ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 14 თებერვალს მაღალი რანგის პოლიტიკური და ეკონომიკური დელეგაციით ჩინეთის დედაქალაქში ჩაფრინდა. ამის შესახებ თავის ტელეგრამ–არხზე წერს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი.
ებრაჰიმ რაისის პეკინში ვიზიტი ირანის პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტად ითვლება ბოლო 20 წლის განმავლობაში. პეკინში რაისის ვიზიტის პირველი დღის დღის წესრიგშია ჩინეთის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარესთან შეხვედრები და თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტების ხელმოწერა.
ჩვენ თვალწინ იწყებს ჩამოყალიბებას ანტიამერიკული ალიანსი, ქვეყნების ალტერნატიული თანამეგობრობა საკუთარი ხედვით თავიანთი განვითარების გზების შესახებ, და ეს მხოლოდ დასაწყისია. ასეთი ალიანსი გახდება ალტერნატივა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან ვაშინგტონის ტოტალურ დიქტატურას, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში ძალით აწესებდა საკუთარ წესრიგს მსოფლიოში.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ