Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: სისტემური რღვევა დაწყებულია, რამაც უნდა შვას ახალი პოლიტიკური ძალა, არსებული,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სისტემური რღვევა დაწყებულია, რამაც უნდა შვას ახალი პოლიტიკური ძალა, არსებული, ჩამყაყებული სისტემის სრული იგნორირებით

814

ამა წლის 3-10 ივლისს რუსეთში საქართველოდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა. შეხვედრები სუზდალსა და მოსკოვში გაიმართა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღეს _ საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლა აღდგება.

შეხვედრის ინიციტორი იყო ევგენი პრიმაკოვის ქართულრუსულ საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც დღესსაქართველო და მსოფლიოსსტუმარია.

_ 3-დან 10 ივლისამდე სუზდალსა და მოსკოვში კონფერენციები გაიმართა. ამ ფორმატის კონფერენცია, დიდი ხანია, არ ჩატარებულა. 10 მარტს ჩავედით მოსკოვში ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, გრიგორი კარასინს შევხვდით. იმ შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგეს უვიზო რეჟიმი…

ახლა უკვე კაზბეგ ტაისაევმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დსთ-ისა და თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საქართველოსთან აღდგება უვიზო მიმოსვლა. მილიონიანი ქართული დიასპორა და მათი ნათესავ-ახლობლები საქართველოში ნამდვილად იმსახურებენ  პარიტეტულ საწყისებზე რუსეთის ფედერაციაში უვიზო მიმოსვლასა და გარკვეულ  სოციალურ-ეკონომიკურ პრეფერენციებს.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გრიგორი კარასინთან  მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერ გორჩაკოვის ფონდის სათავო ოფისში, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით 3-10 ივლისს  გაიმართა შეხვედრების საკონფერენციო სერია სუზდალსა და მოსკოვში პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში  დაგროვილ  და გადასჭრელ საკითხებზე.  ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ პოლიტოლოგები, ეკონომისტები, კულტურის სფეროს ექსპერტები, საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრები და დოქტორანტები. შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა  რუსეთის ფედერაციის საგარეო და თავდაცვითი  პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ფიოდორ ლუკიანოვისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО  МИД  _ რსსს სუმსი) ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ცენტრის წამყვან პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხებისა და თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყაზბეგ ტაისაევისთვის, რსსს სუმსი-ს საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის  საერთაშორისო პროცესების ანალიზის ლაბორატორიის დირექტორ ნიკოლაი სილაევისთვის, რფ-ის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის _ კონსტანტინე ტასიცისთვის, რფ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, პოსტსაბჭოური კვლევებისა და კავკასიის სექტორის წამყვანი მეცნიერის  ალექსანდრე სკაკოვისთვის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიზის ფაკულტეტის დოცენტის, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის დირექტორის  ალექსანდრე კონკოვისთვის, რფ მეცნიერებათა აკადემიის პოსტაბჭოთა სივრცის კვლევის ცენტრის სექტორის ხელძღვანელ ელენა კუზმინასთვის, რფ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტისა და მთავრობის საფინანსო უნივერსიტეტის დოცენტ არტემ პილინისთვის, რსსს სუმსი-ს პოლიტიკის თეორიისა და რეგიონული მართვის კათედრის დოცენტ ოლეგ იანოვსკისთვის, რსსს სუმსი-ს წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის, დოქტორ ალექსეი ტოკარევისთვის, რფ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის, ა.მ. გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორისთვის, საქართველოს დიდი ქომაგისა და გულშემატკივრის ლეონიდ დრაჩევსკისთვის.

ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში გაკეთებული გზავნილებიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ წლის ბოლომდე საქართველოსა და რფ შორის დამყარდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, აღდგება ინტენსიური ავიამიმოსვლა, სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებისა და ახალი ეკონომიკური ინიციატივებისთვის მომზადდება მოლაპარაკების მოედნები, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებს ექნება მხარდაჭერა გარკვეული პროექტების სახით.

სახალხო დიპლომატიის მხარდამჭერი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი კვლავაც განაგრძობს აქტიურობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ეფექტიანი რეგიონული სამეზობლო პოლიტიკის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ორგანიზებისთვის.

მოსკოვში კვლავ მაქვს ვიზიტი 29 ივლისს და ვიტყვი, რომ ამჯერად ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხზე ვმუშაობთ, რომელიც ასევე წარმატებით დასრულდება.

_ კარგი ინფორმაციააამოგიდგებათ მხარში ხელისუფლება?

 _ ამ შემთხვევაში მე ვხელმძღვანელობ ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის 14 ივლისის გამოსვლით. მაშინ მან დადო პირობა ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ და განმარტა, რომ პოლიტიკურის გარდა, ერგნეთის ბაზრობას უდიდესი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის განვითარების მნიშვნელობა აქვს. ივანიშვილის ამ დაპირებას ხელი შეუშალესჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა”. მათ ამ ინიციატივის ბლოკირება მოახდინეს, ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ქართულოსური ურთიერთობების დარეგულირების, რადგან ეს თემა პირდაპირ მიბმული იყო ქართულრუსული ურთიერთობების რეანიმაციასთან. ეს კი მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ შედიოდა. შესაბამისად, “ქართულ ოცნებასამ თემაზე საუბარიც აუკრძალეს.

“სჯობს გვიან, ვიდრე  არასდროს”, _ ნათქვამია და ათი წლის შემდეგ ჩვენ ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს, რაც უმნიშვნელოვანესი სოციალურ-პოლიტიკური პროცესია. პირველი ნაბიჯები გადადგმულია და პოზიტიური მესიჯები მოდის ცხინვალიდანაც, რაც გვაძლევს იმედს, რომ ძალიან მალე მიზანს მივაღწევთ.

საქართველოში გაცხოველებული რუსოფობიის ფონზე, როგორ გხვდებიან მოსკოვში? ადვილი არ არის, ამდენი ლანძღვაგინება მოისმინო  და მერე სტუმარს კარგად დახვდე

_ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენ უხილავი ფრონტის მეომრები ვართ. გავა დრო და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პროცესში ჩართული ყველა ადამიანის სახელი ისტორიაში ჩაიწერება. ყველა მათგანი სახალხო დიპლომატიის პლატფორმის შემქმნელია. ესენი, ფაქტობრივად, რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილ ყინულს ჭრიან. მათი ღვაწლი დაფარულია, ჩვენ არ ვყვირით მათ გაკეთებულ საქმეებზე.

მადლობა ჩვენს რუს კოლეგებს, რადგან მათი მხრიდან გაასმაგებულია ჩვენდამი ყურადღებაც და პატივისცემაც, კომუნიკაციის სურვილიც. ისინი უმაღლეს საექსპერტო შემადგენლობას გვახვედრებენ _ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ელიტას წარმოადგენენ, რომლებსაც უსმენენ. დასავლეთიდან მომდინარე აგრესია რუსეთის მიმართ, რომელსაც უკვე აქ ვხედავთ, ხელს ვერ უშლის რუსების სურვილს, ჩვენთან ჰქონდეთ კომუნიკაცია.

საქართველო არის ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე არსებული სახელმწიფო, კავკასიის ცენტრი, ჩვენს ქვეყანას ლიდერის პოზიცია აქვს ბუნებრივად, ჩვენ ამ ფუნქციას და მისიას დავიბრუნებთ. საქართველო იყო, არის და იქნება ლიდერი ქვეყანა, აქ ხელოვნური ლიდერები ვერ გაჭაჭანდებიან. რუსეთსაქართველოს შორის არსებული მტრობა გადაიზრდება სტრატეგიულ პარტნიორობაში.

_ როგორ ფიქრობთ, სამთავრობო გუნდიდან წამოვა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ინიციატივა?

_ “ქართული ოცნების” ბირთვში მომწიფებულია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტი. სამი დეპუტატი, რომლებიც მათ გამოეყო და ევროკავშირის მისამართით შეტევა დაიწყო, გმირებად არ უნდა ჩავთვალოთ, რადგან მათ სამთავრობო გუნდი უჭერს მხარს. მთავრობა წნეხის ქვეშაა დასავლეთის მხრიდან, ამიტომ ყველაფრის ხმამაღლა თქმას ვერ ახერხებენ და საჭირო გახდა გუნდიდან ხალხის გასვლა სიმართლის სათქმელად.

ეს პროცესი მიანიშნებს იმას, რომ სისტემური რღვევა დაწყებულია, რომელმაც უნდა შვას ახალი პოლიტიკური ძალა არსებული ჩამყაყებული სისტემის სრული იგნორირებით. ახლა იწყება სეპარაცია და, როგორც ჩანს, ჩვენი გეოპოლიტიკური კურსი იქნება სახელმწიფოკონსერვატიული ცენტრიზმისკენ სწრაფვა, რომელმაც უნდა მოახდინოს სამოქალაქო და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესი იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ. ვფიქრობ, საქართველოსთვის “3+3” ფორმატი მალე მისაღები იქნება და მონაწილეობასაც მივიღებთ ყველა მიმართულებით. 19 ივნისს არის მნიშვნელოვანი სამიტი ჩვენს რეგიონში და იქ გადაწყდება “3+3” ფორმატის მნიშვნელოვანი საკითხები. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა სიბრძნე და ვიღაც ევროპარლამენტარების რეკომენდაციების გვერდის ავლით რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here