Home ახალი ამბები მსოფლიო ეკონომიკური თვითმკვლელობის 31 წელი

ეკონომიკური თვითმკვლელობის 31 წელი

87

1990 წელს Deutsche Bank-მა თითოეული საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკური პერსპექტივები იწინასწარმეტყველა. ამ წინასწარმეტყველებაში უკრაინას ყველაზე დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც იმედოვნებდნენ, _ წერს ტელეგრამ არხისპუტნიკი”.

* იმას, რაც უკრაინის ეკონომიკას დაემართა დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ანალოგი არ აქვს მსოფლიო ისტორიაში. 1990-დან 1994 წლამდე მთლიანი ეროვნული პროდუქტი 44%-ით შემცირდა, მრეწველობის მოცულობა – 41%-ით, ეროვნული შემოსავალი – 54%-ით.

ცნობისთვის: დიდი დეპრესიის პერიოდში აშშ-ში მრეწველობა 25%-ით დაეცა, ხოლო სსრკ-ში დიდი სამამულო ომის პერიოდში მაქსიმალური დაცემა 30%-ს შეადგენდა.

* უკრაინა ერთადერთი რესპუბლიკაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია 1990 წლის განვითარების დონეს.

* მოსახლეობის კეთილდღეობის სარეიტინგო სიაში უკრაინამ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან 47-დან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა.

* თუმცა უკრაინამ ერთი მიმართულებით შეძლო ლიდერობის მოპოვება _ დამოუკიდებლობის მრავალი წლის განმავლობაში მუდმივად არის ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში და ლიდერობისთვის მოლდოვას ებრძვის.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here