სიეტლის (აშშ) სასკოლო ოლქმა სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა და Big Tech–ი (დიდი საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიები) სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებით “ახალგაზრდების მოწამვლაში” დაადანაშაულა, _ წერს ტელეგრამ–არხი O! News–ი.
შედეგად, სკოლები ვეღარ ასრულებენ თავიანთ საგანმანათლებლო მისიას, სანამ მოსწავლეები განიცდიან შფოთვას, დეპრესიას და აქვთ სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
სიეტლის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, Google, Meta*, Snap -ი და TikTok-ი პასუხისმგებელნი არიან თავიანთ პლატფორმებზე ახალგაზრდების მიზიდვასა და მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის შექმნაზე.
სასკოლო ოლქის ასეთი სარჩელი პირველია აშშ-ში, გასულ წელს ათობით ოჯახის მიერ შეტანილი მსგავსი სარჩელის შემდეგ.
*ეს ორგანიზაცია ექსტრემისტულად არის მიჩნეული რუსეთში და აკრძალულია.
მოამზადა ნიკა კორინთელმა