თურქეთის პრეზიდენტის “ეკონომიკური პოლიტიკის საბჭოს წევრმა იიგიტ ბულუტმა სასტუმროებისა და უძრავი ქონების მფლობელებს განუცხადა, რომ ევროპაში დიდია თბილ ქვეყნებში ზამთრის გატარების მსურველთა რაოდენობა”, _ წერს svtv.ong–ი.
ევროკავშირის ქვეყნების, სულ ცოტა, მილიონამდე მოქალაქეს, რომლებსაც გაუთიშეს ბუნებრივი აირი, სურს, ეს ზამთარი თურქეთში გაატაროს, სასტუმროები სტამბოლში, იზმირში, ანტალიასა და სხვა პროვინციებში გადაივსება. მათ, აგრეთვე, აინტერესებთ უძრავი ქონების არენდა და შესყიდვაც”, _ განაცხადა იიგიტ ბულუტმა.
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სასტუმროებისა და უძრავი ქონების მფლობელებს მოუწოდა, იაფად არ გააქირაონ ან არ გაყიდონ თავიანთი ქონება, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას კი მან “ღვთაებრივი სამართლიანობა” უწოდა.
რამდენიმე დღის წინათ “გაზპრომმა” სრულიად შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროკავშირს მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადით”, ამის გამო იგეგმება დიდი ანდრონული კოლაიდერის გათიშვა. .გერმანული პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი კი 2023 წელს ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვას წინასწარმეტყველებს.
გიორგი გაჩეჩილაძე