Home ახალი ამბები მსოფლიო დიქტატურა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არ უნახავს: დასავლეთის თავისუფლება “ეჟოვის ხელთათმანებით”  დასრულდა

დიქტატურა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არ უნახავს: დასავლეთის თავისუფლება “ეჟოვის ხელთათმანებით”  დასრულდა

167

დასავლეთის ქვეყნების ხელისუფალნი გამალებით ემზადებიან გლობალური ეკონომიკის გარდაქმნის რთული პერიოდისთვის, როდესაც მათ მოსახლეობას მოუწევს იმაზე მეტად მოკრძალებული და რთული ცხოვრება, ვიდრე მიჩვეულია. ამ პირობებში ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასავლეთის მმართველ წრეებს მხოლოდ ერთი რამ რჩებათ _ ქანჩების ძლიერად მოჭერა. “აშშისა და გერმანიის მაგალითზე ვნახოთ, როგორ ხდება ეს”, _ წერს ჟურნალისტი სერგეი ლატიშევი tsargrad.tvზე.

საინტერესოა, როგორ მოიქცევიან “დემოკრატიული” ქვეყნების ხელისუფალნი, როდესაც  “დემოკრატია”, სინამდვილეში მისი იმიტაცია, საკმარისი აღარ იქნება, თავიანთი ხალხები ლაგამამოდებული ჰყავდეთ. და აი, ეს დრო ახლა დგება. „ოქროს მილიარდი”, რომელსაც, თითქოსდა, აქვს შესაძლებლობა, თავის ცხოვრებაზე გავლენა საარჩევნო ყუთებით იქონიოს, წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება.  სინამდვილეში მიიღებს კი დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა ასეთ შესაძლებლობას? პასუხი, როგორც ჩანს, უარყოფითია. თავად განსაჯეთ.

საით მიდის ამერიკა?

საკუთარი ხალხის მოძულე დემოკრატებმა ამერიკელებს აქამდე არნახული გაყალბებით 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰპარეს. მათ შეძლეს 2022 წლის განმეორებითი არჩევნების წერტილოვანი გაყალბებაც, რომელმაც დემოკრატიულ პარტიას მისცა საშუალება, შეინარჩუნოს სენატი და ამერიკელებს კვლავ მოახვიოს თავისი თავი, როგორც ტოტალიტარული მთავრობა 2024 წელს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მარაზმში ჩავარდნილი ჯო ბაიდენის “ფიტულის” გამარჯვებით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ: ხალხს წაართვან ლიდერები, რომლებსაც გაჰყვებიან საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად და ინტერესების დასაცავად, და რიგითი ამომრჩევლის დაშინება: ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ  და თქვენ მეამბოხე ხართ, რომელსაც ციხეში ჩასვამენ სიცოცხლის ბოლომდე, თუ უარესი არაფერი დაგმართეს. ამაზე აქტიურად მუშაობს ამერიკულისიღრმისეული სახელმწიფოთავისი სპეცსამსახურებით

დეკემბრის ბოლოს დემოკრატებისა და ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მტრულად განწყობილი გლობალისტი რესპუბლიკელებისგან შექმნილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელმაც ჩაატარა “გამოძიება” 2021 წლის 6 იანვარს “კაპიტოლიუმის შტურმის” შესახებ, საბოლოო, 845-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა. მთავარი დასკვნა: ყველაფერში დამნაშავეა ტრამპი, რადგან მას სურდა „არჩევნების შედეგების გაუქმება და ძალაუფლების გადაცემის დაბლოკვა“. არსებულ მტკიცებულებებს მივყავართ ერთმნიშვნელოვან  დასკვნამდე: 6 იანვრის მოვლენების მთავარი მიზეზი იყო ერთი ადამიანი _ აშშის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მხარი ბევრმა დაუჭირა…  6 იანვრის მოვლენები მის გარეშე არ მოხდებოდა”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

ტრამპი გისოსებს მიღმა

კანონმდებლებმა იუსტიციის დეპარტმენტს გაუწიეს რეკომენდაცია, ტრამპს ბრალი წარუდგინოს 4 მუხლით, ესენია: სახელმწიფო ორგანოებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, შეთქმულება აშშის მთავრობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ყალბი ინფორმაციის განზრახ გადაცემა ფედერალური მთავრობისთვის და ამბოხება. ამის გამო, კომიტეტი მთავრობას სთავაზობს,  ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც „ფიცი დადო, დაეცვა კონსტიტუცია, შემდეგ კი, 6 იანვარს, ამბოხებაში მონაწილეობდა“, აეკრძალოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებაროგორც ფედერალურ, ისე შტატის დონეზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სამსახურში“. ეს, ფაქტობრივად,  არის განაცხადი პატიმრობის საკმაოდ ხანგრძლივ ვადაზე, ამასთანავე, ტრამპსა და მის ოჯახს რამდენიმე მხრიდან უტევენ (მას ასევე ადანაშაულებენ გადასახადებისთვის თავის არიდებაში), რათა დაანგრიონ მისი საარჩევნო კამპანია, მაგრამ, თუ გაჯიუტდება, ხანგრძლივი ვადით ჩასვამენ გისოსებს მიღმა. მოხსენება შეიცავს 11 რეკომენდაციას ისეთი მოვლენების პრევენციისთვის, როგორიცაა „თავდასხმა კაპიტოლიუმზე“, მიუხედვად იმისა, რომ მას სინამდვილეში ხელმძღვანელობდნენ სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი პროვოკატორები იმ ბრბოში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვას აპროტესტებდა. სწორედ მათ წინ დაცვა სპეციალურად გადგა განზე, შემდეგ კი განზრახ დაღვარეს უდანაშაულო ადამიანების  სისხლი, რათა შეეშინებინათ მერყევი კანონმდებლები, რომლებიც იმ მომენტში წყვეტდნენ საკითხს, ეღიარებინათ თუ არა არჩევნების შედეგები და, ასევე, ამ ყველაფერში ტრამპი გაესვარათ. სპეციალური კომიტეტის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად წამოაყენეს წინადადება, შეიცვალოს კანონი ამომრჩეველთა ხმების დათვლის შესახებ და გაფართოვდეს სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობები „ექსტრემისტული დაჯგუფებების“ გასაკონტროლებლად. ბუნებრივია, ტრამპმა ამ „უკიდურესად მიკერძოებული“ ანგარიშის გამოქვეყნებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. ის, უწინარესად, აღშფოთებულია იმით, რომ, საერთოდ, არ არის შესწავლილი და ნახსენები „პროტესტის მიზეზი _ არჩევნების გაყალბება“.  ახლა ჯერი პროკურორებზეა და ძნელი გამოსაცნობი არ არის, როგორ მოიქცევიან ისინი… როგორც ჩანს, ამ ქარიზმიან ლიდერს, რომელსაც შეუძლია ხალხის აყოლიება, არჩევნების წინ ციხეში ჩაჯდომა მოუწევს, რათა გონს მოეგოს და სხვებმაც ჭკუა ისწავლონ.

ამერიკელების დაშინება

ამ მიზანს ექვემდებარება უკიდურესად მკაცრი, სამოქალაქო ომის პერიოდის შემდეგ უპრეცედენტო სასჯელები “ულტრამემარჯვენე” ორგანიზაციების აქტივისტებისთვის, რომლებიც ბრალდებულნი არიან “ამბოხებაში” და რომელთა წევრები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ამერიკელებს “პარავენ” ამერიკას. მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი აგენტებიც, რომელთა ამოცანაა დიქტატურისკენ მიმავალი ხელისუფლების ოპონენტების კომპრომეტაცია, ხალხის წაქეზება უკანონო ქმედებებისკენ და შემდეგ „აღიარება“ იმისა, რაც საჭიროა.

ასე რომ, ნოემბრის ბოლოს სასამართლომ კოლუმბიის ფედერალური ოლქისა, რომელშიც დემოკრატები მეფობენ, “ულტრამემარჯვენე” ორგანიზაცია Oath Keepers (“ფიცის მცველები”) -ის დამფუძნებელი და ლიდერი სტიუარტ როდსი  „კაპიტოლიუმის შტურმის“ საქმის ფარგლებში  დამნაშავედ ცნო შეთქმულებაში ამბოხების  მოწყობის მიზნით. ამავე მუხლით დამნაშავედ ცნეს მისი თანამზრახველი  კელი მეგსი, რომელიც ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის უჯრედს ფლორიდაში. ორივეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამავე საქმეში მონაწილე კიდევ სამი პირი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ორგანოების მუშაობის შეფერხებაში. მარტის დასაწყისში ალაბამაში  Oath Keepers-ის ლიდერმა ჯოშუა ჯეიმსმა თავი დამნაშავედ ცნო „კაპიტოლიუმის შტურმში“ და გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა, ანუ გამომძიებლებთან ყველაფერს “დაამღერებს” სასჯელის შესამსუბუქებლად.

დემონსტრაციული ანგარიშსწორება მოუწყვეს კიდევ ერთი “ულტრამემარჯვენე” ჯგუფის _ Proud Boys (“ამაყი ბიჭები”)-ის წევრებს. მისმა ყოფილმა ლიდერმა ჯერემი ბერტინომ ჯერ კიდევ შარშან აღიარა “კაპიტოლიუმის შტურმში” მონაწილეობა და დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობას. მას არ სურს, 30 წლით ციხეში იჯდეს “ამბოხების წაქეზებისთვის”, პლუს უკანონოდ შეძენილი იარაღის შენახვისთვის, რომლის შეძენაც შეერთებულ შტატებში ლეგალურად შეიძლება. შეერთებულ შტატებში დემოკრატების ერთგული სასამართლო სისტემა “ულტრამემარჯვენეთა” წარმომადგენლებს შავი რასისტების ორგანიზაცა BLM-ის პლაკატების ჩამოხევისთვისაც კი ექვსი თვით აპატიმრებს, რადგან ეს თითქოს ეწინააღმდეგება “დემოკრატიულ ფასეულობებს”.  არადა, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები თეთრკანიანებს აიძულებდნენ, შავკანიანებისთვის ფეხსაცმელზე ეკოცნათ. როგორ ჰგავს ეს საბჭოთა “მართლმსაჯულებას”, რომელიც სჯიდა მოქალაქეებს, თითქოსდა “კაგანოვიჩის პორტრეტის ჩამოხევისთვის” ან იმისთვის, რომ “შეიძლება ჰქონოდა ჯაშუშური კავშირები”…

უკრაინის ელჩმა ანდრია მელნიკმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს „განაწყენებული ლივერის ძეხვი“ უწოდა

როგორ არის საქმე გერმანიაში?

ანალოგიურად: იქაც მსგავსი მეთოდური სახელმძღვანელო მუშაობს. გერმანიაში ცხოვრების დონის დაცემისა და ენერგომატარებლების ნაკლებობით შექმნილი კრიზისით გამოწვეული სოციალური დაძაბულობა პრევენციული ზომების გატარებას მოითხოვს მოსახლეობის დაშინების მიზნით, რათა ადამიანები წყნარად  იყვნენ. ამ ზომებს ახლა ხელისუფლება მორჩილი მედიის დახმარებით გაჩაღებული ისტერიკის ფარგლებში ახორციელებს „რაიხსბურგერების შეთქმულების“ _ „კაპიტოლიუმის შტურმის“ გერმანული ანალოგის _ „გამოაშკარავების“ გამო. 7 დეკემბერს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ პომპეზურად გამოაცხადა ქვეყანაში „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობის აღკვეთის შესახებ. გერმანიის სპეცსამსახურებმა 25 ადამიანი დააკავეს და ამდენივეა ეჭვმიტანილი. ოპერაცია ერთ-ერთი მასშტაბურია გერმანიის ისტორიაში. ჩხრეკა ჩატარდა 16 ფედერალური მიწიდან 11-ში, ავსტრიაშიც კი, 130-ზე მეტ სახლსა და ბინაში.

“შეთქმულთა ორგანიზაცია” აღმოჩნდა დიდი და განშტოებული: მასში შედიოდნენ ერთ-ერთი სათავადო დინასტიის მემკვიდრე, პოლიტიკოსი, სამხედროები და თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მებრძოლები. „შეთქმულთა“ ასეთი წარმომადგენლობითი შემადგენლობა აიხსნება იმით, რომ გერმანელებმა კარგად იციან, ვინ არიან „რაიხსბურგერები“; რომ ისინი არიან ურბანული გიჟები, რომლებსაც მხოლოდ პოზირება და ოცნება შეუძლიათ _ სურთ, ქვეყანა დააბრუნონ ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ (ფორმალურად ფრანგების მიერაც, ვინაიდან ქვეყანა მხოლოდ რუსებმა დატოვეს) ოკუპირებული მეორე რაიხის, ანუ გერმანიის იმპერიის 1871-1918 წლების საზღვრებში.

მხოლოდ ბალაგანი

თითქოს სწორედ ამ “ბოროტმოქმედებს” სურდათ “ლივერის” (ინგლ. Liver _ ღვიძლი, დაკლული საქონლის შიგნეულობა.  განაწყენებული “ლივერის ძეხვი” _ ასე უწოდა გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრია მელნიკმა გფრ-ის ამჟამინდელ ლიდერს _ გ. გ.) კანცლერ ოლაფ შოლცისა და უპასუხისმგებლო საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის მკვლელობა,  ბუნდესტაგის  ”შტურმით აღება”, მასში ჩაბუდებული “დეპუტატების ურდოსთვის” ჭკუის სწავლება და “სისტემის შეცვლა ყველა დონეზე”. გერმანული მედიის ცნობით, პოლიციამ ჩხრეკისას აღმოაჩინა შეთქმულთა სია, რომელშიც შედიოდნენ წამყვანი ოპოზიციური და მთავარი მმართველი პარტიების _ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის _ ლიდერები: ფრიდრიხ მერცი და სასკია ესკენი; ცნობილი პარლამენტარები და ჟურნალისტები _ სულ 18 ადამიანი. რა თქმა უნდა, ჟანრის კანონების მიხედვით, მათ შორის იყო რუსი ქალიც, რუსეთის მოქალაქე ვიტალია ., რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ რუსეთის საელჩოსთან „კავშირის“ დამყარებას; და, რა თქმა უნდა, იყო ყოფილი დეპუტატი ერთადერთი საპარლამენტო, მაგრამ, ამასთანავე, ასისტემური პარტიიდან _ ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელსაც შეუძლია მასების მობილიზება. ახლა, ბუნებრივია, ითხოვენ მის აკრძალვას, თვითონ პარტიამ კი დაგმო ეს ფარსი.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურს 2021 წლიდან მისცეს ამ პარტიის წევრების თვალთვალისა და მიყურადების უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და მიმოწერის ნახვის. ეს იმის საფუძველზე, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრები თითქოს არიან “მემარჯვენე ექსტრემისტები”, რომლებიც თავიანთი განცხადებებით არღვევენ “ძირითადი კანონით გათვალისწინებულ ადამიანის ღირსების გარანტიებსა და დემოკრატიის პრინციპებს”. ხელისუფლება არჩევნებში “ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ მოურიდებლად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. მის ფრაქციას ბუნდესტაგში შეგნებულად უგულებელყოფენ სხვა პარტიები და მედიასაშუალებები, თითქოს მილიონობით გერმანელი, რომლებმაც ხმა მისცეს ამ პარტიას, ხალხი არ არის და მათი ხმები არაფერს ნიშნავს… ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ნაღდი ფული _ სასაცილო 130 ათასი ევრო, ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული სამკაულები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები _ დანები, პისტოლეტები, ხმლები, ელექტროშოკერები, ჩაფხუტები, ღამის ხედვის მოწყობილობები…  “პუტჩიტებმა” (?!) თითქოს შექმნეს რაღაც “საბჭო”, აგრეთვე, “სამხედრო ფრთა” და იბირებდნენ მომხრეებს ძალოვანი სტრუქტურებიდან _ არმიიდან და პოლიციიდან. ამ წრეებში მართლაც ბევრია უკმაყოფილო ხელისუფლების სულელური მიგრაციული პოლიტიკით, მისი უუნარობით, გააკონტროლონ დაუპატიჟებელი სტუმრები, აგრეთვე, გერმანელებისთვის „თანამედროვე ღირებულებების“ თავს მოხვევის გამო. რა თქმა უნდა, „შეთქმულებს“ გერმანიაში „სამოქალაქო ომის“ გაჩაღების გეგმებს „შეუკერავენ“.

ვინ აკეთებს ამას და რისთვის?

“პუტჩისტების შეუმდგარი მსხვერპლნი” _ სისტემური პოლიტიკოსები, რომლებსაც ეშინიათ ხალხის რისხვის _ გამოირჩევიან აგრესიულობით  და აკეთებენ მკაცრ განცხადებებს, რომლებსაც ავრცელებს მორჩილი მედია.

ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ აგრესიულად განწყობილირაიხსბურგერებისგანმომდინარე საფრთხე. ეს ხალხი არა მხოლოდ შეთქმულების თეორიებზე ბოდავს, არამედ მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, რომელთა განსახორციელებლადაც მზად იყვნენ”, _ განაცხადა სასკია ესკენმა Die Tageszeitung-თან ინტერვიუში.  სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების ხელმძღვანელი ჰოლგერ მიუნჩი გერმანელებს დაჰპირდა, რომ წმენდას ჩაატარებს თავისი დეპარტამენტის რიგებში, ხოლო მისი კოლეგა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროდან _ ნენსი ფეზერის, თქმით, „პუტჩისტების“ დაკავებამ წარმოაჩინა ტერორისტული საფრთხის სერიოზულობა თანამედროვე გერმანიაში. პიკანტურობა მომხდარში არის ის, რომ, თანახმად კონსტიტუციის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ტომას ჰალდენვანგის განცხადებისა, რომლის უწყებაც კონტრდაზვერვის ფუნქციებს ასრულებს, უსაფრთხოების ორგანოები თავიდანვე აკონტროლებდნენ ვითარებას”. ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ “რაიხსბურგელებს” შორის ჩანერგილნი იყვნენ სპეცსამსახურების აგენტები. უდავოა (ასეთი მაგალითები გერმანიაში უკვე იყო), რომ სწორედ ისინი მოქმედებენ რადიკალებისა და პროვოკატორების როლში, რათა პოლიტიკოსებისთვის შესაფერის მომენტში გამოაშკარავდეს „შეთქმულება“ ხელისუფლებისთვის “უხერხული თემების” კომპრომეტაციის, ხალხის დაშინებისა და გაჩუმების, ადამიანებისთვის იარაღის წართმევის მიზნით, მათთვისაც კი, ვისაც კანონიერად აქვს მისი შეძენა-შენახვისა და ტარების უფლება. ამჟამინდელ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მმართველ სოციალდემოკრატებსა და მწვანეებს, ისე ეშინიათ ხალხის რისხვის, რომ კარიკატურული მონარქისტების, ნაცისტებისა და ანტისემიტებისგან პარლამენტის დაცვის გაძლიერებას მოითხოვენ. რატომ არის ხელისუფლება დაკავებული უმაქნისი “რაიხსბურგერებით”? _ იმავე მიზეზებით, რომელთა გამოც სტალინურ სსრკ-ში ეშინოდათ და ატერორებდნენ ნებისმიერ საზოგადოებრივ გაერთიანებას, თუნდაც ყველაზე უვნებელს. მოცემულ შემთხვევაში კი ლაპარაკია ქვეყნის მასშტაბით მოქმედ დაახლოებით 10-ათასკაციან გაერთიანებაზე.

სასაცილოა, რომ თითიდან გამოწოვილი  „გადატრიალების მცდელობის“ თავიდან აცილებაში გერმანიის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობენ…  ამერიკელები. „ჩვენ კავშირი გაქვს გერმანელ კოლეგებთან და მზად ვართ, დავეხმაროთ, თუ გვთხოვენ“, _ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟანპიერმა ბრიფინგზე.

მერე აქედან რა?

მხოლოდ ამერიკელები და გერმანელები არიან ასეთი “ტოტალიტარისტები”? _ რა თქმა უნდა, არა. ვინაიდან ცხოვრების  სერიოზული გაუარესება „ოქროს მილიარდის“ ყველა ქვეყანაშია დაგეგმილი. მსგავსი პროცესები ყველგან მიმდინარეობს, თუნდაც ახალ ზელანდიაში, რომელიც გუშინ სუპერდემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. იქ სიკეთის ქმნის საბაბით უკვე წაართვეს ხალხს იარაღი და აკრძალეს… იქაურმა Proud Boys-ებმა (ამერიკული უკიდურესად მემარჯვენე ორგანიზაცია, მოქმედებს, აგრეთვე, კანადასა და ახალ ზელანდიაში _ გ.გ.) ამერიკელებსაც კი აჯობეს, ამასთანავე, მათ მიაწებეს “თეთრების უპირატესობის  თეორიის” მიმდევრებისა  და მასთან დაკავშირებული “ძალადობის ექსტრემისტული საფრთხის” იარლიყი. ახალი ზელანდიის პოლიციის კომისარმა ენდრიუ კოსტერმა მკაცრად გააფრთხილა თანამოქალაქეები: “ნებისმიერი პირს, რომელსაც მათთან ექნება საქმე ან ფინანსურ მომსახურებას გაუწევს, პასუხისმგებლობა დაეკისრება” ტერორიზმთან ბრძოლის კანონის საფუძველზე.…

მოკლედ, დროა, წერტილი დაესვას ამას: დასავლეთში მყარდება იმაზე უარესი დიქტატურა, ვიდრე  საბჭოთა კავშირში იყო, რადგან მის განკარგულებაში _ მეთოდების მსგავსებით _ არის იძულებისა და კონტროლის აქამდე არნახული ტექნიკური საშუალებები. ხალხის წინააღმდეგ ძალადობის ზომა კი დამოკიდებული იქნება მისი წინააღმდეგობის ხარისხზე. რუსებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბოლშევიკებს (ამიტომ იყო დიდი მსხვერპლი), ვნახოთ, დასავლეთში როგორ იქნება.

ეჟოვის ხელთათმანები

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

 P.S. ბევრის აზრით, გამოთქმაეჟოვის ხელთათმანებიგაჩნდა მე-20 საუკუნის 30-იანი წლებისენკავედე”- ხელმძღვანელ ნიკოლოზ ეჟოვის (1895 _1940) სახელიდან, რომელიც განთქმული იყო რეპრესიებით. მე-20 საუკუნის შუა წლებში ფართოდ იყო ცნობილი ბორის ეფიმოვის პლაკატი, რომელზეც სახალხო კომისარ ეჟოვს ეკლიანი ხელთათმანით უჭირავს მრავალთავიანი გველი _ ტროცკისტებისა და ბუხარინელების სიმბოლო. მაგრამ, ეს გამონათქვამი ფართოდ გამოიყენებოდა მე -19 საუკუნეში, ეჟოვის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, მაგალითად, მწერალ ანტონ ჩეხოვისა (1860-1904) და პოეტ ალექსანდრე პუშკინის (1799-1837) მიერ. სინამდვილეში, “ეჟოვის ხელთათმანებიარის ტყავის ხელთათმანები, რომელიც განკუთვნილი იყო ზღარბის დასაჭერად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here