Home ახალი ამბები ილია II-ის მოსაყდრე, მეუფე შიო 49 წლის გახდა

ილია II-ის მოსაყდრე, მეუფე შიო 49 წლის გახდა

3394
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი,შიო მუჯირი 49 წლის გახდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში, ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა, 1969 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში. დაამთავრა, თბილისის, 53-ე საშუალო სკოლა.

2003 წლიდან, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია. 2017 წლიდან კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე.

მიტროპოლიტმა შიომ, 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, ხოლო 1999 წელს, კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის, წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი, ბერად აღკვეცეს და სახელად, შიო უწოდეს. 1995 წლიდან, ის დიაკვანია, ხოლო 1996 წლიდან, მღვდლად აკურთხეს.

1997 წელს, მღვდელმონაზონი შიო, დაინიშნა, თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წლის 3 აპრილს, მღვდელმონაზონ შიოს, მიენიჭა იღუმენის წოდება, ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს, ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან, იღუმენი შიო, თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის, 20 სექტემბრიდან, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2001 წლის ოქტომბრიდან, იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს, წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის, წინამძღვარია.

2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, აირჩიეს, ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის, 7 სექტემბერს, შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.

2009 წლის 30 აპრილს, წმინდა სინოდმა მას ჩააბარა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან, მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს, შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების, კანონიზაციის კომისიაში.

2015 წლის 16 დეკემბერს, მიტროპოლიტმა შიომ, დაიცვა დისერტაცია, მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, თემაზე „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა” და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.

2017 წლის 23 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.  

წყარო:პრაიმტაიმი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here