“რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა ილია თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება, რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა–არ ყოფნის საკითხთან… დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის“.
თუ რატომ დავასათაურე წინამდებარე წერილი დიდი ვაჟას უკვდავი პოემის „სტუმარ-მასპინძლის“ ერთ-ერთი გმირის, ზვიადაურის, ციტატით (დიახ, ერთ-ერთის, რადგან ჯოყოლა, ზვიადაურზე არანაკლები ვაჟკაცი, პოემის ზნეობრივი პერსონაჟია), ამას მკითხველი, გზადაგზა მიხვდება. ისევე, როგორც იმას, რა მიზნით წარვუმძღვარე წინამდებარე წერილს პროლოგად (თუ ასე თქმა უპრიანია) ერთი პატარა ამონარიდი დიდი ილიას დღესაც აქტუალური წერილიდან…
ილიას, აკაკის, ვაჟას, ნიკო ნიკოლაძისა და სხვა თვალსაჩინო მამულიშვილთა რჩეულ ციტატებს, რომლებმაც XIX საუკუნეში თავიანთი სიცოცხლე საქართველოს აწმყოსა და მომავალზე ფიქრსა და გარჯას შეალიეს, თავი მოვუყარე, რამდენიმე წელიწადია, დავატარებ და ნეოლიბერალური ფილოსოფიით მოწამლულ ქართველ ახალგაზრდებს ვჩუქნი ხოლმე _ ეგებ გაიგონ, რომ გარდა ფრაზისა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, რომელიც პეტერბურგიდან ახალდაბრუნებულმა ჭაბუკმა ილიამ თქვა, მის კალამს ეკუთვნის ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილი „ასი წლის წინათ”, რომელიც 1899 წელს დაწერა და რუსის ჯარის თბილისში პირველად შემოსვლიდან 100 წლისთავს მიუძღვნა. ისე, დღევანდელი ლიბერასტული გადმოსახედიდან, როდესაც მოსკოვში ცეკვა-სიმღერა თუ ფეხბურთის თამაში სამშობლოს ღალატად ითვლება, დიდი ილია, აკაკი და სხვა მრავალი “რუსეთუმე” მამულიშვილი საფლავიდან უნდა ამოვთხაროთ, ხოლო მათი ძეგლები დავანგრიოთ…
ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამომიყენებია სხვადასხვა სტატიაში ზემოხსენებულ მამულიშვილთა (ძირითადად, ილიას) გამონათქვამები რუსეთ-საქართველოს ტკბილ-მწარე თანაცხოვრებაზე, მაგრამ, რომ იტვიან, „შეაყარე კედელს ცერცვი“, განსაკუთრებით _ მოწამლული ახალგაზრდობის კედელს; წინამდებარე წერილსაც ეს ბედი ექნება ახალგაზრდების უმრავლესობაში… მგონი, კმარა ისტორიაში ქექვა და წერილის მთავარ თემებს მივხედოთ, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი მითქვამს…
ევროპარლამენტის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის მიღებული ქართველი ერის შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიუხედავად, ნამდვილად მეგონა, რომ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილბით, ან სამივე ქვეყანას _ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას _ მიანიჭებდნენ ევროკავშირში მისაღები კანდიდატის სტატუსს, ან სამივეს ერთად გვეტყოდნენ უარს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს უთხრეს უარი, უკრაინაზე კი განაცხადეს, რომ მისთვის სტატუსის მინიჭება იქ წარმოებული ომის გამო მოხდა. რაც შეეხება მოლდოვას, პოლიტოლოგ-ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყანამ იმიტომ დაიმსახურა ჯილდო, რომ მოლდოველებმა პრორუსი იგორ დოდონის ნაცვლად პროდასავლელი ქალბატონი მაია სანდუ აირჩიეს პრეზიდენტად.
ასეთი შინაარსის რეზოლუციის მიღების თვით ფაქტი იყო საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, რადგან ეს მრავალი წლის განმავლობაში ნატოს სამხედრო მისიებში უაზროდ დაღუპული ქართველი ბიჭების საფლავების შეურაცხყოფის ტოლფასია და ამაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ადეკვატური პასუხი საქართველოს სახელით უნდა ყოფილიყო ასეთი: „ძაღლ იყოს თქვენი მკვდრსადა“. მაგრამ რა ქნას?! იგი ვაჟას ზვიადაური კი არა, ბიძინას ღარიბაშვილია და იმისთვისაც დიდი მადლობა, რაც ამ პოსტიდან მოახერხა _ საქართველოში ჯერჯერობით მეორე ფრონტი ვერ გაიხსნა და ლგბტ–ები ვერ ჯეჯილობენ. აი ეს იყო ევროპის უარის მთავარი მიზეზი და არა მიშას შარდის ფერი…
თუმცა, რომც მოეცათ კანდიდატის სტატუსი, როგორც აქამდე ვამტვრიეთ ნატოს ღია კარი, ანალოგიური რამ მოხდებოდა ამ შემთხვევაშიც _ ევროკავშირი, ნატოსი არ იყოს, ახალი სატყუარაა, რომლის „ღია კარში“ საქართველო ვერასოდეს შევა.
ახლა კი წინამდებარე წერილის შესავლიდან ერთ პასაჟს რეზიუმეს სახით გავიმეორებ: „ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება, რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი“… ამიტომაც ბრძანა რუსეთის იმპერატრმა ფრთიანი ფრაზა, რომელიც უკრაინაში ომის გათვალისწინებით დღემდე აქტუალურია: “რუსეთს ორი მოკავშირე ჰყავს _ მისი არმია და ფლოტი!”. უკრაინაში რუსეთი, პრაქტიკულად, მარტო ეომება ნატოს (წაიკითხე, მსოფლიოს) და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთს დაამარცხებს, რბილად რომ ვთქვათ, ცდება.
ილია ამბობს, რომ რუსეთს არ სჭირდება პატარა ხალხების თანაგრძნობა _ ეს, საქართველოს გონიერი და გამბედავი მმართველი რომ ჰყავდეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური საშუალებაა.
როგორ? აი ზუსტად ახლა, როდესაც მთელი ლიბერასტული მსოფლიო ებრძვის რუსეთს, საქართველომ ერთმორწმუნე რუსეთის მხარე უნდა დაიჭიროს. რაც, სანქციებასთან საქართველოს მიერთებისა არ იყოს, რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს შეჰმატებს, მაგრამ მორალურად გაახარებს და, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ (რომელშიც, ვიმეორებ, აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთი, რადგან უკვე ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე (ყოფილი, რადგან უკრაინის სახელმწიფოებრიობა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს) აშშ ებრძვის რუსეთს, ანუ ლგბტ _ მართლმადიდებლობას, ეშმაკი _ ღმერთს; ამ ომში უფალი რუსეთთან, მესამე რომთანაა) საქართველო ერთმორწმუნე რუსეთის გავლენის ზონაში უნდა აღმოჩნდეს, რაც, კიდევ ვიმეორებ, სოხუმ–ცხინვალის დაბრუნების რეალური შანსია!
რუსეთის მარცხი მხოლოდ ბირთვული აპოკალიპსის შემთხვევაშია შესაძლებელი. ზემოთქმული ნაბიჯების გადადგმისკენ საქართველოს უბიძგა ევროპამ, მან შეურაცხყო ქართველი ერი და არა ხელისუფლება, რომელსაც პედერასტულმა ევროპამ უარი უთხრა ევროპულ ოჯახში გაწევრებაზე. ქოცების ხელისუფლება კი ჯიუტად ატუზულა ევროკავშირის ღია კართან, იმიტომ, რომ მის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვები _ ზნეობა, თავმოყვარეობა, ღირსება…
დავით მხეიძე