Home ახალი ამბები მსოფლიო ენტონი ბლინკენი ყაზახეთში

ენტონი ბლინკენი ყაზახეთში

117

 აშშის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა  შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც გამართა, მოგვიანებით კი უზბეკეთს ეწვევა. ის ამ ქვეყნებისდამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტსაც დაიცავს”. ჩვენმა მეზობლებმა ვერაფერი გაიგეს… – წერს პოლიტოლოგიამერიკანისტი დიმიტრი დრობნიცკი ტელეგრამის არხში.

“AFP იუწყება:

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 28 თებერვალს ყაზახეთს დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერას დაჰპირდა გავლენის გაზრდის მიზნით  ცენტრალურ აზიაში, რომელიც შეძრა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ.

  „როგორც იცით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ყაზახეთის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას“, _ განაცხადა ბლინკენმა ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე. “ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ ვამბობთ ამ სიტყვებს და ისინი რეალურად არაფერს ნიშნავს. ამ კონკრეტულ დროს კი მათ ჩვეულებრივზე მეტი რეზონანსი აქვთ”, _ თქვა ბლინკენმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ერთი წლის წინათ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა. ბლინკენის განცხადებით, შეერთებულ შტატებს „გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო განამტკიცოს“ აშშ-ის ურთიერთობები ყაზახეთთან, რომელიც, მოსკოვის დიდი წნეხის მიუხედავად, თანამშრომლობს ვაშინგტონთან საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. აშშ-ის პირველმა დიპლომატმა მოგვიანებით მოლაპარაკებები დაიწყო პრეზიდენტ კასიმჟომართ თოკაევთან.

სააგენტო  Reuters-ი დასძენს:

„მოგზაურობა გაიმართა 24 თებერვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავიდან. ეს იყო მოსკოვის გავლენის გამოცდა რეგიონში, რომელშიც ასევე შედის ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. რეგიონის ლიდერებმა თავიანთი ახლშეძენილი ბერკეტებით გაბედეს რუსეთთან დაპირისპირება, რადგან მოსკოვი აკვირდება მათ ბაზრებსა და სავაჭრო გზებს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. ბლინკენი ტაშკენტში (უზბეკეთის დედაქალაქი) გამგზავრებამდე ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ასტანაში შეხვდება. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაააქტიურა ურთიერთქმედება რეგიონთან, რათა აჩვენოს აშშ-თან თანამშრომლობის სარგებელი ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთში კონფლიქტის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს შეეჯახნენ”.

 რა გაეწყობა, დღის წესრიგი შემუშავებულია… შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (одкб) სამხედრო ბლოკში შედიან. ისინი აპირებენ, არამეგობრული ქვეყნის მთავარ დიპლომატს მოუსმინონ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ  

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5397

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here