინ ტრიბუნაზე ასევე ეკიდა ბანერი „ადექი, დონბას!“.